ვახტანგ ჭელიძე (ფეხბურთელი)
ვახტანგ ჭელიძე (დ. 1 იანვარი, 1945, თბილისი, საქართველოს სსრ — გ. 22 მარტი, 1995, თბილისი, საქართველო) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი, მცველი. იცავდა თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ოლიმპიური ნაკრების ღირსებას. საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ხუთგზის ბრინჯაოს პრიზიორი (1967, 1971, 1972, 1976 გ., შ.), საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი (1976) და ფინალისტი (1970) თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში. საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი (1964).
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ვახტანგ ვლადიმერის ძე ჭელიძე | ||
დაბადების თარიღი | 1 იანვარი, 1945 | ||
დაბადების ადგილი |
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრ კავშირი | ||
გარდაცვალების თარიღი | 22 მარტი, 1995 (50 წლის) | ||
გარდაცვალების ადგილი |
თბილისი, საქართველო | ||
სიმაღლე | 183 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | მცველი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1965–1976 | დინამო თბ. | 247 | (7) |
ეროვნული ნაკრები | |||
1966 | სსრკ (ოლიმპ.) | 1 | (0) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
კარიერა
რედაქტირებამთელი თავისი კარიერის განმავლობაში იცავდა თბილისის „დინამოს“ ღირსებას. საბჭოთა კავშირის ოლიმპიურ ნაკრებში ჩატარებული აქვს ერთი მატჩი.
1973 წელს თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში საერთაშორისო ამხანაგური საფეხბურთო ტურნირის ე. წ. „კარაველას თასის“ — ტროფეო კოლომბინოს (ესპ. Trofeo Colombino de fútbol) გამარჯვებული ხდება, სადაც ტურნირის ფინალში თბილისის „დინამოელები“ ლისაბონის „ბენფიკას“ ანგარიშით 3–1 ამარცხებენ.[1][2][3][4][5]
ვახტანგ ჭელიძემ თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში უმაღლესი ლიგის საკავშირო ჩემპიონატების 257 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა, ხოლო ევროპული საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირების ფარგლებში „დინამოს“ ღირსება 8 შეხვედრაში დაიცვა და ერთი ბურთი გაიტანა, აქედან ერთი შეხვედრა — თასების მფლობელთა თასის, ხოლო 7 — უეფა-ს თასის გათამაშებაში. აღსანიშნავია, რომ მან ერთის გარდა, ყველა ეს შეხვედრა შეუცვლელად ითამაშა.
მიღწევები
რედაქტირებასაერთაშორისო ტურნირები
რედაქტირება- კარაველას თასი: 1973[8]
ლიტერატურა
რედაქტირება- ბერიშვილი, ელგუჯა (2013). ქართული სპორტის ოქროს წიგნი. თბ.: პალიტრა L.
- თედორაძე, ზურაბ (2002). თბილისის „დინამო“ : ციფრები, ფაქტები, კომენტარები, 1936–1989. თბ..
- თედორაძე, ზურაბ (1999). თბილისის „დინამო“ ციფრებში, 1936–1989. თბ.: სტამბა–96.
- აკოფოვი, გარუნ (1976). ფეხბურთი—76 : (ცნობარი–კალენდარი ). თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გარუნ (1975). ფეხბურთი—75 : (ცნობარი–კალენდარი ). თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გარუნ (1974). ფეხბურთი—74 : (ცნობარი–კალენდარი ). თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გარუნ (1972). ფეხბურთი—72 : (ცნობარი–კალენდარი ). თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გარუნ (1976). ასე ნანატრი გამარჯვება. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
პერიოდიკა
რედაქტირება- დოლიძე, ბეჟან, „კარაველას“ რაინდები // „საქართველოს რესპუბლიკა“, 22 აგვისტო, 2013, № 160 (7287), გვ. 10.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ კარაველას თასი. fcdinamo.ge.
- ↑ Trofeo Colombino de fútbol.
- ↑ Динамо (Тбилиси) 3–1 Бенфика (Лиссабон). fc-dynamo.ru.
- ↑ IX Trofeo Colombino de fútbol. dinamo-tbilisi.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-01-18. ციტირების თარიღი: 2021-02-13.
- ↑ „კარაველას“ რაინდები. „საქართველოს რესპუბლიკა“.
- ↑ ვახტანგ ჭელიძე სსრ კავშირის საფეხბურთო თასით
- ↑ Dinamo Moskva 2–1 Dinamo Tbilisi / Soviet Union Cup 1970.
- ↑ თბილისის „დინამო“ კარაველას თასს დაეუფლა