ედუარდ ანატოლის ძე სტრელცოვი (რუს. Эдуа́рд Анато́льевич Стрельцо́в; დ. 21 ივლისი, 1937, პეროვო — გ. 22 ივლისი, 1990, მოსკოვი) — საბჭოთა რუსი ფეხბურთელი, თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე. იცავდა მოსკოვის „ტორპედოსა“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების ღირსებას. მელბურნის 1956 წლის ოლიმპიური ჩემპიონი. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1957). ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ საბჭოთა ფეხბურთის ისტორიაში.[1]

ედუარდ სტრელცოვი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ედუარდ ანატოლის ძე სტრელცოვი
დაბადების
თარიღი
21 ივლისი, 1937
დაბადების
ადგილი
პეროვო, მოსკოვის ოლქი,
საბჭოთა კავშირი
გარდაცვალების
თარიღი
22 ივლისი, 1990 (53 წლის)
გარდაცვალების
ადგილი
მოსკოვი,
საბჭოთა კავშირი
სიმაღლე 182 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1954–1958 ტორპედო მ. 89 (48)
1965–1970 ტორპედო მ. 133 (51)
ეროვნული ნაკრები
1955–1958 სსრ კავშირი 21 (18)
1966–1968 სსრ კავშირი 17 (7)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

საკლუბო კარიერა

რედაქტირება

სტრელცოვმა კარიერა დაიწყო მოსკოვის „ტორპედოში“, სადაც 1954–58 და 1965–70 წლებში თამაშობდა. საკავშირო პირველობებზე ჩაატარა 222 მატჩი და გაიტანა 99 გოლი. 1965 წელს „ტორპედოსთან“ ერთად გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, ხოლო 1968 წელს საბჭოთა კავშირის თასი მოიპოვა.

სანაკრებო კარიერა

რედაქტირება

საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში სტრელცოვმა 1955–1968 წლებში ჩაატარა 38 მატჩი და გაიტანა 25 გოლი. 1956 წელს მოიპოვა ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალი.

სანაკრებო სტატისტიკა

რედაქტირება
ეროვნული ნაკრები წელი მატჩი გოლი
სსრ კავშირი
 
1955 4 7
1956 8 4
1957 8 7
1958 1 0
1966 3 1
1967 12 6
1968 2 0
ჯამში 38 25

თამაშის სტილი და შეფასებები

რედაქტირება

სპორტული ჟურნალისტებისა და სპეციალისტების შეფასებით, ედუარდ სტრელცოვი იყო საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უფრო ძლიერი და თვითმყოფადი თავდამსხმელი, რომელიც ტექნიკური, ტაქტიკური და ფიზიკური მომზადების მხრივ ერთმნიშვნელოვნად აღემატებოდა საკავშირო ჩემპიონატში მის პოზიციაზე მოთამაშე ფეხბურთელებს.[2]

მოედნის შესანიშნავი ხედვა, დახვეწილ ტექნიკასთან ერთად, საშუალებას აძლევდა მას ზუსტი პასებით მოემარაგებინა თანაგუნდელები თითქმის ნებისმიერი პოზიციიდან. იყო უნივერსალური თავდამსხმელი, რომელსაც თანაბრად შეეძლო, როგორც შეტევის წარმართვა და ორგანიზება, ასევე შედეგიანად დასრულება. მისი ყოფნა მოედანზე დიდწილად განსაზღვრავდა თანაგუნდელთა საბრძოლო განწყობას და გუნდის წარმატებას.[3]

მიღწევები

რედაქტირება
  ტორპედო მოსკოვი

სანაკრებო

რედაქტირება
  საბჭოთა კავშირი

ინდივიდუალური

რედაქტირება

პერიოდიკა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება