ბესარიონ მჭედლიშვილი
ბესარიონ მჭედლიშვილი (დ. 21 ოქტომბერი, 1949, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი, ნახევარმცველი. სხვადასხვა დროს იცავდა თბილისის „ლოკომოტივის“, სარანსკის „სპარტაკის“, თბილისის „დინამოსა“ და ლანჩხუთის „გურიას“ ღირსებას. საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი (1971, 1972) და საბჭოთა კავშირის თასის ფინალისტი (1970) თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში. საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი (1974).[1][2]
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ბესარიონ შალვას ძე მჭედლიშვილი | ||
დაბადების თარიღი | 21 ოქტომბერი, 1949 | ||
დაბადების ადგილი |
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრ კავშირი | ||
სათამაშო პოზიცია | ნახევარმცველი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1966–1967 | ლოკომოტივი | 54 | (9) |
1968–1969 | სპარტაკი | 42 | (22) |
1969–1975 | დინამო თბ. | 58 | (5) |
1976–1977 | გურია | 45 | (32) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
2003 | მცხეთა | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
კარიერა
რედაქტირება1966–1967 წლებში თბილისის „ლოკომოტივშია“, 1968–1969 წლებში კი სარანსკის „სპარტაკში“ თამაშობს.[3] თბილისის „დინამოშია“ 1969 წლიდან, სადაც შვიდი სეზონის განმავლობაში ასპარეზობს.
1973 წელს თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში საერთაშორისო ამხანაგური საფეხბურთო ტურნირის ე. წ. „კარაველას თასის“ — ტროფეო კოლომბინოს [კომ. 1] გამარჯვებული ხდება, სადაც ტურნირის ფინალში თბილისის „დინამოელები“ ლისაბონის „ბენფიკას“ ანგარიშით 3–1 ამარცხებენ.[4][5][6][7][8][9]
ბესარიონ მჭედლიშვილი თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში საკავშირო ჩემპიონატების უმაღლესი ლიგის 58 მატჩს ატარებს და ხუთჯერ იღებს მეტოქეთა კარს.[10] ქვეყნის პირველობის გარდა „დინამოელთა“ რიგებში საბჭოთა კავშირის თასის გათამაშების 10 შეხვედრაში მონაწილეობს და 3 ბურთი გააქვს.
საკავშირო თასისთვის გამართულ შეხვედრათა ფარგლებში პირველად თბილისის „ლოკომოტივის“ წინააღმდეგ გამოდის მოედანზე. ეს არის 1/16 ფინალის პირველი მატჩი გუნდებს შორის, რომელიც 1970 წლის 9 მაისს, „ლოკომოტივის“ სტადიონზე იმართება. თბილისური კლუბების სათასო დაპირისპირება, რომელსაც ტრიბუნებზე შეკრებილი 15 ათასი გულშემატკივარი ესწრება, ნომინალური სტუმრების მინიმალური გამარჯვებით (1–0) მთავრდება. ბურთი „ლოკომოტივის“ კარში ლევან ნოდიას შეხვედრის მე-80 წუთზე გააქვს.[11] ბესარიონ მჭედლიშვილის მეორე სათასო და შესაბამისად 1/16 ფინალის განმეორებითი შეხვედრა ოთხი დღის შემდეგ, 13 მაისს იმავე სტადიონზე ტარდება და კვლავ „დინამოელთა“ გამარჯვებით, ამჯერად ანგარიშით 4–2 მთავრდება.[12]
თბილისის „დინამოდან“ წასვლის შემდეგ ლანჩხუთის „გურიაში“ აგრძელებს თამაშს.[13] საფეხბურთო კარიერას ამავე კლუბში 1977 წელს ასრულებს.
მიღწევები
რედაქტირება- კარაველას თასი
- თასის მფლობელი: 1973[16]
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- აკოფოვი, გ. (1971). ფეხბურთი—71 : ცნობარი-კალენდარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ. (1972). ფეხბურთი—72 : ცნობარი-კალენდარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ. (1974). ფეხბურთი—74 : ცნობარი-კალენდარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ. (1975). ფეხბურთი—75 : ცნობარი-კალენდარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- თედორაძე, ზურაბ (1999). თბილისის „დინამო“ ციფრებში, 1936–1989. თბ.: სტამბა–96.
- თედორაძე, ზ. (2002). თბ. „დინამო“ : ციფრები, ფაქტები, კომენტარები, 1936–1989. თბ..
- Алимов, И. (1991). Советские клубы в европейских кубках. Душанбе: ЦК КП.
- Лукосяк, Ю.П. (1991). Советские клубы в европейских кубках. Спб.: Тайм-Аут.
პერიოდიკა
რედაქტირება- დოლიძე, ბეჟან, „კარაველას“ რაინდები // გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 22 აგვისტო, 2013, № 160 (7287), გვ. 10, ISSN 2233-3851.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებაკომენტარები
რედაქტირება- ↑ ტროფეო კოლომბინო (ესპ. Trofeo Colombino de fútbol) — საერთაშორისო ამხანაგური ყოველწლიური საზაფხულო საფეხბურთო ტურნირი, რომელიც 1965 წლიდან სამხრეთ ესპანეთის, კერძოდ, ანდალუსიის ზღვისპირა ქალაქ უელვაში იმართება.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ბესარიონ მჭედლიშვილი
- ↑ ბესარიონ მჭედლიშვილი — პერსონალური გვერდი
- ↑ Состав команды «Спартак» Саранск в сезоне 1968
- ↑ "Динамо" (Тб.) 3–1 "Бенфика" (Лиссабон)
- ↑ კარაველას თასი.
- ↑ Trofeo Colombino de fútbol.
- ↑ Динамо (Тб.) 3–1 Бенфика (Лиссабон). fc-dynamo.ru.
- ↑ IX Trofeo Colombino de fútbol. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-01-18. ციტირების თარიღი: 2021-01-20.
- ↑ „კარაველას“ რაინდები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-08-15. ციტირების თარიღი: 2024-01-02.
- ↑ ბესარიონ მჭედლიშვილის საკავშირო და საერთაშორისო სტატისტიკა
- ↑ Локомотив (Тб.) – Динамо (Тб.) 0–1 (0–0). Кубок СССР 1970.
- ↑ Динамо (Тб.) – Локомотив (Тб.) 4–2 (0–1).
- ↑ გია ტუხაშვილი (5 იანვარი, 2009). ბომბარდირი... ნახევარმცველი. მოსამზადებელი ეტაპი ნოდარ ახალკაცის ხელმძღვანელობით ძირითად გუნდთან ერთად გავიარე, თუმცა 17 წლის ბიჭს დინამოში მოხვედრის ილუზია არც მქონდა. სათამაშო პრაქტიკის მისაღებად ლანჩხუთის გურიაში გამიშვეს, სადაც სამი წლის განმავლობაში ასაკით ყველაზე პატარა ვიყავი და ისეთი გამოცდილი მოთამაშეების გვერდით ვთამაშობდი, როგორებიც იყვნენ: ბესო მჭედლიშვილი, თეიმურაზ ჩხაიძე, გია თავაძე, ზურაბ ნემსაძე, ანზორ ჯინჭარაძე. ლელო. ქართული პრესის ელექტრონული არქივი.
- ↑ Dinamo Moskva 2–1 Dinamo Tbilisi / Soviet Union Cup 1970
- ↑ „დინამო“ მოსკოვი 2–1 „დინამო“ თბილისი.
- ↑ თბილისის „დინამო“ კარაველას თასს დაეუფლა