ვახტანგ კოპალეიშვილი
ვახტანგ კოპალეიშვილი (დ. 26 დეკემბერი, 1954, სამტრედია, საქართველოს სსრ — გ. 13 თებერვალი, 2015, თბილისი) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი, თამაშობდა ნახევარმცველის პოზიციაზე. იცავდა თბილისის „დინამოსა“ და ლანჩხუთის „გურიას“ ღირსებას. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1978),[1] ვიცე-ჩემპიონი (1977)[2] და ბრინჯაოს პრიზიორი, საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი (1976) და ფინალისტი (1980) თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში. საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი (1976).[3][4]
![]() | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ვახტანგ კარლოს ძე კოპალეიშვილი | ||
დაბადების თარიღი | 26 დეკემბერი, 1954 | ||
დაბადების ადგილი |
სამტრედია, საქართველოს სსრ, სსრ კავშირი | ||
გარდაცვალების თარიღი |
13 თებერვალი, 2015 (60 წლის) | ||
გარდაცვალების ადგილი |
თბილისი, საქართველო | ||
სიმაღლე | 170 სმ. | ||
სათამაშო პოზიცია | ნახევარმცველი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1973–1980 | დინამო | 73 | (1) |
1980–1982 | გურია | 101 | (26) |
1983 | დინამო | 11 | (1) |
1984–1987 | გურია | 125 | (37) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
1996−1999 | საქართველო 18 წლ. | ||
1997−1998 | საქართველო 17 წლ. | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
ბიოგრაფიარედაქტირება
ფეხბურთის თამაშს იწყებს 1966 წელს თბილისის სპორტინტერნატის საფეხბურთო სკოლაში მწვრთნელების — ვ. პანდელოვის და ვ. ელოშვილის ხელმძღვანელობით. 1973 წლიდან თბილისის „დინამოს“ რიგებშია. იმავე წელს გუნდის სათადარიგო შემადგენლობაში დუბლიორთა საკავშირო პირველობის ორ შეხვედრას თამაშობს. რაც შეეხება გუნდის ძირითად შემადგენლობას, მის რიგებში პირველად 1975 წლის 1 ივნისს, საკავშირო ჩემპიონატის მე-9 ტურის კალენდარულ მატჩში, ლვოვის „კარპატის“ წინააღმდეგ გამოდის მინდორზე. შეხვედრას „კარპატის“ საშინაო არენა — სტადიონი „დრუჟბა“[5] მასპინძლობს და მას 10 ათასი ფეხბურთის ადგილობრივი გულშემატკივარი ესწრება. „დინამოელები“ თამაშს ასეთი შემადგენლობით იწყებენ: გოგია, ძოძუაშვილი, ჭელიძე, ებრალიძე, მუჯირი, გავაშელი, ქორიძე, გ. მაჩაიძე, დარასელია, მ. მაჩაიძე და ყიფიანი. კოპალეიშვილი მატჩის მეორე ტაიმის 72-ე წუთზე, ვახტანგ ქორიძის ნაცვლად ერთვება თამაშში. დაპირისპირება მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3–2 მთავრდება.[6] თბილისელთა ახალბედა ნახევარმცველი ქვეყნის მიმდინარე პირველობის კიდევ 6 შეხვედრაში გამოდის გუნდის ძირითადი შემადგენლობის მაისურით და ჯამში, თავის სადებიუტო სეზონში შვიდჯერ იცავს „დინამოელთა“ ღირსებას. ამას გარდა, ერთ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაშიც იღებს მონაწილეობას, ხოლო დუბლიორთა საკავშირო ტურნირის ფარგლებშიც, ასევე, შვიდჯერ გამოდის საფეხბურთო მოედანზე.[7]
ვახტანგ კოპალეიშვილმა თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში უმაღლესი ლიგის საკავშირო ჩემპიონატების 84 მატჩი (2 გოლი), ხოლო საკავშირო თასის გათამაშების 16 მატჩი (1 გოლი) ჩაატარა.[8] ამას გარდა, ევროპული საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირების ფარგლებში „დინამოს“ ღირსება 6 შეხვედრაში დაიცვა, აქედან 4 შეხვედრა — თასების მფლობელთა თასის, ხოლო 2 — უეფა-ს თასის გათამაშებაში.[9]
ვახტანგ კოპალეიშვილი 60 წლის ასაკში, 2015 წლის 13 თებერვალს გარდაიცვალა.[10][11]
მიღწევებირედაქტირება
სანაკრებორედაქტირება
- ვიცე-ჩემპიონი: 1979 [16]
ლიტერატურარედაქტირება
- თედორაძე, ზურაბ (2002). თბილისის „დინამო“ : ციფრები, ფაქტები, კომენტარები, 1936–1989. თბ..
- თედორაძე, ზურაბ (1999). თბილისის „დინამო“ ციფრებში, 1936–1989. თბ.: სტამბა–96.
- ხარაბაძე, თამაზ; კილაძე, ენვერ (რედ.) და სხვ. (1987). ფეხბურთი — 87 : ცნობარი ლანჩხუთის „გურიის“ შესახებ. ლანჩხუთი.
- აკოფოვი, გარუნ; ენუქიძე, ჯიმშერ (1987). ფეხბურთი — 87 : (ცნობარი). თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გარუნ; კაკაბაძე, მიხეილ (1980). ფეხბურთი — 80 : (ცნობარი). თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გარუნ; კაკაბაძე, მიხეილ (1979). ფეხბურთი — 79 : (ცნობარი). თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გარუნ; კაკაბაძე, მიხეილ (1979). მეორედ — ოლიმპზე. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- მოსაშვილი, მინდია (1982). მარადიული დღესასწაული. თბ.: ხელოვნება.
- მოსაშვილი, მინდია (1979). თბილისის დინამო 1978 წლის სსრკ ჩემპიონი. თბ.: ხელოვნება.
- გორელოვი, იან (1979). „დინამო“ — 78 (ფოტოალბომი). თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გარუნ (1976). ასე ნანატრი გამარჯვება. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გარუნ; კაკაბაძე, მიხეილ (1978). ფეხბურთი — 78 : (ცნობარი). თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გარუნ (1977). ფეხბურთი — 77 : (ცნობარი–კალენდარი). თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- Алешин, Павел (1987). Футбол — 87 : Справочник – календарь. М.: Московская правда.
პერიოდიკარედაქტირება
- გზა ოქროს მედლებისკენ // „ლელო“, 14 ნოემბერი, 1978, № 222 (6277), გვ. 2–3, ISSN 2233-3827.
- მებურიშვილი, ტაგუ. „გაისმის მთად და ბარად მათი დიდების ექო“... // „ლელო“, 11 ნოემბერი, 1978, № 220 (6275), გვ. 2–3.
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
FootballDatabase.eu · Transfermarkt · WorldFootball.net · КЛИСФ |
საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი · ბიოგრაფიული ლექსიკონი |
ციფრული ფოტომატიანე „ივერიელი“ |
სქოლიორედაქტირება
- ↑ მეორედ — ოლიმპზე : თბილისის „დინამო“ — სსრ კავშირის 1978 წლის ჩემპიონი : ცნობარი / ავტ.-შემდგ.: გ. აკოფოვი, მ. კაკაბაძე; საქ. სპორტ. ჟურნალისტთა ფედერაცია. - თბ. : საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა და სტ., 1979. — გვ. 38. წაკითხვის თარიღი: 22 დეკემბერი, 2018.
- ↑ ფეხბურთი 1978 : ცნობარი / ავტ.-შემდგ.: გ. აკოფოვი, მ. კაკაბაძე; საქ. სპორტ. ჟურნალისტთა ფედერაცია. - თბ. : საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა და სტ., 1978. — გვ. 22. წაკითხვის თარიღი: 20 დეკემბერი, 2018.
- ↑ ფეხბურთი — 87 : ცნობარი / ავტ.-შემდგ.: გ. აკოფოვი, ჯ. ენუქიძე; საქ. სპორტ. ჟურნალისტთა ფედერაცია. - თბ. : საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა და სტ., 1987. — გვ. 48–49. წაკითხვის თარიღი: 27 დეკემბერი, 2018.
- ↑ ვახტანგ კოპალეიშვილი — პერსონალური გვერდი. თბილისის „დინამო“: გუნდის ისტორია (თარიღები, მოვლენები, ფაქტები). მაქსიმ არხიპოვი. Копалейшвили, Вахтанг Карлович — Персональная страница. «Динамо» (Тбилиси): история команды (История, статистика, факты). Максим Архипов. dinamo-tbilisi.ru. წაკითხვის თარიღი: 22 დეკემბერი, 2018.
- ↑ Стадіон «Україна». Бывшее название «Дружба» (1963–1990) — Стадион «Дружба» был построен в 1960-х годах (архитекторы Я. Назаркевич, Я. Порохнавец, Л. Скорик, В. Блисюк) с первоначальной вместимостью 45 тысяч зрителей. fckarpaty.com. წაკითხვის თარიღი: 20 დეკემბერი, 2018.
- ↑ "Карпаты" (Львов) 3–2 "Динамо" (Тбилиси). 1 июня 1975. Львов. Стадион "Дружба". Дождь. 11 градусов. 10000 зрителей. Чемпионат СССР 1975. "Динамо" Тб: Гогия, Дзодзуашвили, Челидзе, Эбралидзе, Муджири, Гавашели, Коридзе (Копалейшвили, 72), Г.Мачаидзе, Дараселия (Рехвиашвили, 68), М.Мачаидзе, Кипиани. Источник: "Советский спорт"; Владимир Шар.; Сайт болельщиков о футбольном клубе "Динамо" (Москва). 2018-08-29. fc-dynamo.ru. წაკითხვის თარიღი: 20 დეკემბერი, 2018.
- ↑ მაქსიმ არხიპოვი (2017). თარიღები, მოვლენები, ფაქტები — თბილისის „დინამოს“ ისტორიიდან. 1975 წელი. Максим Архипов. «Динамо» (Тбилиси) — История, Статистика, Факты. Сезон команды — 1975 год. dinamo-tbilisi.ru. წაკითხვის თარიღი: 20 დეკემბერი, 2018.
- ↑ ვახტანგ კოპალეიშვილის საკავშირო და საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირების სტატისტიკა. Копалейшвили Вахтанг Карлович — Родился: 26.12.1954, г. Самтредиа, Самтредский р-н, Грузинская ССР. Амплуа: полузащитник. footballfacts.ru. წაკითხვის თარიღი: 25 დეკემბერი, 2018.
- ↑ ვახტანგ კოპალეიშვილის საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირების სტატისტიკა. Копалейшвили Вахтанг Карлович — Еврокубковая статистика по сезонам. Все еврокубковые матчи. Клуб любителей истории и статистики футбола (КЛИСФ). Евгений Пугло. 21 სექტემბერი, 2009. klisf.net. წაკითხვის თარიღი: 29 დეკემბერი, 2018.
- ↑ სამძიმარი: ვახტანგ კოპალეიშვილი გარდაიცვალა. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი ქართველი ფეხბურთელისა და მწვრთნელის ვახტანგ კოპალეიშვილის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს განსვენებულის ოჯახს. 16 თებერვალი, 2015. msy.gov.ge. წაკითხვის თარიღი: 20 დეკემბერი, 2018.
- ↑ ილია ნანობაშვილი (13 თებერვალი, 2015). ვახტანგ კოპალეიშვილი — თაობების გამზრდელი კაცი. ვახტანგ კოპალეიშვილი გარდაიცვალა... ხანმოკლეა ცხოვრება, ამ უსაყვარლესმა და ხალისიანმა, იუმორით სავსე კაცმა სულ 60 წელი იცხოვრა. „კოპალას ბიჭები“ – ასეც ეძახდნენ იმ ნაკრებს, სადაც თამაშობდნენ ოთარ ხიზანეიშვილი, ზურაბ ხიზანიშვილი, ზურაბ ბათიაშვილი, ლევან კორღალიძე, დავით დიღმელაშვილი, ზურაბ მენთეშაშვილი და სხვები. 16 თებერვალი, 2015. msy.gov.ge. წაკითხვის თარიღი: 20 დეკემბერი, 2018.
- ↑ Протоколы кубка СССР 1976 года Динамо (Тбилиси). Сайт болельщиков о футбольном клубе "Динамо" (Москва). При поддержке сайта ФК "Динамо" (Москва). fc-dynamo.ru. წაკითხვის თარიღი: 20 დეკემბერი, 2018.
- ↑ Andrei Balitskiy and Mike Dryomin (11 ივლისი, 2013). Soviet Union Cup 1980 — Shakhtyor Donetsk 2–1 Dinamo Tbilisi. Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. წაკითხვის თარიღი: 27 დეკემბერი, 2018.
- ↑ Константин Есенин (17 აგვისტო, 1980). Сбылось и не сбылось — Еженедельник "Футбол-Хоккей" от 17 августа 1980 года о финале Кубка СССР. terrikon.com. წაკითხვის თარიღი: 20 დეკემბერი, 2018.
- ↑ Вячеслав Шарафудинов (20 აგვისტო, 2011). Кубковые вершины "Шахтера". Год 1980-й — „В решающем матче за Кубок нам достался очень сильный соперник — тбилисское "Динамо". Тогда за эту команду играли великие футболисты — Александр Чивадзе, Виталий Дараселия, Владимир Гуцаев, Давид Кипиани, Рамаз Шенгелия, Тенгиз Сулаквелидзе. Короче, еще та компания!“ terrikon.com. წაკითხვის თარიღი: 20 დეკემბერი, 2018.
- ↑ 02 предв. Сборная Грузии — Сборная Литвы 5:0 (3:0). დაარქივებული 2019-06-21 საიტზე Wayback Machine. 22 июля 1979 года. 19-00. Москва. Стадион «Торпедо». 1500 зрителей. Судья: В.Липатов (Москва). Сб. Грузии: Гогия, Чилая, Чивадзе, Хинчагашвили, Г.Мачаидзе, Дараселия (Какилашвили, 70), Кантеладзе, М.Мачаидзе (к), Коридзе (Тавадзе, 61), Копалейшвили, Челебадзе. Сб. Литвы: Юркус, Турскис, Каспаравичюс, Гедгаудас, Пабяржис (к), Янонис (Рябов, 55), Жарков (Малкявичюс, 46), Мацкявичюс, Данисявичюс, Рудзявичюс (Кургузников, 72). Голы: 1:0 Чилая (02), 2:0 Челебадзе (14, пен.), 3:0 Дараселия (31), 4:0 Дараселия (66), 5:0 Копалейшвили (70). Источник: Статистика матчей сборной Грузинской ССР на Спартакиаде народов СССР 1979 г. Футбол на летней Спартакиаде народов СССР 1979. «Динамо» (Тбилиси): история команды (История, статистика, факты). Максим Архипов. dinamo-tbilisi.ru. წყარო: საქართველოს სსრ ნაკრების სტატისტიკა 1979 წლის სსრ კავშირის ხალხთა სპარტაკიადის საფეხბურთო ტურნირზე. თბილისის „დინამო“: გუნდის ისტორია (თარიღები, მოვლენები, ფაქტები). მაქსიმ არხიპოვი. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2 აგვისტო, 2016. წაკითხვის თარიღი: 21 ივნისი, 2019.