მანუჩარ ცხადაია (დ. 19 მარტი, 1985, ხობი) — ქართველი მოჭიდავე (ბერძნულ-რომაული სტილი). მსოფლიო ჩემპიონატის 2-გზის ვერცხლის პრიზიორი (2009, 2011), ევროპის ჩემპიონატის ვერცხლისა (2012) და ბრინჯაოს პრიზიორი (2009). მონაწილეობა მიიღო 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.[1] ოქროს გრან-პრის ვიცე-ჩემპიონი (2014), ოქროს გრან-პრის ბრინჯაოს პრიზიორი (2013, 2014), გერმანიის გრან-პრის ვიცე-ჩემპიონი (2012), დან კოლოვის და ნიკოლა პეტროვის მემორიალის ვიცე-ჩემპიონი (2012), გივი კარტოზიას და ვახტანგ ბალავაძის მემორიალის ბრინჯაოს პრიზიორი (2011), ოლეგ კარავაევის მემორიალის ბრინჯაოს პრიზიორი (2011), ლუბომირ გეძას თასის ბრინჯაოს პრიზიორი (2015).


მედლები
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
ოლიმპიური თამაშები
ბრინჯაო ლონდონი 2012 -66 კგ.
მსოფლიო ჩემპიონატი
ვერცხლი ჰერნინგი 2009 -66 კგ.
ვერცხლი სტამბოლი 2011 -66 კგ.
ევროპის ჩემპიონატი
ბრინჯაო ვილნიუსი 2009 -66 კგ.
ვერცხლი ბელგრადი 2012 -74 კგ.


მანუჩარ ცხადაიას შედეგები 2012 წელს, ლონდონის ოლიმპიადაზე:

1/8: პასკალ შტრებელი (შვეიცარია) — 2:0, 5:1
1/4: აშრაფ ელ-ღარაბლი (ეგვიპტე) — 5:0, 1:0
1/2: ტამაშ ლორინცი (უნგრეთი) — 0:3, 0:4
III ადგილი: ფრანკ შტაბლერი (გერმანია) —1:0, 2:1

ძირითადი შედეგები

რედაქტირება
დისციპლინა ადგილმდებარეობა ტურნირი წონითი კატეგორია ადგილი
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
 
ბელგრადი, სერბეთი
ევროპის ჩემპიონატი 2012 -74 კგ  
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
 
სტამბოლი, თურქეთი
მსოფლიო ჩემპიონატი 2011 -66 კგ  
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
 
ჰერნინგი, დანია
მსოფლიო ჩემპიონატი 2009 -66 კგ  
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
 
ვილნიუსი, ლიეტუვა
ევროპის ჩემპიონატი 2009 -66 კგ  
 
ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
ზაფხულის XXX ოლიმპიური თამაშები -66 კგ  

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Manuchar Tskhadaia დაარქივებული 2012-08-08 საიტზე Wayback Machine. . london2012.com.