რამაზ შენგელიას სტადიონი
რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი — სპორტული სტადიონი ქუთაისში, საქართველო. ძირითადად გამოიყენება საფეხბურთო მატჩებისათვის. არის საფეხბურთო კლუბ ქუთაისის ტორპედოს საშინაო მოედანი.
ტორპედოს სტადიონი | |
---|---|
სრული სახელი | რამაზ შენგელიას სახელობის ქუთაისის ცენტრალური სტადიონი |
მდებარეობა | ქუთაისი, საქართველო. |
აღდგა | 2010 |
მესაკუთრე | საქართველოს მთავრობა |
ტევადობა | 14,700 |
გუნდები | |
ტორპედო ქუთაისი |
2010 წელს სტადიონს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. დამონტაჟდა 14,700 ინდივიდუალური სკამი, საერთაშორისო სტანდარტების ტაბლო და განათების სისტემა, თავიდან აშენდა ადმინისტრაციული შენობა, გადაიხურა სტადიონის მნიშვნელოვანი ნაწილი, გარემონტდა გასახდელები და პრესლოჟა.[1] 2015 წლის აპრილში სტადიონს მიენიჭა გამოჩენილი ქართველი ფეხბურთელის, რამაზ შენგელიას სახელი.[2][3]
ფოტოგალერეა
რედაქტირებაიხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ მიხეილ სააკაშვილი დღეს ქუთაისის "ტორპედოს" სტადიონს გხსნის
- ↑ "ტორპედოს" სტადიონი რამაზ შენგელიას სახელობის გახდა[მკვდარი ბმული], ქუთაისის „ტორპედოს“ ოფიციალური საიტი, 30 აპრილი, 2015.
- ↑ ქუთაისის ცენტრალურ სტადიონს რამაზ შენგელიას სახელი მიენიჭა, საინფორმაციო სააგენტო „http://sportall.ge/“[მკვდარი ბმული], 30 აპრილი, 2015.