გავრილ კაჩალინი (რუს. Гавриил Дмитриевич Качалин; დ. 17 იანვარი, 1911, მოსკოვი,რუსეთის იმპერია — გ. 23 მაისი, 1995, მოსკოვი, რუსეთი) — რუსი და საბჭოთა ფეხბურთელი და მწვრთნელი, თამაშობდა ნახევარმცველის პოზიციაზე. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1950). საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი (1956).

გავრილ კაჩალინი
Dynamo Tbilisi at Schiphol airport (September 25, 1972).jpg
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
გავრილ კაჩალინი
დაბადების
თარიღი
17 იანვარი, 1911
დაბადების
ადგილი
მოსკოვი,
რუსეთის იმპერია
გარდაცვალების
თარიღი
23 მაისი, 1995 (84 წლის)
გარდაცვალების
ადგილი
მოსკოვი, რუსეთი
სიმაღლე 171 სმ.
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1936–1942 დინამო მ. 36 (0)
სამწვრთნელო კარიერა
1945–1948 ტრუდოვიე რეზერვი
1949–1952 ლოკომოტივი მოსკოვი
1955–1958 საბჭოთა კავშირი
1960–1962 საბჭოთა კავშირი
1963 ფახთაქორი ტაშკენტი
1964–1965 დინამო თბილისი
1965 საბჭოთა კავშირი 21
1966–1968 საბჭოთა კავშირი (ოლიმპ.)
1968–1970 საბჭოთა კავშირი
1971–1972 დინამო თბილისი
1973–1974 დინამო მოსკოვი
1975 ფახთაქორი ტაშკენტი
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება
კაჩალინის მემორიალური დაფა (1911–1995), მოქანდაკე ფილიპ რუკავიშნიკოვი, გაიხსნა 2012 წლის 24 მაისს.

მის გაწვრთნილ საბჭოთა კავშირის ეროვნულ ნაკრებს მნიშვნელოვანი მიღწევები ჰქონდა, მათ შორის ოქროს მედალი 1956 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებზე, პირველი ადგილი 1960 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე. მისი ხელმძღვანელობით ნაკრებმა ითამაშა მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის სამ გათამაშებაში: 1958, 1962 და 1970 წლებში.

კაჩალინთან ერთად, თბილისის დინამომ ისტორიაში პირველად მოიგო საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი 1964 წელს, მოგვიანებით დაიკავა მესამე ადგილი 2-ჯერ, 1971 და 1972 წლებში. ასევე მესამე ადგილი დაიკავა მოსკოვის დინამოსთან ერთად 1973 წელს.

სათამაშო კარიერარედაქტირება

კაჩალინმა კარიერა დაიწყო 1928 წელს კლუბში სახელად „ვოლნი ტრუდი“. შემდეგ ითამაშა ქალაქ გომელის კლუბში და გომელის დინამოში. 1936 დან 1942 წლამდე თამაშობდა მოსკოვის დინამოში. კარიერის განმავლობაში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში ჩაატარა 36 მატჩი და გუნდთან ერთად 2–ჯერ გახდა ჩემპიონი (1937 და 1940), ასევე საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი 1937 წელს მოსკოვის დინამოსთან ერთად. ითამაშა ბასკეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ შეხვედრაშიც.[1]

სამწვრთნელო კარიერარედაქტირება

კაჩალინი იყო მთავარი მწვრთნელი შემდეგ კლუბებში და ნაკრებებში:

მიღწევებირედაქტირება

როგორც მოთამაშე
როგორც მწვრთნელი
პირადი

ხსოვნარედაქტირება

მოსკოვში, ფრუნზეს სახელობის სანაპიროზე მდებარე №50 სახლის ფასადზე, სადაც გავრილ კაჩალინი 1957–1995 წლებში ცხოვრობდა, 2012 წლის 24 მაისს მისი მემორიალური დაფა გაიხსნა.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. Пять лет назад не стало великого тренера“, sovsport.ru, 2000-05-24. წაკითხვის თარიღი: 2007-12-29. 
  2. http://www.rusteam.permian.ru/coaches/kachalin.html