ირაკლი ცირეკიძე
ირაკლი ცირეკიძე (დ. 3 მაისი, 1982, ქუთაისი) — ქართველი ძიუდოისტი, ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონი 2007 წელს.
მედლები | ||
---|---|---|
ძიუდო | ||
ოლიმპიური თამაშები | ||
ოქრო | პეკინი 2008 | -90 კგ. |
მსოფლიო ჩემპიონატი | ||
ოქრო | რიო-დე-ჟანეირო 2007 | -90 კგ. |
ბრინჯაო | პარიზი 2011 | -100 კგ. |
ევროპის ჩემპიონატი | ||
ვერცხლი | ბელგრადი 2007 | -90 კგ. |
ბრინჯაო | ლისაბონი 2008 | -90 კგ. |
ბრინჯაო | სტამბოლი 2011 | -100 კგ. |
2007 წლის 15 სექტემბერს ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე რიო-დე-ჟანეიროში ცირეკიძემ ოქროს მედალი მოიპოვა ბერძენი ილიას ილიადისის დამარცხებით. 2008 წლის 13 აგვისტოს ცირეკიძემ მეტოქეების დამარცხებით ქართულ ოლიმპიურ გუნდს მეორე ოქროს მედალი შეჰმატა (მანუჩარ კვირკველიასთან ერთად).
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი 2012 წელს.[1]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ირაკლი ცირეკიძემ ნაკრები ჩაიბარა. „მსოფლიო სპორტი“. 13.09.2012.