კახი ასათიანი

ქართველი ფეხბურთელი

კახი ასათიანი (დ. 1 იანვარი, 1947, თელავი, საქართველოს სსრ — გ. 20 ნოემბერი, 2002, თბილისი, საქართველო) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი, ნახევარმცველი. იცავდა თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ღირსებას. 1968 წლის ევროპის ჩემპიონატისა და 1970 წლის მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი (1967). საქართველოს სსრ დამსახურებული მწვრთნელი (1978).

კახი ასათიანი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
კახი შალვას ძე ასათიანი[1]
დაბადების
თარიღი
1 იანვარი, 1947
დაბადების
ადგილი
თელავი,
საქართველოს სსრ,
სსრ კავშირი
გარდაცვალების
თარიღი
20 ნოემბერი, 2002 (55 წლის)
გარდაცვალების
ადგილი
თბილისი,
საქართველო
სიმაღლე 186 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1965–1975 დინამო თბ. 218 (27)
ეროვნული ნაკრები
1968–1970 სსრ კავშირი 16 (5)
სამწვრთნელო კარიერა
1978–1982 დინამო თბილისი უფ.
1987 დინამო თბილისი
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ბიოგრაფია

რედაქტირება
 
კახი ასათიანი თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში.

საკლუბო კარიერის მანძილზე მხოლოდ თბილისის „დინამოს“ ღირსებას იცავდა, რომლის შემადგენლობაში საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 218 შეხვედრაში 27 გოლი გაიტანა.

1973 წელს თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში საერთაშორისო ამხანაგური საფეხბურთო ტურნირის ე. წ. „კარაველას თასის“ — ტროფეო კოლომბინოს (ესპ. Trofeo Colombino de fútbol) გამარჯვებული ხდება, სადაც ტურნირის ფინალში თბილისის დინამოელები ლისაბონის „ბენფიკას“ ანგარიშით 3–1 ამარცხებენ.[2][3][4]

საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების რიგებში ჩაატარა 16 მატჩი და გაიტანა 5 გოლი. საბჭოთა ნაკრებთან ერთად მონაწილეობდა 1968 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატსა და 1970 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატში. პირველი ფეხბურთელი მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში, რომელმაც ყვითელი ბარათი მიიღო.

საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ იყო თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი (1987) და გუნდის უფროსი (1978–1982), საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა კავშირის თავმჯდომარე (1990), საქართველოს სპორტის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე (1990), საქართველოს სპორტისა და ტურიზმის მინისტრი (1991–1992), საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე (1993–2000). მოგვიანებით, კერძო ბიზნესში გადავიდა. იკავებდა „აირზენას“ ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას. გამოქვეყნებული აქვს ორი მონოგრაფია.

2002 წლის 20 ნოემბერს, თბილისში, დაუდგენელმა პირებმა კახი ასათიანი საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს.[5][6][7]

მიღწევები

რედაქტირება
  დინამო თბილისი
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი
  •   ბრინჯაოს პრიზიორი (4): 1967, 1969, 1971, 1972
საბჭოთა კავშირის თასი
  •   ფინალისტი: 1970[8][9]
კარაველას თასი

ინდივიდუალური

რედაქტირება
33 საუკეთესო
  • №1: 1969
  • №3: 1967, 1970

სამჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში. აქედან ერთხელ აღიარებული იყო სსრ კავშირის წლის საუკეთესო ნახევარმცველად.[11][12][კომ. 2][13]

პირველი ფეხბურთელი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში, რომელმაც ყვითელი ბარათი მიიღო.

2011 წლის 17 მაისს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით 1981 წლის თბილისის „დინამოს“ სრულ შემადგენლობასა და სამწვრთნელო შტაბთან ერთად — კახი ასათიანს საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.[14]

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება

პერიოდიკა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

კომენტარები

რედაქტირება
  1. სურათზე მარცხნიდან: კახი ასათიანი, დავით ყიფიანი, რევაზ ძოძუაშვილი, ფირუზ კანთელაძე და ვახტანგ ჭელიძე. 19 აგვისტო, 1973
  2. საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიის შედგენა ხდებოდა საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის სეზონის შედეგების მიხედვით 1926 წლიდან არარეგულარულად, ხოლო 1948 წლიდან — ყოველწლიურად (1954 წლის გარდა).