მიხეილ ბერძენიშვილი
მიხეილ ბერძენიშვილი (დ. 2 მაისი, 1914, ტფილისი, რუსეთის იმპერია — გ. 21 ივნისი, 1981, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი, თამაშობდა მარჯვენა ნახევარმცველისა და მარჯვენა შუამარბის პოზიციაზე. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1946).
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | მიხეილ ირაკლის ძე ბერძენიშვილი[1] | ||
დაბადების თარიღი | 2 მაისი, 1914 | ||
დაბადების ადგილი |
ტფილისი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია | ||
გარდაცვალების თარიღი | 21 ივნისი, 1981 (67 წლის) | ||
გარდაცვალების ადგილი |
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრ კავშირი | ||
სიმაღლე | 177 სმ | ||
სათამაშო პოზიცია |
თავდამსხმელი ნახევარმცველი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1936–1946 | დინამო თბ. | 129 | (36) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
1948 | დინამო თბილისი | ||
1955–1957 | დინამო თბილისი (გ. უფრ.) | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
ბიოგრაფია
რედაქტირებაიცავდა თბილისის „დინამოს“ ღირსებას. იყო თბილისის, საქართველოსა და ამიერკავკასიის საფეხბურთო ნაკრებთა წევრი. სხვადასხვა საკავშირო თუ საერთაშორისო ამხანაგური შეხვედრების მონაწილე, მათ შორის შვედეთის, ნორვეგიის, დანიის, ფინეთისა და ბასკეთის საფეხბურთო გუნდებთან.
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 129 მატჩი (36 გოლი). საბჭოთა კავშირის ჩემპიონატების მეორე (1939, 1940) და მესამე (1936 შემოდგომა, 1946) პრიზიორი. საბჭოთა კავშირის თასის გათამაშების ფინალისტი (1936, 1937, 1946). იყო თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი (1948) და გუნდის უფროსი (1955–1957). დინამოელთა მიერ საკავშირო პირველობის უმაღლესი ლიგის ფარგლებში ჩატარებული პირველი მატჩის მონაწილე.[2][3]
მიღწევები
რედაქტირება- საბჭოთა კავშირის ვიცე-ჩემპიონი: 1939, 1940
- საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი: 1936 (შ.), 1946
- საბჭოთა კავშირის თასის ფინალისტი: 1936, 1937, 1946
- საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი: 1946 № 348
საინტერესო ფაქტები
რედაქტირება2018 წელს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით დიდუბის რაიონში, საფეხბურთო კლუბ „დინამოს” ბაზასთან მდებარე უსახელო ქუჩას მიხეილ ბერძენიშვილის სახელი მიენიჭა.[4]
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 411.
- ბერიშვილი, ელგუჯა, ქართული სპორტის ოქროს წიგნი, თბ.: პალიტრა L, 2013.
- ტორაძე, გულბათ (2013). ქართული ფეხბურთი ჩემს ცნობიერებაში. თბ.: ფავორიტი პრინტი.
- ტორაძე, გულბათ (1997). ქართული ფეხბურთი : მოთამაშეები, გუნდები, წარსულის ფურცლები. თბ..
- ტორაძე, გულბათ, ქართული ფეხბურთის დიდოსტატები, თბ.: საბჭ. საქართველო, 1987.
- პაიჭაძე, ბორის (1960). ბრძოლა ოქროს ქალღმერთისათვის. თბ.: ნაკადული.
- Шваб, П.Г., Энциклопедия советского футбола. Том 1, Черновцы: Раенная типография, 1994. — გვ. 104. 128 გვ.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- თედორაძე, ზურაბ, თბილისის „დინამო“ ციფრებში, 1936–1989, თბ.: სტამბა–96, 1999.
- თედორაძე, ზურაბ, თბილისის „დინამო“ : ციფრები, ფაქტები, კომენტარები, 1936–1989, თბ., 2002.
- თედორაძე, ზურაბ, საკლუბო გუნდების შედეგები სსრ კავშირის ჩემპიონატებში : უმაღლესი ლიგა, 1936–1991, თბ., 2001.
პერიოდიკა
რედაქტირება- გუგუშვილი, ნ., ზუსტი დარტყმის ოსტატი // „ლელო“, 19 დეკემბერი, 1953, № 99 (698), გვ. 4.
- თბილისის „დინამოს“ მწვრთნელები // „ლელო“, 8 აპრილი, 1978, № 69 (6134), გვ. 3.
- მიხეილ ბერძენიშვილი // „ლელო“, 25 ივნისი, 1981, № 121 (6932), გვ. 3.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ მიხეილ ბერძენიშვილი (1914–1981). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-08-09. ციტირების თარიღი: 2022-05-07.
- ↑ Динамо (Тбилиси) 2–2 Динамо (Киев). fc-dynamo.ru
- ↑ Динамо (Тбилиси) 2–2 Динамо (Киев). Footballfacts.ru
- ↑ „დინამოს“ ბაზასთან მდებარე უსახელო ქუჩას ფეხბურთელ მიხეილ ბერძენიშვილის სახელი მიენიჭა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-02-27. ციტირების თარიღი: 2022-05-07.