ოთარ გურგენიძე
ოთარ სოფრომის ძე გურგენიძე (დ. 3 ოქტომბერი, 1928, თბილისი, — გ. 21 აპრილი, 2007, იქვე) — ქართველი კინორეჟისორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1979).
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტის სარეჟისორო ფაკულტეტი (1955). სტუდია „მემატიანეში“ გადაღებული აქვს სამეცნიერო–პოპულარული და დოკუმენტური ფილმები: „სეინერები ზღვაში გადიან“ (1961), „დაუმთავრებელი დღიური“ (1962, ბ. კრეფსთან ერთად), „ალვანელი მეცხვარეები“ (1964), „ვარძია“ (1967), „კლდის ვეფხვი“ (1968), „სანდრო ახმეტელი“ (1969), „ქართული ჭიდაობა“ (1971; საპატიო დიპლომი კორტინა-დ’ამპეცოში სპორტ. ფილმების XXVIII საერთაშორისო კინოფესტივალზე, 1972), „მონოლოგები პროფესიაზე“ (1974), „საგარეჯოელი ფალავანი“ (1974), „შემოქმედების სიმფონია“ (1975), „სერგო ქობულაძე“ (1977), „სულხან ცინცაძე“ (1979), „თავკაცი“ (1980), „ენგურის ეპოპეა“ (1982; სახელმწიფო პრემია „ხუთწლედის მატიანე“, 1982), „მეორე შტურმი“ (1985), „ქალის პორტრეტი“ (1987) და სხვ.
ლიტერატურა
რედაქტირება- გვენცაძე ა., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 214.