გიორგი გავაშელი
გიორგი 'გოჩა' გავაშელი (დ. 18 თებერვალი, 1947, გაგრა, საქართველოს სსრ — გ. 25 დეკემბერი, 1997, ურენგოი, რუსეთი) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი, თამაშობდა ნახევარმცველისა და თავდამსხმელის პოზიციაზე. იყო თბილისის „ლოკომოტივისა“ და „დინამოს“ წევრი. საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი (1968).[1]
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | გიორგი გრიგოლის ძე გავაშელი | ||
დაბადების თარიღი | 18 თებერვალი, 1947 | ||
დაბადების ადგილი |
გაგრა, საქართველოს სსრ, სსრ კავშირი | ||
გარდაცვალების თარიღი | 25 დეკემბერი, 1997 (50 წლის) | ||
გარდაცვალების ადგილი |
ურენგოი, იამალ-ნენთა ავტ. ოკრუგი, ტიუმენის ოლქი, რუსეთი | ||
სიმაღლე | 177 სმ | ||
სათამაშო პოზიცია |
ნახევარმცველი თავდამსხმელი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1967–1976 | დინამო თბ. | 183 | (48) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
საკლუბო კარიერა
რედაქტირებაპროფესიონალური კარიერა დაიწყო 1966 წელს თბილისის „ლოკომოტივში“, სადაც არც ერთი მატჩი არ ჩაუტარებია. 1967 წელს გადავიდა თბილისის „დინამოში“, ჩაატარა 183 მატჩი და მოწინააღმდეგის კარი 48-ჯერ აიღო. 1968 წლის საკავშირო პირველობაზე გატანილი 22 გოლით საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ბომბარდირის სახელი დაიმკვიდრა საბჭოთა ფეხბურთის ისტორიაში.[2] 1976 წელს გახდა საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი, გარდა ამისა მან ჩაატარა 4 მატჩი და 1 გოლი გაიტანა უეფა-ს თასის 1973–74 წლების გათამაშების პირველი წრის (1/32 ფინალი) მატჩში სოფიის „სლავიის“ წინააღმდეგ.[3] 1968 წელს მიენიჭა საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატის წოდება.
მიღწევები
რედაქტირებასაკლუბო
რედაქტირებაინდივიდუალური
რედაქტირება- საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი: 1968 (22 გოლი)
ლიტერატურა
რედაქტირება- თედორაძე, ზურაბ (2002). თბილისის „დინამო“ : ციფრები, ფაქტები, კომენტარები, 1936–1989. თბ..
- თედორაძე, ზურაბ (1999). თბილისის „დინამო“ ციფრებში, 1936–1989. თბ.: სტამბა–96.