საბჭოთა კავშირის საფეხბურთო სუპერთასი
საბჭოთა კავშირის საფეხბურთო სუპერთასი (რუს. Суперкубок СССР по футболу) — საფეხბურთო გათამაშება საბჭოთა კავშირში, სადაც ჩემპიონატის და თასის გამარჯვებულები ხვდებოდნენ ერთმანეთს. გათამაშება არა საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ფედერაციის, არამედ გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდას“ რედაქციის ინიციატივით ტარდებოდა.
დაარსდა | 1977 |
---|---|
გაუქმდა | 1989 |
რეგიონი | სსრ კავშირი |
გუნდების რაოდენობა | 2 |
ყველაზე ტიტულ. გუნდი | „დინამო“ კიევი (3-ჯერ) |
მოქმედი გამარჯვებული | „დნიპრო“ დნეპრი (ერთხელ) |
პირველად სუპერთასი გათამაშდა 1977 წელს, თუმცა 1984 წლამდე რეგულარულად არ ტარდებოდა. გათამაშება სეზონის შუაში იმართებოდა და ის დიდი პოპულარობით არასდროს სარგებლობდა. გათამაშების ისტორიაში, ყველაზე წარმატებული კლუბია კიევის „დინამო“, რომელმაც 3-ჯერ მოიგო ტიტული. უკანასკნელი გამარჯვებულია დნეპრის „დნიპრო“.
მატჩები
რედაქტირებაწელი | გამარჯვებული | ანგარიში | დამარცხებული |
---|---|---|---|
1977 | „დინამო“ მოსკოვი (1) | 1–0 | „დინამო“ კიევი |
1981 | „დინამო“ კიევი (1) | 1–1 დ.დ; პენ.5–4 | „შახტარი“ დონეცკი |
1984 | „შახტარი“ დონეცკი (1) | 2–1; 1–1 | „დნიპრო“ დნეპრი |
1985 | „ზენიტი“ ლენინგრადი (1) | 2–1; 1–0 | „დინამო“ მოსკოვი |
1986 | „დინამო“ კიევი (2) | 2–2 დ.დ; პენ.3–1 | „შახტარი“ დონეცკი |
1987 | „დინამო“ კიევი (3) | 1–1 დ.დ; პენ.5–4 | „ტორპედო“ მოსკოვი |
1989 | „დნიპრო“ დნეპრი (1) | 3–1 დ.დ | „მეტალისტი“ ხარკივი |
სტატისტიკა კლუბების მიხედვით
რედაქტირებაკლუბი | გამარჯვებული | დამარცხებული | გამარჯვებული | დამარცხებული |
---|---|---|---|---|
„დინამო“ კიევი | 3 | 1 | 1981, 1986, 1987 | 1977 |
„შახტარი“ დონეცკი | 1 | 2 | 1984 | 1981, 1986 |
„დინამო“ მოსკოვი | 1 | 1 | 1977 | 1985 |
„დნიპრო“ დნეპრი | 1 | 1 | 1989 | 1984 |
„ზენიტი“ ლენინგრადი | 1 | 0 | 1985 | |
„ტორპედო“ მოსკოვი | 0 | 1 | 1987 | |
„მეტალისტი“ ხარკივი | 0 | 1 | 1989 |