კარლო ხურციძე
კარლო ხურციძე (დ. 15 მაისი, 1923, ქუთაისი — გ. 27 იანვარი, 1996, იქვე) — ქართველი ფეხბურთელი, პოზიციით თავდამსხმელი და ფეხბურთის მწვრთნელი.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | კარლო ხურციძე | ||
დაბადების თარიღი | 15 მაისი, 1923 | ||
დაბადების ადგილი |
ქუთაისი, ![]() ![]() | ||
გარდაცვალების თარიღი | 27 იანვარი, 1996 (72 წლის) | ||
გარდაცვალების ადგილი |
ქუთაისი, ![]() | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი |
კარლო ხურციძე დაიბადა ქუთაისში. თამაშობდა ქუთაისის ახალგაზრდულ ნაკრებში, იყო ქუთაისის ცენტრალური სტადიონის დირექტორი და ქუთაისის „ტორპედოს“ საფეხბურთო სკოლის მთავარი მწვრთნელი (1969-1991). მისი აღზრდილები არიან: ჯემალ ხერხაძე, რევაზ ძოძუაშვილი, სერგო კუტივაძე, გივი და ლევან ნოდიები, რამაზ შენგელია, თენგიზ სულაქველიძე და თამაზ კოსტავა. საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი (1973).
კარლო ხურციძე გარდაიცვალა 1996 წლის 17 იანვარს, 72 წლის ასაკში, ქუთაისში.[1]
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
სქოლიორედაქტირება
- ↑ Хурцидзе Карло Павлович. Спорт-страна.ру (9 იანვარი, 2017). ციტირების თარიღი: 6 ივლისი, 2018.