რია-ნოვოსტი
საერთაშორისო ინფორმაციის რუსული სააგენტო „რია-ნოვოსტი“ (რუს. Российское агентство международной информации „РИА Новости“) — ყოფილი მედიაჯგუფი და ამჟამად მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საინფორმაციო სააგენტო.
რია-ნოვოსტი საერთაშორისო ინფორმაციის რუსული სააგენტო „რია-ნოვოსტი“ | |
---|---|
ქვეყანა | რუსეთის ფედერაცია |
ვებ–გვერდი: | www.rian.ru |
დაფუძნდა | 1941 წლის 24 ივლისი |
დაარსდა 1941 წლის 24 ივლისს (სსრკ-გერმანიის ომის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ) როგორც საბჭოთა საინფორმაციო ბიურო (Советское Информационное Бюро — СовИнформБюро), 1961 წელს მის ბაზაზე დაარსდა „ახალი ამბების“ ბეჭდვითი სიტყვის სააგენტო (Агентство Печати „Новости“ – АПН), 1990 წელს ეწოდა ახალი ამბების“ საინფორმაციო სააგენტო (Информационное Агентство «Новости» — ИАН), ხოლო 1991 წელს გარდაიქმნა „ახალი ამბების“ რუსეთის საინფორმაციო სააგენტოდ (Российское Информационное Агентство „Новости“).
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „რია-ნოვოსტი“ ვიკისაწყობში.
- „რია–ნოვოსტის“ მთავარი საიტი