საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი

საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი — კალენდარული წლის განმავლობაში მიღწეული განსაკუთრებული წარმატებებითა და საუკეთესო შედეგებით გამორჩეული სპორტსმენებისთვის დაწესებული ყოველწლიური წოდება და ჯილდო. გამარჯვებულის გამოსავლენი გამოკითხვა საქართველოში 1964 წლიდან ტარდება. გამოკითხვაში მონაწილეობენ სპორტული მედიის — პრესის, საინფორმაციო სააგენტოების, რადიოსა და ტელევიზიის ჟურნალისტები.[1]

გამარჯვებულები რედაქტირება

წელი სპორტსმენი სპორტის სახეობა წყარო
  1964 სლავა მეტრეველი ფეხბურთი [1][2]
  1965 ომარ ფხაკაძე ველოსპორტი [1][3]
  1966 ალექსანდრე მეტრეველი ჩოგბურთი [1]
  1967 ზურაბ საკანდელიძე კალათბურთი [1]
  1968 ვიქტორ სანეევი მძლეოსნობა [1]
  1969 ნონა გაფრინდაშვილი ჭადრაკი [1]
  1970 თინათინ ლეკვეიშვილი ცურვა [1]
  1971 ლევან თედიაშვილი თავისუფალი ჭიდაობა [1]
  1972 ვიქტორ სანეევი მძლეოსნობა [1]
  1973 ლევან თედიაშვილი თავისუფალი ჭიდაობა [1]
  1974 ლევან თედიაშვილი თავისუფალი ჭიდაობა [1]
  1975 ნონა გაფრინდაშვილი ჭადრაკი [1]
  1976 ვიქტორ სანეევი მძლეოსნობა [1]
  1977 დავით კვაჭაძე კრივი [1]
  1978 მაია ჩიბურდანიძე ჭადრაკი [1]
  1979 თეიმურაზ ხუბულური ძიუდო [1]
  1980 ქეთევან ლოსაბერიძე მშვილდოსნობა [1]
  1981 რამაზ შენგელია ფეხბურთი [1]
  1982 მოჭადრაკე ქალთა ნაკრები ფეხბურთი [1][4]
  1983 თეიმურაზ აფხაზავა ბერძნულ-რომაული ჭიდაობა [1]
  1984 მაია ჩიბურდანიძე ჭადრაკი [1]
  1985 დავით გობეჯიშვილი თავისუფალი ჭიდაობა [1]
  1986 მაია ჩიბურდანიძე ჭადრაკი [1]
  1987 ლერი ხაბელოვი თავისუფალი ჭიდაობა [1]
  1988 ნინო სალუქვაძე ტყვიის სროლა [1]
  1989 არ ჩატარებულა [1]
  1990 დავით გობეჯიშვილი თავისუფალი ჭიდაობა [1]
  1991 არ ჩატარებულა [1]
  1992 კახი კახიაშვილი ძალოსნობა [1]
  1993 კახი კახიაშვილი ძალოსნობა [1]
  1994 მოჭადრაკე ქალთა ნაკრები ფეხბურთი [1]
  1995 გიორგი ვაზაგაშვილი ძიუდო [1]
  1996 ელდარ კურტანიძე თავისუფალი ჭიდაობა [1]
  1997 გიორგი კანდელაკი კრივი [1]
  1998 გიორგი ასანიძე ძალოსნობა [1]
  1999 ნინო სალუქვაძე ტყვიის სროლა [1]
  2000 გიორგი ასანიძე ძალოსნობა [1]
  2001 გიორგი ასანიძე ძალოსნობა [1]
  2002 ელდარ კურტანიძე თავისუფალი ჭიდაობა [1]
  2003 ელდარ კურტანიძე თავისუფალი ჭიდაობა [1]
  2004 ზურაბ ზვიადაური ძიუდო [1]
  2005 რევაზ მინდორაშვილი თავისუფალი ჭიდაობა [1]
  2006 ზაზა კედელაშვილი ძიუდო [1]
  2007 რამაზ ნოზაძე ბერძნულ-რომაული ჭიდაობა [1]
  2008 ირაკლი ცირეკიძე ძიუდო [1][5]
  2009 მანუჩარ ცხადაია ბერძნულ-რომაული ჭიდაობა [1][6]
  2010 დავით ზირაქაშვილი რაგბი [1][7]
  2011 მამუკა გორგოძე რაგბი [8][9]
  2012 ლაშა შავდათუაშვილი ძიუდო [10][11]
  2013 ავთანდილ ჭრიკიშვილი ძიუდო [12]
  2014 ავთანდილ ჭრიკიშვილი ძიუდო [13]
  2015 ვლადიმერ ხინჩეგაშვილი თავისუფალი ჭიდაობა [14]
  2016 ლაშა ტალახაძე ძალოსნობა [15]
  2017 ლაშა ტალახაძე ძალოსნობა [16]
  2018 ლაშა ტალახაძე ძალოსნობა [17][18][19]
  2019 ლაშა ტალახაძე[ა] ძალოსნობა [20][21][22][23]
ლუხუმ ჩხვიმიანი[ბ] ძიუდო [22][23][24]
გენო პეტრიაშვილი[გ] თავისუფალი ჭიდაობა [22][23][24]
ბექა ლომთაძე[დ] თავისუფალი ჭიდაობა [22][23][24]
ნუგზარ წურწუმია[ე] ბერძნულ-რომაული ჭიდაობა [22][23][24]
ლაშა გობაძე[ვ] ბერძნულ-რომაული ჭიდაობა [22][23][24]

პერიოდიკა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

მედია
საზოგადოებრივი მაუწყებელი · სპორტული გაზეთი „ლელო“ · გაზეთი „კვირის პალიტრა“
თემატური საიტები
Sportall.ge · Worldsport.ge

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 1.12 1.13 1.14 1.15 1.16 1.17 1.18 1.19 1.20 1.21 1.22 1.23 1.24 1.25 1.26 1.27 1.28 1.29 1.30 1.31 1.32 1.33 1.34 1.35 1.36 1.37 1.38 1.39 1.40 1.41 1.42 1.43 1.44 1.45 1.46 1.47 საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის გამოკითხვის ლაურეატები (1964–2010). საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-07-15. ციტირების თარიღი: 15 ივლისი, 2020.
  2. სლავა მეტრეველი 1964 წელს დაასახელეს საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად. საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 15 ივლისი, 2020.
  3. ომარ ფხაკაძე — სსრკ და საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი (1965). საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი. ციტირების თარიღი: 15 ივლისი, 2020.
  4. მოჭადრაკე ქალთა ნაკრები: მაია ჩიბურდანიძე, ნონა გაფრინდაშვილი, ნანა ალექსანდრია, ნანა იოსელიანი.
  5. სპორტის დეპარტამენტმა 2008 წელი რუსთაველის თეატრში შეაჯამა. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო. ციტატა: „საუკეთესო სპორტსმენი სპორტის დეპარტამენტის ვერსიით, ძიუდოისტი ირაკლი ცირეკიძე გახდა.“ ციტირების თარიღი: 15 ივლისი, 2020.
  6. მანუჩარ ცხადაია 2009 წლის საუკეთესო სპორტსმენია. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო. ციტატა: „საქართველოს 2009 წლის საუკეთესო სპორტსმენი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე, ევროპის ბრინჯაოსა და მსოფლიოს ვერცხლის პრიზიორი მანუჩარ ცხადაია გახდა.“ ციტირების თარიღი: 15 ივლისი, 2020.
  7. 2010 წლის საუკეთესო სპორტსმენი დავით ზირაქაშვილი გახდა. David Zhvania — YouTube. ციტირების თარიღი: 15 ივლისი, 2020.
  8. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ 2011 წლის საუკეთესო სპორტსმენად მამუკა გორგოძე დაასახელა. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო. ციტირების თარიღი: 15 ივლისი, 2020.
  9. საქართველოს 2011 წლის საუკეთესო სპორტსმენი მამუკა გორგოძე გახდა. საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“. ციტირების თარიღი: 15 ივლისი, 2020.
  10. 2012 წლის საუკეთესო სპორტსმენები. MSY Georgia — YouTube. ციტატა: „09/01/2013, საზოგადოებრივი მაუწყებელი, ლაშა შავდათუაშვილი 2012 წლის საუკეთესო ქართველი სპორტსმენია.“ ციტირების თარიღი: 15 ივლისი, 2020.
  11. 2012 წლის საუკეთესო სპორტსმენი — ლაშა შავდათუაშვილი. MSY Georgia — YouTube. ციტატა: „9 იანვარს თბილისის ივენთ ჰოლში საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებული დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. სამინისტრომ 2012 წლის საუკეთესო სპორტსმენად ლონდონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი დაასახელა.“ ციტირების თარიღი: 15 ივლისი, 2020.
  12. 2013 წლის საუკეთესო სპორტსმენი — ავთანდილ ჭრიკიშვილი. msy georgia — YouTube. ციტატა: „სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ წლის საუკეთესო სპორტსმენები გამოავლინა. ღონისძიებაზე საუკეთესოები 10 სხვადასხვა ნომინაციაში დაასახელეს. 2013 წლის საუკეთესო სპორტსმენად ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი აღიარეს, ჭრიკიშვილი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა დააჯილდოვა, წლის მწვრთნელის სტატუსი კი ირაკლი უზნაძეს მიენიჭა.“ ციტირების თარიღი: 15 ივლისი, 2020.
  13. 2014 წლის საუკეთესო სპორტსმენი — ავთანდილ ჭრიკიშვილი. msy georgia — YouTube. ციტატა: „ფილარმონიის ივენთ ჰოლში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო 2014 წელს აჯამებს. საღამოზე წლის საუკეთესო სპორტსმენის ვინაობა გახდა ცნობილი. საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი ავთანდილ ჭრიკიშვილი გახდა.“ ციტირების თარიღი: 15 ივლისი, 2020.
  14. პრემიერ-მინისტრმა წლის საუკეთესო სპორტსმენი დააჯილდოვა. Giorgi Kvirikashvili — YouTube. ციტატა: „2015 წლის საუკეთესო სპორტსმენის ტიტული მსოფლიო ჩემპიონმა თავისუფალ ჭიდაობაში, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მოიპოვა, — გამარჯვებული დღეს სპორტის ახალ სასახლეში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დააჯილდოვა.“ ციტირების თარიღი: 15 ივლისი, 2020.
  15. ლაშა ტალახაძე საქართველოს 2016 წლის საუკეთესო სპორტსმენია!. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო. ციტატა: „26 დეკემბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ 2016 წლის საუკეთესო სპორტსმენი და სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები გამოავლინა. წლის საუკეთესო სპორტსმენი რიოს ოლიმპიადის ჩემპიონი, მსოფლიოს რეკორდსმენი ლაშა ტალახაძე გახდა.“ ციტირების თარიღი: 15 ივლისი, 2020.
  16. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვერსიით, 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენი ძალოსანი ლაშა ტალახაძე გახდა. საზოგადოებრივი მაუწყებელი. ციტირების თარიღი: 15 ივლისი, 2020.
  17. 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენად ლაშა ტალახაძე დასახელდა. საზოგადოებრივი მაუწყებელი. ციტირების თარიღი: 15 ივლისი, 2020.
  18. ისევ ტალახაძე - ლაშა 2018 წლის საუკეთესო ქართველი სპორტსმენია!. popsport. ციტირების თარიღი: 15 ივლისი, 2020.
  19. 2018 წლის სპორტსმენის ტიტულის მფლობელი გახდა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, მსოფლიო რეკოდსმენი, ძალოსანი ლაშა ტალახაძე.. 4u.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-07-16. ციტირების თარიღი: 15 ივლისი, 2020.
  20. სეოკის ვერსიით 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენი ლაშა ტალახაძე გახდა. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. ციტატა: „ნომინაციაში — 2019 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი წარდგენილნი იყვნენ: ოლიმპიურ წონით კატეგორიებში მსოფლიოს ჩემპიონები — ლაშა ტალახაძე, გენო პეტრიაშვილი და ლუხუმ ჩხვიმიანი. კენჭისყრაში მონაწილეთა უმეტესი ხმები მიიღო ლაშა ტალახაძემ, რომელიც ზედიზედ მეოთხედ გახდა სეოკ-ის რჩეული. 2019 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენს — ლაშა ტალახაძეს ამ ნომინაციისთვის საგანგებოდ დამზადებული პრიზი — „ოლიმპიური ალი“ გადასცა სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა.“ ციტირების თარიღი: 15 ივლისი, 2020.
  21. საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენები დასახელდნენ. forbes.ge. ციტატა: „სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, თავად სესიის დელეგატებმა კენჭისყრით გამოავლინეს მთავარ ნომინაციაში გამარჯვებული — 2019 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი — ლაშა ტალახაძე.“ ციტირების თარიღი: 15 ივლისი, 2020.
  22. 22.0 22.1 22.2 22.3 22.4 22.5 წლის საუკეთესო სპორტსმენი 2019. პირველი არხი Georgian Public Broadcaster — YouTube. ციტირების თარიღი: 15 ივლისი, 2020.
  23. 23.0 23.1 23.2 23.3 23.4 23.5 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენის ტიტული ექვს ჩემპიონს მიენიჭა. sportall.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-07-15. ციტატა: „საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენი გამოავლინა. ტიტული მიენიჭა ექვს სპორტსმენს, რომლებმაც გასულ წელს მსოფლიო ჩემპიონატებზე ოქროს მედლები მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ ერთი წლის განმავლობაში საქართველოს სპორტის ოლიმპიურ სახეობებში არასდროს ჰყოლია 6 მსოფლიოს ჩემპიონი. საქართველოს 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენები — ლუხუმ ჩხვიმიანი (ძიუდო), ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა), გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა), ბექა ლომთაძე (თავისუფალი ჭიდაობა), ნუგზარ წურწუმია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) და ლაშა გობაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) გახდნენ.“ ციტირების თარიღი: 15 ივლისი, 2020.
  24. 24.0 24.1 24.2 24.3 24.4 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენად ერთდროულად ექვსი ქართველი ჩემპიონი დასახელდა. საზოგადოებრივი მაუწყებელი. ციტატა: „საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენები გამოავლინა. 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენი: ლუხუმ ჩხვიმიანი (ძიუდო); ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა); გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა); ბექა ლომთაძე (თავისუფალი ჭიდაობა); ნუგზარ წურწუმია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა); ლაშა გობაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა).“ ციტირების თარიღი: 15 ივლისი, 2020.