ილტო
მდინარე საქართველოში, კახეთის მხარეში
ილტო, ირტოს ხევი (ისტორიულ წყაროებში) — მდინარე აღმოსავლეთ საქართველოში, ახმეტის მუნიციპალიტეტში. სათავე აქვს კახეთის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2129 მ. ალაზნის მარჯვენა შენაკადი. სიგრძე 43 კმ, აუზის ფართობი 337 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა გაზაფხულზეა, წყალმცირობა - ზამთარში. ზაფხულსა და შემოდგომაზე იცის წყალმოვარდნა. საშუალო ხარჯი 6,5 მ³/წმ. ილტოდან გაყვანილია მატნის არხი, რომელიც 1190 ჰა ფართობს რწყავს.
ილტო | |
---|---|
ილტო ქ. ახმეტასთან | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეულები | ახმეტის მუნიციპალიტეტი (კახეთის მხარე) |
სათავე |
კახეთის ქედი 42°19′06″ ჩ. გ. 45°11′18″ ა. გ. / 42.31833° ჩ. გ. 45.18833° ა. გ. |
სათავის სიმაღლე | 2129 მ |
შესართავი |
ალაზანი 42°03′18″ ჩ. გ. 45°14′10″ ა. გ. / 42.055194° ჩ. გ. 45.236333° ა. გ. |
შესართავის სიმაღლე | 520 მ |
სიგრძე | 43 კმ |
აუზის ფართობი | 337 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 6,5 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი |
ლიტერატურა
რედაქტირება- აფხაზავა ი., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 234.