გარუნ აკოფოვი (დ. 19 ოქტომბერი, 1923 — გ. 18 ოქტომბერი, 2020) — ქართველი სპორტული ჟურნალისტი.

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა ქალაქ თბილისში. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი და ფიზკულტურის ინსტიტუტი.

მუშაობდა გაზეთ „სოვეტსკი სპორტისა“ (1949-1987) და „ფუტბოლის“ (1960-1978) საკუთარ კორესპონდენტად საქართველოში. 1997-2010 წლებში მუშაობდა გაზეთ „სვობოდნაია გრუზიის“ სპორტის განყოფილების გამგედ. სპეციალურ კორესპონდენტად იყო მივლინებული ოლიმპიურ თამაშებზე რომში, ტოკიოში, მიუნხენში, მოსკოვში, ატლანტაში, აგრეთვე ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე კალათბურთში. მიღებული აქვს საქართველოს აკაკი წერეთლის სახელობის საბავშვო ფონდის პრემია, საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრემია. გამოქვეყნებული აქვს 20-ზე მეტი წიგნი კალათბურთსა და ფეხბურთზე.

1958 წლიდან იყო საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის წევრი. ასევე იყო საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი კალათბურთში, ღირსების ორდენის კავალერი.[1]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება