კრასნოიარსკის მხარე

კრასნოიარსკის მხარე


Krasnoyarsk Krai
ადმინისტრაციული ცენტრი კრასნოიარსკი
ფართობი

- სულ
- წყალი %

მე-2

2 366 800 კმ²
0,8

მოსახლეობა

- სულ
- სიმჭიდროვე

მე-13

დაახ. 2 966 000 (2008)
დაახ. 1,2 კაცი/კმ²

ფედერალური ოლქი ციმბირი
ეკონომიკური რაიონი აღმოსავლეთი ციმბირი
სახელმწიფო ენა რუსული
გუბერნატორი ალექსანდრე ხლოპონინი
საავტომობილო კოდი 24, 84, 88
სასაათო ზონა MSK+4 (UTC+07:00)

კრასნოიარსკის მხარე (რუს. Красноярский край) — რუსეთის ფედერაციის სუბიექტი, შედის ციმბირის ფედერალური ოკრუგის შემადგენლობაში. ადმინისტრაციული ცენტრი — კრასნოიარსკი. დაარსდა 1934 წლის 7 დეკემბერს.

გეოგრაფია

რედაქტირება

კრასნოიარსკის მხარე მდებარეობს ცენტრალურ ციმბირში მდინარე ენისეის აუზში და უკავია რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის 13,86 %. ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის აუზის - კარისა და ლაპტევების ზღვები. მხარეს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება სახას რესპუბლიკა და ირკუტსკის ოლქი, სამხრეთიდან ტუვა და ხაკასეთი, დასავლეთიდან კემეროვოს, ტომსკის ოლქები და ხანტი-მანსის ავტონომიური ოკრუგი და იამალ-ნენთა ავტონომიური ოკრუგი.

მოსახლეობა

რედაქტირება

2002 წლის აღწერის მიხედვით კრასნოიარსკში ცხოვრობს:

ეროვნება რაოდენობა 2002, %
რუსები 88,95 %
უკრაინელები 2,31 %
თათრები 1,5 %
გერმანელები 1,24 %
აზერბაიჯანელები 0,66 %
ბელარუსები 0,61 %
ჩუვაშები 0,57 %
სომხები 0,37 %
მორდველები 0,25
ნენები 0,21 %

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება