გარი ქიქავა

ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი

გარი ქიქავა (დ. 5 აპრილი, 1947, ბათუმი — გ. 13 აგვისტო, 2022, იქვე) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი. თამაშობდა ნახევარმცველის და თავდამსხმელის პოზიციაზე. სხვადასხვა დროს იცავდა ბათუმის „დინამოს“, თბილისის „დინამოსა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ ღირსებას.[2][3]

გარი ქიქავა
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
გარი გერმანეს ძე ქიქავა [1]
დაბადების
თარიღი
5 აპრილი, 1947
დაბადების
ადგილი
ბათუმი,
საქართველოს სსრ,
სსრ კავშირი
გარდაცვალების
თარიღი
13 აგვისტო, 2022(2022-08-13)
გარდაცვალების
ადგილი
ბათუმი, საქართველო
სიმაღლე 178 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი,
თავდამსხმელი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1965–1967 დინამო ბთ. 67 (16)
1967–1968 დინამო თბ. 11 (0)
1969–1970 ტორპედო ქ. 53 (5)
1971–1975 დინამო ბთ. ? (15)
სამწვრთნელო კარიერა
1979 დინამო ბათუმი
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

კარიერა რედაქტირება

გარი ქიქავა საკლუბო კარიერას 1965 წელს, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის „ბ“ კლასის მოკავშირე რესპუბლიკების პირველი ზონის მონაწილე საფეხბურთო კლუბ ბათუმის „დინამოში“ იწყებს, სადაც საბჭოთა კავშირის თასის ერთ შეხვედრას ატარებს გუნდის შემადგენლობაში.

მომდევნო 1966 წლიდან გუნდი საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის „ა“ კლასის მეორე ჯგუფის პირველ ქვეჯგუფში აგრძელებს ასპარეზობას. მიმდინარე სეზონში გარი ქიქავა 32 მატჩში იღებს მონაწილეობას და 9 გოლის გატანას ახერხებს. 1967 წლის იმავე „ა“ კლასის მეორე ჯგუფის პირველობაზე 35-ჯერ ირგებს გუნდის მაისურს და შვიდჯერ იღებს მეტოქეთა კარს.

1967–1968 წლებში თბილისის „დინამოს“ რიგებშია, სადაც „ა“ კლასის პირველი ჯგუფის გათამაშების 11 კალენდარული შეხვედრის გარდა — 5 საერთაშორისო მატჩში გამოდის მოედანზე.

1969–1970 წლებში ქუთაისის „ტორპედოს“ ღირსებას იცავს (53 მატჩი, 5 გოლი).

1971 წლიდან ბათუმის „დინამოს“ უბრუნდება და მომდევნო ხუთი სეზონის განმავლობაში მის შემადგენლობაში აგრძელებს თამაშს. სათამაშო კარიერას 1975 წელს, ამავე კლუბში ასრულებს.

გარი ქიქავა გარდაიცვალა 2022 წლის 13 აგვისტოს.[4]

მიღწევები რედაქტირება

საკლუბო რედაქტირება

  დინამო თბილისი
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი
  • მე-7 ადგილი: 1968
  ტორპედო ქუთაისი
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი
  • მე-14 ადგილი: 1969
  • მე-16 ადგილი: 1970

ლიტერატურა რედაქტირება

ბიბლიოგრაფია რედაქტირება

პერიოდიკა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Gary Qiqava (born 5 April 1947) — Georgian Footballer, FC Dinamo Batumi (1965–67, 1971–75), FC Dinamo Tbilisi (1967–1968) and FC Torpedo Kutaisi (1969–70) Midfielder and Forward. წაკითხვის თარიღი: 8 იანვარი, 2020.
  2. გარი ქიქავა — პერსონალური გვერდი დაარქივებული 2019-11-19 საიტზე Wayback Machine. . წყარო: თბილისის „დინამო“: გუნდის ისტორია (თარიღები, მოვლენები, ფაქტები). მაქსიმ არხიპოვი. Кикава Гарри Германович — Персональная страница. «Динамо» (Тбилиси): история команды (История, статистика, факты). Максим Архипов. / dinamo-tbilisi.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან - 15 ივნისი, 2019. წაკითხვის თარიღი: 15 ივნისი, 2019.
  3. ფეხბურთი – 1975 : ცნობარი–კალენდარი / შემდგ.: გ. აკოფოვი, საქართველოს ჟურნალისტთა კავშირი. სპორტულ ჟურნალისტთა ფედერაცია. - თბ. : საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1975. — გვ. 42. წაკითხვის თარიღი: 15 ივნისი, 2019.
  4. ფეხბურთელი გარი ქიქავა დღეს გულშემატკივრებმა ბათუმის სტადიონიდან უკანასკნელ გზაზე აპლოდისმენტების თანხლებით გააცილეს // ajaratv.ge