ნინო სალუქვაძე
ნინო სალუქვაძე (დ. 1 თებერვალი, 1969, თბილისი) — ქართველი სპორტსმენი, მიზანში მსროლელი, საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1988). სამგზის ოლიმპიური მედლის მფლობელი — ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვა 1988 წელს საბჭოთა კავშირის გუნდში ასპარეზობისას, ხოლო ბრინჯაოს მედალი 2008 წელს საქართველოს გუნდში (პეკინის ოლიმპიადაზე).
ნინო სალუქვაძე ნატალია პადერინასთან 2008 წლის პეკინის ოლიმპიადაზე | |||||||||||||||||||||
პირადი ინფორმაცია | |||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
დაბ. თარიღი | 1 თებერვალი, 1969 | ||||||||||||||||||||
დაბ. ადგილი | თბილისი, საქართველო | ||||||||||||||||||||
სიმაღლე | 168 სმ | ||||||||||||||||||||
სპორტი | |||||||||||||||||||||
ქვეყანა | საქართველო | ||||||||||||||||||||
სპორტი | ტყვიის სროლა | ||||||||||||||||||||
ჯილდოები | სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი | ||||||||||||||||||||
|
ნინო 19 წლის იყო 1988 წელს ზაფხულის ოლიმპიადაზე ოქროსა და ვერცხლის მედლების მოპოვებისას ქალთა შორის მიზანში სროლაში ასპარეზობისას 25 და 10 მეტრი ნიშნულიდან. 2008 წლის ზაფხულის ოლიმპიადის დროს საქართველოსა და რუსეთს შორის ომი მიმდინარეობდა, როდესაც ნინო სალუქვაძე რუს მსროლელ ნატალია პადერინას ეჯიბრებოდა; სალუქვაძემ ბრინჯაოს, ხოლო პადერინამ ვერცხლის მედალი მოიპოვა. პოდიუმზე ორივემ ერთმანეთი გადაკოცნა და ორ მთავრობას ომის შეწყვეტისკენ მოუწოდა.[1]
ვახტანგ გორგასლის სახელობის II და III ხარისხის ორდენების (2003, 1999), ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის (2018), ღირსების ორდენისა (1993, 2008) და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორდენის (2003) კავალერი. მიღებული აქვს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საიუბილეო მედალი (1999).
2016 წელს ცოტნე მაჭავარიანი და ნინო სალუქვაძე გახდნენ პირველი დედა-შვილი, რომლებმაც ერთ ოლიმპიურ თამაშებზე ერთად იასპარეზეს.[2]
ძირითადი შედეგები
რედაქტირებაწელი | ტურნირი | სახეობა | მასპინძელი | ადგილი |
---|---|---|---|---|
1986 | მსოფლიო ჩემპიონატი | სროლა | ზული, გდრ | |
1986 | მსოფლიო ჩემპიონატი | სროლა | ზული, გდრ | |
1987 | მსოფლიო ჩემპიონატი | სროლა (პნევმატური იარაღი) | ბუდაპეშტი, უნგრეთი | |
1988 | ზაფხულის XXIV ოლიმპიური თამაშები | — | სეული, კორეა | |
1988 | ზაფხულის XXIV ოლიმპიური თამაშები | — | სეული, კორეა | |
1989 | ევროპის ჩემპიონატი | სროლა | ზაგრები, იუგოსლავია | |
1989 | მსოფლიო ჩემპიონატი | სროლა (პნევმატური იარაღი) | სარაევო, იუგოსლავია | |
1989 | მსოფლიო ჩემპიონატი | სროლა (პნევმატური იარაღი) | სარაევო, იუგოსლავია | |
1990 | მსოფლიო ჩემპიონატი (გაერთიანებული) | სროლა | მოსკოვი, სსრკ | |
1990 | მსოფლიო ჩემპიონატი (გაერთიანებული) | სროლა | მოსკოვი, სსრკ | |
1990 | ევროპის ჩემპიონატი | სროლა (პნევმატური იარაღი) | არნემი, ნიდერლანდები | |
1991 | ევროპის ჩემპიონატი | სროლა (პნევმატური იარაღი) | მანჩესტერი, ინგლისი | |
1991 | ევროპის ჩემპიონატი | სროლა (პნევმატური იარაღი) | მანჩესტერი, ინგლისი | |
1991 | ევროპის ჩემპიონატი | სროლა (პნევმატური იარაღი) | მანჩესტერი, ინგლისი | |
1991 | მსოფლიო ჩემპიონატი | სროლა (პნევმატური იარაღი) | სტავანგერი, ნორვეგია | |
1993 | ევროპის ჩემპიონატი | სროლა | ბრნო, ჩეხეთი | |
1996 | ევროპის ჩემპიონატი | სროლა (პნევმატური იარაღი) | ბუდაპეშტი, უნგრეთი | |
1999 | ევროპის ჩემპიონატი | სროლა | ბორდო, საფრანგეთი | |
2001 | ევროპის ჩემპიონატი | სროლა (პნევმატური იარაღი) | პონტევედრა, ესპანეთი | |
2002 | მსოფლიო ჩემპიონატი | სროლა | ლახტი, ფინეთი | |
2003 | ევროპის ჩემპიონატი | სროლა | პლზენი, ჩეხეთი | |
2005 | ევროპის ჩემპიონატი | სროლა (პნევმატური იარაღი) | ტალინი, ესტონეთი | |
2008 | ევროპის ჩემპიონატი | სროლა (პნევმატური იარაღი) | ვინტერტური, შვეიცარია | |
2008 | ზაფხულის XXIX ოლიმპიური თამაშები | — | პეკინი, ჩინეთი | |
2009 | სროლა (პნევმატური იარაღი) | ევროპის ჩემპიონატი | პრაღა, ჩეხეთი |
საინტერესო ფაქტები
რედაქტირება1990 წლის დეკემბერში სპორტულმა ჟურნალისტებმა ნინო სალუქვაძე საქართველოს მეორე საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს.[3]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ნინო სალუქვაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ნინო სალუქვაძე — ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ნინო სალუქვაძე — ქართული სპორტი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ "Olympic shooters hug as their countries do battle", CNN, 10 აგვისტო, 2008
- ↑ Schladebeck, Jessica (4 May 2016) Olympic games in Rio de Janeiro will welcome first ever mother and son competitors. nydailynews.com
- ↑ დავით გობეჯიშვილი — საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი // „ლელო“, 1 იანვარი, 1991, № 1 (10414), გვ. 1.