ოლეგ ბლოხინი (უკრ. Оле́г Володи́мирович Блохі́н, რუს. Оле́г Влади́мирович Блохи́н; დ. 5 ნოემბერი, 1952, კიევი, უკრაინის სსრ, სსრ კავშირი) — უკრაინელი და საბჭოთა ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი. თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1975), უკრაინის დამსახურებული მწვრთნელი (2005). სხვადასხვა დროს იცავდა კიევის „დინამოს“, შტაირის „ფორვერტსის“, ლიმასოლის „არისის“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების ღირსებას. საბჭოთა კავშირის შვიდგზის (1974, 1975, 1977, 1980, 1981, 1985, 1986) ჩემპიონი, საბჭოთა კავშირის თასის ხუთგზის (1974, 1978, 1982, 1985, 1987), საბჭოთა კავშირის საფეხბურთო სუპერთასის სამგზის (1981, 1986, 1987), თასების მფლობელთა თასის ორგზის (1975, 1986) და უეფა-ს სუპერთასის (1975) მფლობელი კიევის „დინამოს“ შემადგენლობაში. საბჭოთა კავშირის სამგზის საუკეთესო ფეხბურთელი (1973, 1974, 1975) და ხუთგზის საუკეთესო ბომბარდირი (1972, 1973, 1974, 1975, 1977). საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების ყველა დროის რეკორდსმენი ჩატარებული შეხვედრების რაოდენობით (112 მატჩი) და ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი (42 გოლი). ევროპის საუკეთესო მოთამაშის ოქროს ბურთის მფლობელი (1975). 1982 წლის ესპანეთისა და 1986 წლის მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატების მონაწილე.[1]

ოლეგ ბლოხინი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ოლეგ ვლადიმერის ძე ბლოხინი
დაბადების
თარიღი
5 ნოემბერი, 1952 (1952-11-05) (72 წლის)
დაბადების
ადგილი
კიევი, უკრაინის სსრ,
სსრ კავშირი
სიმაღლე 180 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
ახალგაზრდული კარიერა
1962–1969 დინამო კიევი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1969–1988 დინამო კიევი 432 (211)
1988–1989 ფორვერტსი 41 (9)
1989–1990 არისი ლიმასოლი 22 (5)
სულ 495 (225)
ეროვნული ნაკრები
1972–1988 საბჭოთა კავშირი 112 (42)
სამწვრთნელო კარიერა
1990–1993 ოლიმპიაკოსი
1993–1994 პაოკი
1994–1997 იონიკოსი
1998 პაოკი
1998–1999 აეკი ათენი
1999–2002 იონიკოსი
2003–2007 უკრაინა
2007–2008 მოსკოვი
2011–2012 უკრაინა
2012–2014 დინამო კიევი
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

15-ჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში, აქედან 13-ჯერ პირველ ნომრად.[2][3]

ბიოგრაფია

რედაქტირება

ლეგენდარულმა ბომბარდირმა კარიერის საუკეთესო წლები კიევის „დინამოში“ გაატარა — 1969 წელს 17 წლისა ჩაირიცხა პირველ გუნდში და 1987 წლის ჩათვლით იცავდა მის ღირსებას. 1988–1989 წლები ავსტრიულ „ფორვერსტში“ გაატარა, ხოლო 1989–1990 წლებში ლიმასოლის ”არისში” თამაშობდა. საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში, 432 შეხვედრაში 211 გოლი გაიტანა. ორივე ეს მიღწევა საუკეთესოა მსოფლიოში. 1974, 1975, 1977, 1980, 1981, 1985 და 1986 წლებში ბლოხინი საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა, ხოლო 1974, 1978, 1982, 1985 და 1987 წლებში თასს დაეუფლა. 1975 და 1986 წლებში თასების მფლობელთა თასის გათამაშების ფინალში გაიმარჯვა, 1975 წელს კი ევროპის სუპერთასს დაეუფლა. 1975 წელს ოლეგ ბლოხინი „ფრანს ფუტბოლმა“ ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა და ოქროს ბურთი გადასცა. 1973, 1974 და 1975 წლებში ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. 1972, 1973, 1974, 1975 და 1977 წლებში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატების ბომბარდირის ტიტული მოიპოვა. 2003–2007 და 2011–2012 წლებში უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. 2007–2008 წლებში იყო საფეხბურთო კლუბ „მოსკოვის“ მთავარი მწვრთნელი. 2012–2014 წლებში კი კიევის „დინამოს“ ედგა სათავეში.

სანაკრებო კარიერა

რედაქტირება

1972–1988 წლებში საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავს,[4] რომლის შემადგენლობაში 112 შეხვედრას ატარებს და 42 ბურთი გააქვს.[5]

საბჭოთა კავშირი
წელი მატჩი გოლი
1972 9 8
1973 10 1
1974 3 0
1975 7 2
1976 12 4
1977 10 4
1978 10 6
1979 5 1
1980 2 1
1981 6 5
1982 9 2
1983 9 5
1984 3 1
1985 4 0
1986 11 2
1987 1 0
1988 1 0
ჯამში 112 42

მსოფლიო ჩემპიონატებზე

რედაქტირება

ოლეგ ბლოხინმა მსოფლიო ჩემპიონატების 7 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლი გაიტანა.[6][7][8][9]

ჩემპ. მასპინძელი პოზიცია შედეგი
1982   ესპანეთი   11 თავდამსხმელი 5 1 2 2 1 მეორე რაუნდი
1986   მექსიკა   11 თავდამსხმელი 2 1 1 1 0 მერვედფინალი

მიღწევები

რედაქტირება
  დინამო კიევი
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი
საბჭოთა კავშირის თასი
  • თასის მფლობელი (5): 1974, 1978, 1982, 1985, 1987
საბჭოთა კავშირის სუპერთასი
  • თასის მფლობელი (3): 1981, 1986, 1987
თასების მფლობელთა თასი
  • თასის მფლობელი (2): 1975, 1986
უეფა-ს სუპერთასი
  • თასის მფლობელი: 1975

ინდივიდუალური

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Олег Блохин — Биография. დაარქივებული 2020-08-14 საიტზე Wayback Machine. Олег Блохин — обладатель большинства рекордов советского футбола. Он провел больше всех матчей и забил больше всех голов за сборную. Больше всех матчей и больше всех голов у него и в чемпионатах СССР. С именем Олега Блохина, как и с именем Валерия Лобановского, связан практически весь "золотой век" украинского футбола.kopanyi-myach.info დაარქივებული 2019-06-18 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links. წაკითხვის თარიღი: 25 ნოემბერი, 2018.
  2. საბჭოთა კავშირის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სია — საბჭოთა კავშირის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიის შედგენა ხდებოდა საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის სეზონის შედეგების მიხედვით 1926 წლიდან არარეგულარულად, ხოლო 1948 წლიდან — ყოველწლიურად (1954 წლის გარდა). წაკითხვის თარიღი: 25 ნოემბერი, 2018.
  3. Список 33 лучших футболистов сезона в СССР — Список лучших футболистов сезона в СССР составлялся по итогам футбольного сезона (чемпионата) в СССР с 1926 года нерегулярно, а с 1948 года — ежегодно (кроме 1954 года). წაკითხვის თარიღი: 25 ნოემბერი, 2018.
  4. Roberto Mamrud and Matthias Arnhold (2 მაისი, 2018). Soviet Union/CIS – Record International Players. Appearances for Soviet Union/CIS National Team. Goalscoring for Soviet Union/CIS National Team. Oleg Blokhin – Caps 112, Goals 42, First Cap – 16/7/1972, Last Cap – 21/9/1988. RSSSF. წაკითხვის თარიღი: 29 დეკემბერი, 2018.
  5. Benjamin Strack-Zimmerman (2 იანვარი, 2011). Oleg Blokhin – Club-statistics. Country-statitistics. Games. Coached teams. National Football Teams. წაკითხვის თარიღი: 29 დეკემბერი, 2018.
  6. მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 1982 (სტატისტიკა) დაარქივებული 2016-11-18 საიტზე Wayback Machine. . FIFA. წაკითხვის თარიღი: 25 ნოემბერი, 2018.
  7. მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 1986 (სტატისტიკა) დაარქივებული 2013-12-10 საიტზე Wayback Machine. . FIFA. წაკითხვის თარიღი: 25 ნოემბერი, 2018.
  8. Player Profile for Oleg Blokhin in the Soccer World Cups. Oleg Blokhin in the World Cups. Information about Oleg Blokhin and his performace in the FIFA Soccer World Cup. Profile with general and detailed stats and data that include National Team, total games, goals and cards and full list of matches played. The Soccer World Cups.com. წაკითხვის თარიღი: 25 ნოემბერი, 2018.
  9. Union Sovietica 1982// საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 1982 წლის ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატზე. დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 2 ოქტომბერი, 2019. წყარო: Solofutbol.cl. წაკითხვის თარიღი: 2 ოქტომბერი, 2019.
  10. Oleg Blokhin — Golden Foot: 2009, as a legend დაარქივებული 2018-12-24 საიტზე Wayback Machine. . The Golden Foot is an international carrier award dedicated to the best footballers ever. goldenfoot.com. წაკითხვის თარიღი: 24 ნოემბერი, 2018.
  11. IFFHS (25 იანვარი, 2016). IFFHS announce the 48 football legend players დაარქივებული 2019-09-24 საიტზე Wayback Machine. — IFFHS announces the Phase One of football legend players. iffhs.de. წაკითხვის თარიღი: 24 ნოემბერი, 2018.