სოჭის ცენტრალური სტადიონი

სლავა მეტრეველის სახელობის სოჭის ცენტრალური სტადიონი (რუს. Центральный стадион имени Славы Метревели) — სპორტული სტადიონი ქ. სოჭში, კრასნოდარის მხარე, რუსეთი.

სოჭის ცენტრალური სტადიონი
სრული სახელი სლავა მეტრეველის სახელობის სოჭის ცენტრალური სტადიონი
წინა სახელები „სამხრეთი“
მდებარეობა სოჭი, კრასნოდარის მხარე, რუსეთი
აშენდა 1964
გაიხსნა 19 აპრილი, 1964
აღდგა 1984–1991 წწ.
გუნდები
„ჟემჩუჟინა-სოჭი“

გაიხსნა 1964 წლის 19 აპრილს და ეწოდა „სამხრეთი“ (რუს. „Юг“). აქვს ორი ტრიბუნა (დასავლეთი და აღმოსავლეთი). იტევს 10 200 მაყურებელს. ამჟამად ატარებს ცნობილი ქართველი ფეხბურთელის სლავა მეტრეველის სახელს, რომელიც სოჭში დაიბადა.

არის რუსეთის საფეხბურთო კლუბ „ჟემჩუჟინა-სოჭის“ საშინაო მოედანი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება