იამალ-ნენთა ავტონომიური ოკრუგი
იამალ-ნენთა ავტონომიური ოკრუგი (რუს. Ямало-Ненецкий автономный округ, ნენ. Ямалы-Ненёцие автономной окрук; 1977 წლიდან), იამალ-ნენთა ნაციონალური ოკრუგი (რუს. Ямало-Ненецкий национальный округ; 10 დეკემბერი, 1930 — 1977) — რუსეთის ფედერაციის სუბიექტი (შედის ტიუმენის ოლქში), ურალის ფედერალური ოკრუგის შემადგენლობაშია. ადმინისტრაციული ცენტრი — ქ. სალეხარდი. შეიქმნა 1930 წლის 10 დეკემბერს.
ესაზღვრება ნენთა ავტონომიურ ოკრუგს, კომის რესპუბლიკას, ხანტი-მანსის ავტონომიურ ოკრუგს, კრასნოიარსკის მხარეს.
მდებარეობს დასავლეთ ციმბირის ვაკის ჩრდილოეთ ნაწილში, მდინარე ობის ქვემოთში. აკრავს კარის ზღვა. იამალ-ნენთა ავტონომიურ ოკრუგში შედის იამალისა და გიდანის ნახევარკუნძულები, შოკალსკის, თეთრი და სხვა კუნძლები. ოკრუგის სამხრეთ ნაწილში ტყეებია, ჩრდილოეთში — ტუნდრა და ტყეტუნდრა. დიდი ფართობი უკავია ჭაობს. მეურნეობის თავარი დარგებია: თევზის მრეწველობა, მეირმეობა, ნადირთმოშენება და ბეწვეულის რეწვა. სანაოსნო მდინარეებია: ობი, ნადიმი, ტაზი, პური.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 47.