ზურაბ ზვიადაური (დ. 2 ივლისი, 1981, ახმეტა) — ქართველი ძიუდოისტი, ოლიმპიური ჩემპიონი.

ზურაბ ზვიადაური
პირადი ინფორმაცია
ეროვნება ქართველი
დაბ. თარიღი 2 ივლისი, 1981 (1981-07-02) (43 წლის)
დაბ. ადგილი ახმეტა
სიმაღლე 182 სმ
წონა 90 კგ
სპორტი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
სპორტი ძიუდო
მედლები
ოლიმპიური თამაშები
ოქრო ათენი 2004 90 კგ.
მსოფლიო ჩემპიონატი
ვერცხლი მიუნხენი 2001 90 კგ.
ვერცხლი ოსაკა 2003 90 კგ.
ევროპის ჩემპიონატი
ბრინჯაო მარიბორი 2002 90 კგ.

სპორტული კარიერა

რედაქტირება

2005 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია ძიუდოს მწვრთნელის კვალიფიკაციით. 1998 წელს ზურაბ ზვიადაური მსოფლიოს ჭაბუკთა თამაშების მეორე პრიზიორი გახდა, ხოლო 2000 წელს — მსოფლიოს ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის. ზვიადაურმა ორჯერ მოიპოვა ვერცხლის მედალი მსოფლიოს 2001 და 2003 წლების ჩემპიონატებზე, ხოლო ევროპის 2002 წლის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი აიღო. ზვიადაურმა 2004 წლის ათენის ოლიმპიურ თამაშებში ოქროს მედალი მოიპოვა 90 კგ წონით კატეგორიაში და პირველი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.

მოგვიანებით ზვიადაური ასპარეზობდა შერეული საბრძოლო ხელოვნების შეჯიბრებებში.[1]

არის სპორტის რაინდი (სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო) - 2004, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის (2018) და ღირსების ორდენი კავალერი.

ძირიათადი შედეგები

რედაქტირება
წელი ტურნირი მასპინძელი წონითი კატეგორია ადგილი
2001 მსოფლიო ჩემპიონატი მიუნხენი, გერმანია -90 კგ  
2002 ევროპის ჩემპიონატი მარიბორი, სლოვენია -90 კგ  
2002 ევროპის ჩემპიონატი მარიბორი, სლოვენია -90 კგ  
2002 მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი ბაზელი, შვეიცარია -90 კგ  
2003 ევროპის გუნდური ჩემპიონატი ლონდონი, დიდი ბრიტანეთი -90 კგ  
2003 მსოფლიო ჩემპიონატი ოსაკა, იაპონია -90 კგ  
2004 ზაფხულის XXVIII ოლიმპიური თამაშები ათენი, საბერძნეთი -90 კგ  
2006 ევროპის გუნდური ჩემპიონატი ბელგრადი, სერბეთი და ჩერნოგორია -90 კგ  
2012 ევროპის ჩემპიონატი ჩელიაბინსკი, რუსეთი -90 კგ  

პოლიტიკა

რედაქტირება

2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (ახმეტის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

ზურაბ ზვიადაური არის საბერძნეთის სახელით მოასპარეზე ქართველი ძიუდოისტის, ჯარჯი ზვიადაურის ბიძაშვილი.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება