ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ილიას ილიადისი (დაბადების სახელი: ჯარჯი ზვიადაური; დ. 10 ნოემბერი, 1986) — ქართველი-ბერძენი ძიუდოისტი. ასპარეზობს საბერძნეთის სახელით. 2008 წელს იყო საბერძნეთის მედროშე ზაფხულის ოლიმპიადაზე. ილიადისი არის ქართველი ძიუდოისტის, ზურაბ ზვიადაურის ბიძაშვილი, რომელიც 2004 წელს ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. ამავე ოლიმპიადაზე ილიადისმა -81კგ წონით კატეგორიაში მოიგო ოლიმპიადა. 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებზე -90კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 2004 წელს -81კგ წონით კატეგორიაში გახდა ევროპის ჩემპიონი. კარიერის მანძილზე ძირითადად -90კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. ამ წონაში მან მსოფლიო ჩემპიონატზე სამი ოქროს, ორი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ამ წონაში 2011 წელს გახდა ევროპის ჩემპიონი, ხოლო 2010 და 2015 წლებში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 2005 და 2009 წლებში მოიგო ხმელთაშუა ზღვის თამაშები.

ილიას ილიადისი
250
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 10 ნოემბერი, 1986(1986-11-10)[1] (38 წლის)
დაბ. ადგილი ახმეტა
სიმაღლე 178 სმ
წონა 90 კგ
ქვეყანა საბერძნეთი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ილიას_ილიადისი“-დან