ანტონ მარტყოფელი
ანტონ მარტყოფელი, ანტონ მარტოდმყოფელი, ანტონ მესვეტე — ღვთაების მამათა მონასტრის დამაარსებელი, ერთი ასურელი მამათაგანი. ხსენების დღეა 19 იანვარი (ახ. სტ. 1 თებერვალი).
ანტონ მარტყოფელი | |
---|---|
დაიბადა | სირია |
გარდაიცვალა | იბერია |
ხსენების დღე | 1 თებერვალი |
მოღვაწეობა | ბერი |
პერიოდი | VI საუკუნე |
საქართველოში მოვიდა ქალაქ ედესიდან VI საუკუნის შუა წლებში. განმარტოებით ცხოვრების გამო უწოდეს „მარტოდმყოფელი“. ფიქრობდნენ, რომ მისი სახელისაგან წარმოდგა სოფელ მარტყოფის სახელწოდება. ანტონ მარტყოფელმა საქართველოში სამისიონერო მოგზაურობის დროს მრავალი წარმართი გააქრისტიანა. მას ძველთაგანვე მიაწერდნენ ქალაქ ედესიდან ხელთუქმნელი საუფლო ხატის ჩამოტანას და ამას განსაკუთრებულ ეროვნულ დამსახურებად უთვლიდნენ. ეს ლეგენდა ფართოდ გამოიყენა კათოლიკოსმა არსენ ბულმაისიმისძემ თავის პატრიოტულ ჰიმნოგრაფიაში. ცნობები ანტონ მარტომყოფელის შესახებ ჩართულია სხვა ასურელ მამათა ცხოვრებაში. ცალკე თხზულება მის შესახებ (გადაკეთებული XII-XIII სს.) ჩართულია „ქართლის ცხოვრების“ ანასეულ ნუსხაში (XV ს.).
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებაწყარო
რედაქტირება- ასურელ მოღვაწეთა ცხოვრების წიგნთა ძველი რედაქციები, ილ. აბულაძის გამოც., თბ., 1955;
- ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წგნ., 4, თბ., 1968
ლიტერატურა
რედაქტირება- კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960;
- ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგნ., 1, თბ., 1951