გოჩა მაჩაიძე (დ. 21 ივნისი, 1950, ამბროლაური, საქართველოს სსრ) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი, თამაშობდა ნახევარმცველის და მცველის პოზიციაზე. სხვადასხვა დროს იცავდა თბილისის „ლოკომოტივის“, რუსთავის „მეტალურგის“, თბილისის „დინამოს“, ლანჩხუთის „გურიას“, მოსკოვის „სპარტაკის“ და ქუთაისის „ტორპედოს“ ღირსებას. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1978), ვიცე-ჩემპიონი (1977) და ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი. საბჭოთა კავშირის თასის ორგზის მფლობელი (1976, 1979) და ფინალისტი (1980) თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში. საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი (1973).[1]

გოჩა მაჩაიძე
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
გოჩა დომენტის ძე მაჩაიძე
დაბადების
თარიღი
21 ივნისი, 1950 (1950-06-21) (74 წლის)
დაბადების
ადგილი
ამბროლაური,
საქართველოს სსრ,
საბჭოთა კავშირი
სიმაღლე 176 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი,
მცველი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1969 ლოკომოტივი 1 (0)
1969–1970 მეტალურგი რ.
1971–1980 დინამო თბ. 133 (3)
1980 გურია 20 (0)
1981 სპარტაკი მ. 1 (0)
1981–1982 ტორპედო ქ. 39 (1)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ფეხბურთის თამაში დაიწყო 1962 წელს თბილისის 35-ე სკოლაში მწვრთნელ ვანო შუდრასთან. თამაშობდა თბილისის „ლოკომოტივში“ და რუსთავის „მეტალურგში“. 1971 წლიდან თბილისის „დინამოშია“, რომლის ძირითად შემადგენლობაში პირველად გამოვიდა 1973 წლის 2 ივლისს. გუნდთან ერთად ორჯერ — 1976 წლის საგაზაფხულო და საშემოდგომო პირველობის გათამაშების ბრინჯაოს პრიზიორი გახდა, 1977 წლის პირველობაზე ვიცე-ჩემპიონის, ხოლო 1978 წელს — საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.[2] ასევე, ორჯერ იყო საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი — 1976 და 1979 წლებში. სულ თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში უმაღლესი ლიგის საკავშირო პირველობის 133 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და სამი ბურთი გაიტანა. ამას გარდა, გოჩა მაჩაიძემ ევროპული საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირების ფარგლებში „დინამოს“ ღირსება ცამეტ შეხვედრაში დაიცვა, აქედან ერთი — თასების მფლობელთა თასის, ათი — უეფა-ს თასის და ორიც — ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშებაში.

1980 წელს გუნდის ხელმძღვანელობასთან უთანხმოების გამო მას და მის უფროს ძმას, თბილისელთა მაშინდელ კაპიტან მანუჩარ მაჩაიძეს „დინამოს“ დატოვება მოუწიათ. იმავე წლის საფეხბურთო სეზონის დარჩენილი პერიოდი გოჩა მაჩაიძემ ლანჩხუთის „გურიაში“ გაატარა, რომელთა რიგებშიც ოცჯერ გამოვიდა მწვანე მინდორზე.

1981 წლის სეზონი მოსკოვის „სპარტაკის“ შემადგენლობაში დაიწყო, სადაც მხოლოდ ორჯერ ითამაშა, ერთხელ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის კალენდარულ შეხვედრაში, ხოლო მეორედ — ევროპის ჩემპიონთა თასის 1980–1981 წლების გათამაშების მეოთხედფინალურ მატჩში მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ, რომელიც თბილისში 1981 წლის 4 მარტს „დინამოს“ სტადიონზე გაიმართა.[3][4][5]

1981–1982 წლებში ქუთაისის „ტორპედოს“ შემადგენლობაშია, სადაც საბჭოთა კავშირის პირველი ლიგის 39 შეხვედრას ატარებს (ერთი გოლი) და გუნდს უმაღლესი ლიგის საგზურის მოპოვებაში ეხმარება. სათამაშო კარიერას 1982 წელს, ამავე კლუბში ასრულებს.

ევროთასებზე

რედაქტირება

ქვემოთ წარმოდგენილია ევროპის ქვეყნების საკლუბო გუნდების ოფიციალური ტურნირების ფარგლებში გოჩა მაჩაიძის თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში გამართული მატჩების სტატისტიკური მონაცემები.

მოგება
ფრე
წაგება
სეზონი შეჯიბრება რაუნდი მეტოქე გუნდი შინ სტ. წყარო
1976–77
ევროპის თასების თასი
1/16
  კარდიფ სიტი 3–0 [6]
1977–78
უეფა-ს თასი
1/32
  ინტერი მილანი 0–0 1–0 [7][8][9][10][11]
1/16
  კბ კოპენჰაგენი 2–1 4–1 [12][13]
1/8
  გრასჰოპერი ციურიხი 1–0 0–4 [14][15]
1978–79
უეფა-ს თასი
1/32
  ნაპოლი 2–0 1–1 [16][17][18][19][20][21]
1/16
  ჰერტა ბერლინი 1–0 0–2 [22][23]
1979–80
ევროპის ჩემპიონთა თასი
1/16
  ლივერპული 3–0 1–2 [24][25][26][27]

მიღწევები

რედაქტირება
  დინამო თბილისი
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი
  • ჩემპიონი: 1978
  • ვიცე-ჩემპიონი: 1977
  • ბრინჯაოს პრიზიორი: 1976 (გ.), 1976 (შ.)
საბჭოთა კავშირის თასი
  • თასის მფლობელი: 1976, 1979

სანაკრებო

რედაქტირება
  საქართველოს სსრ ნაკრები
სსრ კავშირის სპარტაკიადა
  • ვიცე-ჩემპიონი: 1979[28]

ლიტერატურა

რედაქტირება

პერიოდიკა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
თემატური საიტები
Dinamo-Tbilisi.ru · FСdinamo.ge · FootballFacts.ru · WorldFootball.net · КЛИСФ
ლექსიკონები და ენციკლოპედიები
უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი · საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი · ბიოგრაფიული ლექსიკონი
ფოტო
ციფრული ფოტომატიანე „ივერიელი“
ვიდეო
საფეხბურთო ტაიმაუტი
  1. გია ტუხაშვილი (21 ივნისი, 2010). იუბილარი. გოჩა მაჩაიძე — 60 — 70-იანი წლების თბილისის "დინამო" ძმები მაჩაიძეების გარეშე ცოტა წარმოუდგენელიც იყო; უფროსი, მანუჩარი წლების განმავლობაში „დინამოს“ კაპიტანი და ერთ-ერთი ლიდერი იყო; არც გოჩა მაჩაიძე გახლდათ ურიგო ფეხბურთელი, მართლაც განსაკუთრებული უნივერსალიზმით რომ გამოირჩეოდა: ბავშვობაში ფორვარდი იყო, შემდეგ ნახევარდაცვაში თამაშობდა, კარიერის ბოლო წლებში კი უკვე განაპირა მცველად მოგვევლინა. „დინამოსთან“ ერთად გოჩა მაჩაიძე საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა და თასს დაეუფლა, ამას გარდა არაერთი წარმატებული მატჩი ჩაატარა საერთაშორისო არენაზეც: „ლივერპულის“, „ინტერის“, „რეალის“ წინააღმდეგ. ქართული ფეხბურთის დამსახურებულ ვეტერანს დღეს იუბილე აქვს — 60 წელი შეუსრულდა! — ქართული პრესის ელექტრონული არქივი.
  2. საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატი 1978
  3. Кубок европейских чемпионов 1980/81. «Спартак» Москва (СССР) 0–0 «Реал» Мадрид (Испания)
  4. Первый раунд — ничейный // «Советский спорт» 5 марта 1981 г.
  5. «Спартак» Москва (СССР) 0–0 «Реал» Мадрид
  6. Cup Winners Cup 1976/1977. Dinamo Tbilisi 3:0 Cardiff City.
  7. «Интернационале» (Милан, Италия) 0–1 «Динамо» (Тбилиси)
  8. Inter 0–1 Dinamo Tbilisi
  9. Internazionale 0–1 Dinamo Tbilisi — 14 September 1977.
  10. Europa League 1977/1978 » 1. Round » Dinamo Tbilisi - Inter 0:0.
  11. Europa League 1977/1978 » 1. Round » Inter - Dinamo Tbilisi 0:1.
  12. «ДИНАМО» Тбилиси (СССР) 2–1 «Копенгаген БОЛДКЛУББЕН» (Дания).
  13. «Копенгаген БОЛДКЛУББЕН» (Дания) 1–4 «ДИНАМО» Тбилиси (СССР).
  14. «ДИНАМО» Тбилиси (СССР) 1–0 «ГРАССХОППЕРС» Цюрих (Швейцария).
  15. «ГРАССХОППЕРС» Цюрих (Швейцария) 4–0 «ДИНАМО» Тбилиси (СССР).
  16. «Динамо» (Тбилиси) – «Наполи» (Неаполь, Италия) 2–0.
  17. Napoli 1–1 Dinamo Tbilisi
  18. ნაპოლი (ნეაპოლი, იტალია) 1:1 დინამო (თბილისი)
  19. Dinamo Tbilisi 2–0 Napoli
  20. Europa League 1978/1979. Dinamo Tbilisi 2:0 SSC Napoli.
  21. Europa League 1978/1979. SSC Napoli 1:1 Dinamo Tbilisi.
  22. «ДИНАМО» (Тбилиси, СССР) 1–0 «ГЕРТА» (Западный Берлин).
  23. «ГЕРТА» (Западный Берлин) 2–0 «ДИНАМО» Тбилиси (СССР).
  24. «Динамо» (Тбилиси) 3–0 «Ливерпуль» (Ливерпуль).
  25. Dinamo Tbilisi 3–0 Liverpool
  26. Champions League 1979/1980. Dinamo Tbilisi 3:0 Liverpool FC.
  27. Champions League 1979/1980. Liverpool FC 2:1 Dinamo Tbilisi.
  28. Финал. Сборная Москвы 2–1 Сборная Грузии