ახმეტა
ახმეტა[5] — ქალაქი საქართველოში, ახმეტის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. ადმინისტრაციულად ახმეტის თემში შედის სოფელი ბუღაანი.
ქალაქი | |
---|---|
ახმეტა | |
ახმეტის ხედი რესტორან „ვარსკვლავიდან“ | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | კახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ახმეტის მუნიციპალიტეტი |
კოორდინატები | 42°02′04″ ჩ. გ. 45°12′40″ ა. გ. / 42.03444° ჩ. გ. 45.21111° ა. გ. |
ამჟამინდელი სტატუსი | 1966 |
ცენტრის სიმაღლე | 567 მეტრი |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 6363[1] კაცი (2021) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 96,8 % ოსები 1,7 % ქისტები 0,8 %[2] |
სასაათო სარტყელი | UTC+04:00 |
სატელეფონო კოდი | +995 349[3] |
საფოსტო ინდექსი | 0900[4] |
ოფიციალური საიტი | https://akhmeta.gov.ge/ |
გეოგრაფია
რედაქტირებამდებარეობს მდინარე ალაზნის მარჯვენა მხარეს, მდინარე ილტოს ქვემო დინებასა და მდინარე ორვილს შორის გაშლილ ვაკეზე, პანკისის ხეობის შესასვლელთან, ზღვის დონიდან 567 მეტრ სიმაღლეზე, თბილისიდან 184 კმ. საავტომობილო გზებით უკავშირდება თელავს (29 კმ), თიანეთსა (31 კმ) და ყვარელს (64 კმ).
ჰავა ზომიერად ნოტიოა ცივი ზამთრით და ცხელი ზაფხულით. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 0,5 °C, ივლისისა 22 °C, საშუალო წლიური ტემპერატუეა 11,6 °C. ნალექები 820 მმ წელიწადში. ახმეტის ჩრდილოეთით, 4 კილომეტრში, ილტოს ხეობაში მარმარილოს საბადოა.
ისტორია
რედაქტირებათქმულების მიხედვით, თამარ მეფეს ძალზე მოსწონებია წყლითა და ნოყიერი ნიადაგით მდიდარი ეს კუთხე და უნატრია: ახ, ნეტავ, აქ ზვარი და ხეხილი გაშენდესო. მეფის სურვილი ასრულებულა, დასახლებისთვის კი ახმეტა დაურქმევიათ. ახმეტა, როგორც მნიშვნელოვანი დასახლება, იხსენიება XVIII საუკუნის 40-იანი წლებიდან. ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, ახმეტა განთქმული იყო საუკეთესო ღვინით. ლეკიანობის დროს ახმეტაში ხშირად იმართებოდა ბრძოლები.
XVIII საუკუნის 40-იან წლებში ახმეტა მიწისძვრამ დაანგრია, 1754 წელს კი ხუნძახის მმართველმა ნურსალ ბეგმა ააოხრა. XIX საუკუნის დასაწყისში გიორგი მაღალაშვილს ახმეტაში ეკლესიის აგება დაუწყია, მშენებლობა მის შვილებს დაუმთავრებიათ. მაღალაშვილის ქართლიდან კახეთში გადასახლება სვეტიცხოვლის საკათალიკოსო მამულების მართვა-გამეგეობასთან უნდა იყოს დაკავშირებული, სავარაუდოა, რომ ახმეტაში მან რაღაც სახელო და მასთან ერთად მამულიც მიიღო. 1812 წლის 31 იანვარს ახმეტაში რუსეთის იმპერიის მთავრობის საეგზეკუციო რაზმი ჩავიდა. ახმეტელებმა განგაში ატეხეს და რაზმი განდევნეს. ეს გახდა ნიშანი კახეთში აჯანჯების დაწყებისა.
ქალაქის სტატუსი მიიღო 1966 წელს. ახმეტის საქალაქო საბჭო მოიცავდა 15 სოფელს. 1971 წელს დამუშავდა ქალაქის გენერალური გეგმა (არქიტექტორი რ. ხატიაშვილი, ეკონომისტი ჯ. ძაძუა). საბჭოთა დროს მოქმედებდა ხის დამამუშავებელი, ღვინის, საკონსერვო, ყველ-კარაქის, საფუარის ქარხნები, სატყეო, ვაზის სანერგე და მევენახეობის მეურნეობები. მოქმედებდა საჰაერო მიმოსვლა თბილისამდე.
დემოგრაფია
რედაქტირებააღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1959 [1] | 6836 | ||
1970 [1] | 8205 | ||
1979 [1] | 9018 | ||
1989 [1] | 8970 | ||
2002[1] | 8571 | ||
2014[1] | 7105 | ||
2021[1] | 6363 |
ისტორიული ძეგლები
რედაქტირებაახმეტის ჩრდილოეთით 1,5 კილომეტრზე მდებარეობს ახმეტის ღვთაების ეკლესია. ესაა VI საუკუნის სამნავიანი ბაზილიკა, რომელიც წყაროებში იხსენიება, როგორც ერთ-ერთი ასურელი მამის, ანტონ მარტყოფელის დროებითი ადგილსამყოფელი. ნაშენებია რიყის ქვით და შირიმით. ბაზილიკის ირგვლის შემორჩენილია გალავნის, საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობების ნანგრევები და დარბაზული ეკლესია.
ახმეტაში მოქმედებს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი.
სხვა მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლებია:
გალერეა
რედაქტირება-
ქალაქ ახმეტის შესასვლელი
-
ახმეტის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის შენობა
-
ახმეტის ცენტრალური მოედანი
-
ცენტრალური სკვერი
-
ახმეტის კულტურის სახლი
-
პოლიციის შენობა
-
ბიძინა ჩოლოყაშვილის სახელობის სკვერი
-
სკვერი
-
სკვერი
-
ცენტრალური სკვერი
ლიტერატურა
რედაქტირება- აფრასიძე გ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 32.
- ზარდალიშვილი გ., კარბელაშვილი მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 106.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 1.7 Cities and towns of Georgia pop-stat.mashke.org
- ↑ Ethnic composition of Georgia 2014
- ↑ საქართველოს სატელეფონო კოდები — „სილქნეტი“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-06. ციტირების თარიღი: 2011-08-14.
- ↑ საქართველოს საფოსტო ინდექსები — „საქართველოს ფოსტა“
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 21.