ტიგრან პეტროსიანი
ტიგრან ვართანის ძე პეტროსიანი (სომხ. Տիգրան Պետրոսյան; დ. 17 ივნისი, 1929, თბილისი — გ. 13 აგვისტო, 1984, მოსკოვი) — სომეხი და საბჭოთა მოჭადრაკე, მსოფლიოს მე-9 ჩემპიონი 1963–1966 წლებში,[1] საერთაშორისო დიდოსტატი (1952), საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1960), ფილოსოფიურ მეცნიერებათა კანდიდატი, საბჭოთა კავშირის ოთხგზის ჩემპიონი (1959, 1961, 1969, 1975), მოსკოვის სამგზის ჩემპიონი (1951, 1956 (ვლადიმერ სიმაგინთან ერთად), 1968 (დავით ბრონშტეინთან ერთად)). ჭადრაკის თეორეტიკოსი და ჟურნალისტი, ყოველთვიური „საჭადრაკო მოსკოვის“ რედაქტორი (1963–1966), ყოველკვირეული გაზეთის „64“-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი (1968–1977). საჭადრაკო ოლიმპიადის ცხრაგზის გამარჯვებული საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში. მისი თამაშის სტილის გამო „რკინის ტიგრანი“ შეარქვეს, ვინაიდან მისი თავდაცვა თითქმის შეუღწევადი იყო.[2][3] ზედიზედ ათჯერ (1953 წლიდან 1980 წლამდე) ითამაშა პრედენდენტთა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის გამართულ მატჩებში, მათ შორის ორჯერ (1966, 1969), როგორც მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა. პეტროსიანმა მსოფლიო ჩემპიონის გვირგვინი 1969 წელს, ბორის სპასკისთან გამართული ბრძოლის შემდეგ დაკარგა.[4]
ტიგრან პეტროსიანი | |
---|---|
ტიგრან პეტროსიანი 1962 წელს | |
დაბადების სახელი | ტიგრან პეტროსიანი |
დაბადების თარიღი |
19 ივნისი, 1929 ტფილისი, საქართველოს სსრ, ამიერკავკასიის სფსრ, სსრ კავშირი |
გარდაცვალების თარიღი |
13 აგვისტო, 1984 (55 წლის) მოსკოვი, რსფსრ, საბჭოთა კავშირი |
ეროვნება | სომეხი |
მოქალაქეობა | სსრ კავშირი |
მშობლები | მამა: ვართან პეტროსიანი |
ჯილდოები |
ბიოგრაფია
რედაქტირებატიგრან პეტროსიანი 1929 წლის 17 ივნისს, თბილისში, სომხურ ოჯახში დაიბადა. მამა — ვართან პეტროსიანი, თბილისის ოფიცერთა სახლის მეეზოვედ მუშაობდა. მშობლები ადრე დაკარგა და უფროსმა დამ — ვართუშმა გაზარდა.
ჭადრაკს ეზიარა ბ. ძნელაძის სახელობის თბილისის პიონერთა სასახლის საჭადრაკო სექციაში; მისი პირველი მწვრთნელი იყო არჩილ ებრალიძე. პეტროსიანი პოზიციური სტილის მოჭადრაკე იყო. პეტროსიანის საჭადრაკო შეხედულებების ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა იქონია არონ ნიმცოვიჩის წიგნმა „ჩემი სისტემა პრაქტიკაში“ (რუს. «Моя система на практике»).
პირველ წარმატებებს საკავშირო ახალგაზრდულ ჩემპიონატებზე მიაღწია: 16 წლის ასაკში 1945 წელს — 1–3 ადგილი, 1946 წელს — 1-ლი ადგილი; საქართველოს (1945) და სომხეთის (1946, 1947–48, გენრიხ კასპარიანთან ერთად) ჩემპიონატებზეც პირველი ადგილი დაიკავა.
სპორტის ოსტატის ნორმატივი საკავშირო ჩემპიონატის ნახევარფინალში (1947) შეასრულა. საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ფინალში (1949) მე-16 ადგილი დაიკავა. 1950 წელს მოსკოვში გადასვლის შემდეგ მან შესანიშნავ შედეგებს მიაღწია მოსკოვის პირველობაზე: 1950 წელს — მე-3 ადგილი, 1951 და 1956 წლებში — 1-ლი ადგილი. 1951 წლის საკავშირო ჩემპიონატზე დიდოსტატის სათამაშო კლასი აჩვენა (მე-2–3 ადგილი) და 1952 წლის ინტერზონალურ ტურნირზე მონაწილეობის უფლება მოიპოვა, სადაც ასევე მე-2–3 ადგილი გაინაწილა.
1958–1974 წლებში იყო საბჭოთა კავშირის საჭადრაკო ფედერაციის პრეზიდიუმის წევრი; 1969–1976 წლებში ყოველკვირეული „64-ის“ (გაზეთ „სოვეტსკი სპორტის“ დამატება) რედაქტორი. ავტორია წიგნისა „ჭადრაკი და ფილოსოფია“ (1969). დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენით.
სპორტული შედეგები
რედაქტირებაწელი | ქალაქი | შეჯიბრი | + | − | = | შედეგი | ადგილი |
---|---|---|---|---|---|---|---|
1944 | თბილისი | პირველი კატეგორიის ტურნირი | ? | ? | ? | ? | 2 |
თბილისი | საქართველოს სსრ მე-5 ჩემპიონატი | ? | ? | ? | ? | 9–11 | |
1945 | თბილისი | თბილისის ჩემპიონატი | 6 | 1 | 4 | 11-დან 8 | 2 |
ლენინგრადი | საბჭოთა კავშირის IV ახალგაზრდული ჩემპიონატი | 8 | 1 | 6 | 15-დან 11 | 1–3 | |
თბილისი | საქართველოს სსრ მე-6 ჩემპიონატი | 10 | 2 | 3 | 15-დან 11½ | 1 | |
1946 | თბილისი | საქართველოს სსრ მე-7 ჩემპიონატი | 10 | 4 | 5 | 19-დან 12½ | 5 |
ერევანი | სომხეთის სსრ მე-6 ჩემპიონატი | 8 | 0 | 2 | 10-დან 9 | 1 | |
ლენინგრადი | საბჭოთა კავშირის V ახალგაზრდული ჩემპიონატი | 13 | 0 | 2 | 15-დან 14 | 1 | |
ლენინგრადი | ოსტატობის კანდიდატთა საკავშირო ტურნირი | 3 | 5 | 7 | 15-დან 6½ | 8–11 | |
ერევანი | მატჩი სომხეთის ჩემპიონის ტიტულისთვის გ. კასპარიანთან | 5 | 3 | 6 | 8 : 6 | ||
1947 | ერევანი | სომხეთის სსრ მე-7 ჩემპიონატი | 7 | 1 | 3 | 11-დან 8½ | 2–4 |
თბილისი | ოსტატობის კანდიდატთა საკავშირო ტურნირი | 8 | 0 | 7 | 15-დან 11½ | 1 | |
რიგა | სპორტსაზოგადოება „სპარტაკის“ ჩემპიონატი | 6 | 4 | 9 | 19-დან 10½ | 10 | |
მოსკოვი | სსრკ მე-16 ჩემპიონატის ნახევარფინალი | 6 | 4 | 5 | 15-დან 8½ | 5 | |
1948 | ერევანი | სომხეთის სსრ მე-8 ჩემპიონატი | 12 | 0 | 1 | 13-დან 12½ | 1–2 |
თბილისი | სსრკ პირველი გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალი[ა] | ? | ? | ? | ? | ||
თბილისი | ამიერკავკასიის რესპუბლიკების საჭადრაკო ტურნირი | 6 | 0 | 6 | 12-დან 9 | 2 | |
1949 | ერევანი | სომხეთის სსრ მე-9 ჩემპიონატი | 12 | 2 | 1 | 15-დან 12½ | 2 |
თბილისი | საბჭოთა კავშირის მე-17 ჩემპიონატის ნახევარფინალი | 7 | 1 | 8 | 16-დან 11 | 2 | |
მოსკოვი | საბჭოთა კავშირის მე-17 ჩემპიონატი 1949 | 4 | 8 | 7 | 19-დან 7½ | 16 | |
ტაშკენტი | უზბეკეთის სსრ 25 წლისთავისადმი მიძღვნილი ტურნირი | 11 | 1 | 3 | 15-დან 12½ | 1–2 | |
1950 | მოსკოვი | მოსკოვის ჩემპიონატი 1950 | 4 | 1 | 10 | 15-დან 9 | 3 |
გორკი | საბჭოთა კავშირის მე-18 ჩემპიონატის ნახევარფინალი | 8 | 3 | 4 | 15-დან 10 | 2–3 | |
მოსკოვი | საბჭოთა კავშირის მე-18 ჩემპიონატი 1950 | 5 | 6 | 6 | 17-დან 8 | 12–13 | |
1951 | ვილნიუსი | ლიტვის სსრ ჩემპიონატი (კონკურსგარეშე) | 8 | 3 | 3 | 14-დან 9¼ | 2–4 |
ტაშკენტი | მატჩი მ. მუხიტდინოვთან[ბ] | 7 | 0 | 7 | 10½ : 3½ | ||
სვერდლოვსკი | საბჭოთა კავშირის მე-19 ჩემპიონატის ნახევარფინალი | 9 | 1 | 9 | 19-დან 13½ | 1 | |
თბილისი | საკავშირო ჩემპიონატი რესპუბლიკების ნაკრებ გუნდებს შორის[გ] | 2 | 2 | 1 | 5-დან 2½ | ||
მოსკოვი | მოსკოვის ჩემპიონატი 1951 | 7 | 0 | 5 | 12-დან 9½ | 1 | |
თბილისი | ტურნირი ოსტატთა მონაწილეობით | 7 | 3 | 5 | 15-დან 9½ | 2–3 | |
მოსკოვი | საბჭოთა კავშირის მე-19 ჩემპიონატი 1951 | 8 | 2 | 7 | 17-დან 11½ | 2–3 | |
1952 | ბუდაპეშტი | ბუდაპეშტის საჭადრაკო ტურნირი[დ] | 6 | 4 | 7 | 17-დან 9½ | 7–8 |
გაგრა | საწვრთნელ-მოსამზადებელი მატჩ-ტურნირი | 2 | 3 | 2 | 7-დან 3 | 7–8 | |
სტოკჰოლმი[ე] | ინტერზონალური საჭადრაკო ტურნირი 1952 | 7 | 0 | 13 | 20-დან 13½ | 2–3 | |
1953 | ბუქარესტი | ბუქარესტის საერთაშორისო ტურნირი | 7 | 0 | 12 | 19-დან 13 | 2 |
გაგრა | დიდოსტატთა საწვრთნელ-მოსამზადებელი ტურნირი | 4 | 1 | 4 | 9-დან 6 | 3 | |
ციურიხი | პრეტენდენტთა ტურნირი | 6 | 4 | 18 | 28-დან 15 | 5 | |
ვენა | მატჩი ავსტრია — საბჭოთა კავშირი[ვ] | 2 | 0 | 0 | 2-დან 2 | ||
1954 | კიევი | საბჭოთა კავშირის 21-ე ჩემპიონატი 1954 | 6 | 0 | 13 | 19-დან 12½ | 4–5 |
ბუენოს-აირესი | მატჩი არგენტინა — საბჭოთა კავშირი[ზ] | 1 | 0 | 3 | 4-დან 2½ | ||
მონტევიდეო | მატჩი საბჭოთა კავშირი — ურუგვაი[თ] | 2 | 0 | 0 | 2-დან 2 | ||
პარიზი | მატჩი საფრანგეთი — საბჭოთა კავშირი[ი] | 2 | 0 | 0 | 2-დან 2 | ||
ნიუ-იორკი | მატჩი აშშ — საბჭოთა კავშირი[კ] | 2 | 0 | 2 | 4-დან 3 | ||
ლონდონი | მატჩი ინგლისი — საბჭოთა კავშირი[ლ] | 2 | 0 | 0 | 2-დან 2 | ||
სტოკჰოლმი | მატჩი შვედეთი — საბჭოთა კავშირი[მ] | 1 | 0 | 1 | 2-დან 1½ | ||
მოსკოვი | მატჩი მოსკოვი — უკრაინის სსრ[ნ] | 1 | 0 | 0 | 1-დან 1 | ||
რიგა | საბჭოთა კავშირის გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში 1954[ო] | 5 | 1 | 4 | 10-დან 7 | 1 | |
ბელგრადი | ბელგრადი საერთაშორისო ტურნირი[პ] | 7 | 3 | 9 | 19-დან 11½ | 4–5 | |
1955 | მოსკოვი | საბჭოთა კავშირის 22-ე ჩემპიონატი 1955 | 4 | 0 | 15 | 19-დან 11½ | 3–6 |
ბუდაპეშტი | მატჩ-ტურნირი უნგრეთი — სსრკ (სხევენინგენის სისტემა) | 4 | 0 | 3 | 7-დან 5½ | 1 | |
მოსკოვი | მატჩი საბჭოთა კავშირი — აშშ[ჟ][5] | 4 | 0 | 0 | 4-დან 4 | ||
გეტებორგი | ინტერზონალური საჭადრაკო ტურნირი 1955 | 5 | 0 | 15 | 20-დან 12½ | 4 | |
1956 | ამსტერდამი | პრეტენდენტთა ტურნირი | 3 | 2 | 13 | 9½ из 18 | 3–7 |
ბელგრადი | მატჩი იუგოსლავია — სსრკ (სხევენინგენის სისტემა) | 1 | 1 | 6 | 8-დან 4 | 9–10 | |
მოსკოვი | მოსკოვის ჩემპიონატი ჭადრაკში 1956 | 6 | 1 | 8 | 15-დან 10 | 1–2 | |
მოსკოვი | მატჩი მოსკოვის ჩემპიონის წოდებისთვის[რ] | 3 | 1 | 1 | 3½ : 2½ | ||
თბილისი | საბჭოთა კავშირის 24-ე ჩემპიონატის ნახევარფინალი | 8 | 0 | 9 | 17-დან 12½ | 1 | |
1957 | მოსკოვი | საბჭოთა კავშირის 24-ე ჩემპიონატი 1957 | 7 | 4 | 10 | 21-დან 12 | 7–8 |
ლენინგრადი | მატჩ-ტურნირი სსრკ — იუგოსლავია (სხევენინგენის სისტემა) | 3 | 1 | 4 | 8-დან 5 | 6 | |
ვენა | ევროპის გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში 1957[ს] | 3 | 0 | 2 | 5-დან 4 | 1 | |
კიევი | საბჭოთა კავშირის 25-ე ჩემპიონატის ნახევარფინალი | 7 | 1 | 11 | 19-დან 12½ | 1 |
- ↑ სომხეთის სსრ ნაკრები, მე-2 დაფა.
- ↑ საკვალიფიკაციო მატჩი ოსტატის წოდებისთვის
- ↑ საბჭოთა კავშირის მეორე გუნდური ჩემპიონატი (მოსკოვის ნაკრები, მე-3 დაფა).
- ↑ გ. მაროცის მემორიალური საერთაშორისო ტურნირი.
- ↑ სალციობადენი-სტოკჰოლმი (შვედ. Saltsjöbaden-Stockholm)
- ↑ პირველი დაფა, იოზეფ ლოკვენცის (გერმ. Josef Lokvenc) წინააღმდეგ.
- ↑ მე-6 დაფა, ჰერმან პილნიკის (გერმ. Herman Pilnik) წინააღმდეგ.
- ↑ მე-5 დაფა, ხ. კორალის და ალფრედო ოლივერას წინააღმდეგ.
- ↑ მე-6 დაფა, რიდა ბელკადის (ფრანგ. Ridha Belkadi) წინააღმდეგ.
- ↑ მე-7 დაფა, ართურ ბისგაიერის (ინგლ. Arthur Bernard Bisguier) წინააღმდეგ.
- ↑ მე-6 დაფა, ფილიპ მილნერ-ბერის (ინგლ. Philip Stuart Milner-Barry) წინააღმდეგ.
- ↑ მე-6 დაფა, როიალ გოდეს (შვედ. Royal Goode) წინააღმდეგ.
- ↑ მე-3 დაფა, ისააკ ლიპნიცკის წინააღმდეგ.
- ↑ საბჭოთა კავშირის მეორე გუნდური თასი („სპარტაკი“, პირველი დაფა).
- ↑ იუგოსლავიის განთავისუფლების მე-10 წლისთავისადმი მიძღვნილი ტურნირი.
- ↑ მე-6 დაფა, ალბერტ ჰოროვიცისა და მაქს პეივის (ინგლ. Max Pavey) წინააღმდეგ.
- ↑ ვლადიმერ სიმაგინის (რუს. Владимир Симагин) წინააღმდეგ.
- ↑ ევროპის პირველი გუნდური ჩემპიონატი (სსრ კავშირის ნაკრები, მე-6 დაფა.
წიგნები
რედაქტირება- Петросян Т. В. Шахматы и философия. — Ереван, 1968.
- Шахматные лекции Петросяна (сост. Э. Шехтман). — М.: Физкультура и спорт, 1989. 173, [2] с. ISBN 5-278-00166-6.
- Стратегия надежности. Москва : Физкультура и спорт, 1985. 400 с.
- Мои лучшие партии (ред. О. Стецко). — М.: Русский шахматный дом, 2015. — 496 с. — ISBN 978-5-94693-441-1.
- Шахматная школа Тиграна Петросяна (ред. А. Калинин). — М.: Русский шахматный дом, 2018. — 112 с. — ISBN 978-5-94693-685-9.
ლიტერატურა
რედაქტირება- კასპაროვი, გარი, ჩემი დიდი წინამორბედები, ნაწილი III. = My Great Predecessors, Part III., Everyman Chess, 2004. — გვ. 7, 16, 62, 80. 332 გვ.
პერიოდიკა
რედაქტირება- შენგელია, თ., რჩეული ეტიუდები და პარტიები // „საქართველოს რესპუბლიკა“, 7-8 აპრილი, 2021, № 73-74, გვ. 10.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ტიგრან პეტროსიანი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ტიგრან პეტროსიანი — ქართული პრესის ელექტრონული არქივი
- ტიგრან პეტროსიანი — დიდი დანიური ენციკლოპედია
- ტიგრან პეტროსიანი — დიდი ნორვეგიული ენციკლოპედია
- ტიგრან პეტროსიანი — კატალანური დიდი ენციკლოპედია
- ტიგრან პეტროსიანი — ენციკლოპედია ბრიტანიკა
- ტიგრან პეტროსიანი — ხორვატული ენციკლოპედია
- ტიგრან პეტროსიანი — chessgames.com
- ტიგრან პეტროსიანი — tim-thompson.com
სქოლიო
რედაქტირება- ↑ „კომუნისტი“, 23 მაისი, 1963, № 120 (12632), გვ. 4.
- ↑ კასპაროვი, გარი, 2004, გვ. 7, 16, 62, 80.
- ↑ Петросян Тигран Вартанович. Чемпион мира по шахматам
- ↑ „კომუნისტი“, 22 ოქტომბერი, 1969, № 246 (14546), გვ. 4.
- ↑ პეტროსიანის თითოეულმა მეტოქემ 2 პარტია ითამაშა.