ბორის სპასკი
ბორის ვასილის ძე სპასკი (რუს. Бори́с Васи́льевич Спа́сский; დ. 30 იანვარი, 1937, ლენინგრადი, სსრკ) — რუსი მოჭადრაკე, დიდოსტატი (1955),[2] 10-ე მსოფლიო ჩემპიონი ჩადრაკში (1969-1972), საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1965). სსრკ-ის ორ გზის ჩემპიონი (1961, 1973). საჭადრაკო ოლიმპიადის ათგზის მონაწილე.
ბორის სპასკი 1984 წელს | |
ქვეყანა (სპორტი) | (2013)[1] |
---|---|
ეროვნება | რუსი |
დაბადების თარიღი | 30 იანვარი, 1937 |
დაბადების ადგილი | ლენინგრადი, სსრკ |
წოდება | დიდოსტატი |
ფიდე რეიტინგი | 2548 (ივნისი, 2018) |
მაქსიმალური რეიტინგი | 2690 (იანვარი, 1971) |
ჯილდოები და პრემიები | Chess Oscar, world chess champion, Chess Oscar, საპატიო ნიშნის ორდენი, შრომითი მამაცობის მედალი, სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის საპატიო სიგელი |
სპასკიმ საკუთარი თავი გამოამჟღავნა 1955 წელს, როდესაც გაიმარჯვა მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატში.[3] სპასკის წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის მის მწვრთნელ იგორ ბონდარევსკის. სპასკიმ უმძიმესი შესარჩევი მატჩების შემდეგ მაშინდელ მსოფლიო ჩემპიონ ტიგრან პეტროსიანთან თამაშის უფლება მოიპოვა. 1966 წლის მატჩი პეტროსიანმა მინიმალური სხვაობით 12-5-11-5 მოიგო.[4] ბენტ ლარსენის, ეფიემ გელერისა და ვიქტორ კორჩნოის დამარცხების შემდეგ, 1969 წელს კვლავ შეხვდა პეტროსიანს. მიუხედავად იმისა, რომ პეტროსიანმა უმძიმეს ბრძოლაში მოიგო, პირველი პარტია სპასკიმ 12-5-10-5 დაამარცხა მეტოქე. ამას კი მალე რეიკიავიკში ამერიკელ რობერტ ფიშერთან მარცხი და ტიტულის დაკარგვა მოჰყვა. მიუხედავად იმისა რომ სპასკიმ მატჩი კარგად დაიწყო და ორი პარტიის შემდეგ იგებდა 2-0-ს, საბოლოოდ დამარცხდა 8-5-12-5. აღსანიშნავია ის რომ, მეორე პარტიაზე ფიშერი არ გამოცხადდა და სპასკის გამარჯვება უთამაშებლად ჩაეთვალა. ამ მატჩის შემდეგ სპასკიმ რამდენიმეჯერ სცადა უწინდებურად ასპარეზობა, მაგრამ უშედეგოდ. მან ანატოლი კარპოვთან წააგო ნახევარფინალი, მიუხედავად პირველი პარტიის მოგებისა 4-1. ასევე სპასკი დამარცხდა ფინალში ვიქტორ კორჩნოისთან. სპასკის უამრავი ტურნირი აქვს მოგებული. აღსანიშნავია მათ შორის საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი 1973 წელს.[5]
ბორის სპასკი ჩემპიონებს შორის უხუცესია. დაქორწინებულია სამჯერ. მისი მესამე მეუღლეა მარინა შერბაჩოვა გენერალ დიმიტრი შერბაჩოვის შვილიშვილი. მათ ჰყავთ ვაჟიშვილი ბორის სპასკი უმცროსი.[6][7]
ლიტერატურა
რედაქტირება- Дамский Я. В. Король Борис Десятый. — М.: РИПОЛ Классик, 2004. — 404 с. — (Великие шахматисты мира). — ISBN 5-7905-3106-7.
- Каспаров, Г. К. Мои великие предшественники. — М.: РИПОЛ Классик, 2004. — Т. 3. — 381 с. — ISBN 5-7905-2979-8.
- Крогиус Н. В., Голубев А. Н., Гутцайт Л. Э. Борис Спасский. — М.: Центральный коллектор научных библиотек, 2000. — Т. 1. — 405 с. — ISBN 5-93260-006-3.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ბორის სპასკი — ენციკლოპედია „კრუგოსვეტი“
- ბორის სპასკი — 365Chess.com
- ბორის სპასკი — თამაშების არქივი Chessgames.com-ზე (ინგლისური)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Transfers in 2013
- ↑ Шахматы. Энциклопедический словарь, СПАССКИЙ Борис Васильевич გ.ვ. 376—377
- ↑ Дамский 2004.
- ↑ Крогиус и др. Т. 1 2000.
- ↑ Свешников, Е. Э.. (2007) Парад чемпионов. ChessPro. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-15. ციტირების თარიღი: 2012-08-25.
- ↑ Boris Spassky: The Chess King With Very Independent Views by RIA Novosti, 30 იანვარი, 2012 (in Russian)
- ↑ Who Would Marry a Chess Master? on Chess.com, January 20, 2013