დიდი დანიური ენციკლოპედია
დიდი დანიური ენციკლოპედია (დან. Den Store Danske Encyklopædi) — ყველაზე მრავლისმომცველი დანიურენოვანი ენციკლოპედია დღეისათვის. ენციკლოპედიის 20-ტომელი 1994 წლიდან 2001 წლებში გამოიცემოდა. დამატებითი ერთი ტომი 2002 წელს, ხოლო საინდექსო 2 ტომიც 2003 წელს გამოვიდა. ენციკლოპედიაში 115 000 სტატიაა, დაწყებული ერთხაზიანი ინფორმაციული შენიშვნით, დამთავრებული 130 გვერდიანი სტატიით დანიის შესახებ. სტატიები შექმნილია 4000 აკადემიკოს-ექსპერტის მიერ მთავარ რედაქტორ Jørn Lund-ის ხელმძღვანელობით. ვრცელ სტატიებს ქვეშ ავტორის ხელმოწერა აქვს. სტატიათა უმრავლესობა ილუსტრირებულია. ენციკლოპედია დაიბეჭდა დანიის ეროვნული ენციკლოპედიის რედაქციის (Danmarks Nationalleksikon A/S) მიერ დანიის უდიდეს და უძველეს საგამომცემლო სახლ Gyldendal-ში, რომელიც საგანგებოდ იქნა მომზადებული ამ მიზნით. ენციკლოპედია, ფაქტობრივად, შექმნილია თანადროული შვედური ენციკლოპედიური ლექსიკონის მიხედვით და ფინანსურად სუბსიდირებულია Augustinus Foundation-ის მიერ. გარდა ამისა, ხელისუფლებამ ხელმომწერთა წინასწარი გადასახადიც საენციკლოპედიო ფონდში გადარიცხა. შედეგად, 35 000 ეგზემპლარი გაიყიდა პირველივე წლებში.
არსებობს ენციკლოპედიის CD და ონლაინ ვერსიები, რომლებიც 2008 და 2009 წლებში შეიქმნა.