გივი ნოდია
გივი ნოდია (დ. 2 იანვარი, 1948, ქუთაისი, საქართველოს სსრ – გ. 7 აპრილი, 2005, თბილისი, საქართველო) — ქართველი ფეხბურთელი, თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე. იყო თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი. მოგვიანებით თბილისის „დინამოს“ მწვრთნელი.
![]() | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | გივი გიორგის ძე ნოდია | ||
დაბადების თარიღი | 2 იანვარი, 1948 | ||
დაბადების ადგილი |
ქუთაისი, საქართველოს სსრ, სსრ კავშირი | ||
გარდაცვალების თარიღი | 7 აპრილი, 2005 (57 წლის) | ||
გარდაცვალების ადგილი | თბილისი, საქართველო | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
– | ტორპედო ქუთაისი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1965–1966 | ტორპედო ქუთაისი | 36 | (9) |
1967–1975 | დინამო თბილისი | 210 | (75) |
1976–1978 | ლოკომოტივი მოსკოვი | 68 | (9) |
ეროვნული ნაკრები | |||
1967–1973 | საბჭოთა კავშირი | 21 | (5) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
1980–1981 | დინამო თბილისი (თანაშემწე) | ||
1982 | ტორპედო ქუთაისი | ||
1983 | დინამო თბილისი (თანაშემწე) | ||
1984–1986 | ტორპედო ქუთაისი | ||
1987 | დინამო თბილისი (თანაშემწე) | ||
1988–1992 | გორდა რუსთავი | ||
1993 | დინამო თბილისი (თანაშემწე) | ||
1993–1994 | დინამო თბილისი | ||
1995–2000 | ლოკომოტივი სანქტ-პეტერბურგი | ||
2001 | ლოკომოტივი თბილისი | ||
2001–2003 | დინამო თბილისი | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
მიღწევებირედაქტირება
- საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი, მესამე ადგილი: 1967, 1969, 1971, 1972.
- საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი, ბომბარდირი: 1970.
- გრიგორი ფედოტოვის კლუბის წევრი.
- ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 1972, ფინალისტი.
სანაკრებო კარიერარედაქტირება
მისი დებიუტი საბჭოთა კავშირის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში შედგა 1967 წლის 29 ნოემბერს, ამხანაგურ შეხვედრაში ჰოლანდიის წინააღმდეგ. 1968 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე იგი მოხვდა შემადგენლობაში, თუმცა ამ ჩემპიონატში თამაში არ ჩაუტარებია, მან ითამაშა 1970 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე და ისტორიაში შევიდა როგორც პირველი ფეხბურთელი, რომელმაც მსოფლიო თასის ისტორიაში პირველად მიიღო ყვითელი ბარათი.[1] მან ასევე მონაწილეობა მიიღო 1972 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატში, სადაც სსრკ ფინალში გავიდა.
ლიტერატურარედაქტირება
- კაკაბაძე, მიხეილ (1972). მეხიკო, მეხიკო : ნარკვევი ფეხბურთში მექსიკის IX მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ. თბ.: საბჭ. საქართველო.