ნუგზარ წურწუმია (დ. 25 თებერვალი, 1997, ხობი — გ. 3 ივლისი, 2024[2]) — ქართველი სპორტსმენი, ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავე. 55 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონი (2019). მსოფლიოს ჩემპიონი (2019), ასევე მსოფლიოსა (2018) და ევროპის (2018) ჩემპიონატების ბრანჯაოს პრიზიორი.

ნუგზარ წურწუმია
პირადი ინფორმაცია
დაბ. სახელი ნუგზარ წურწუმია
ეროვნება ქართველი
დაბ. თარიღი 25 თებერვალი, 1997
დაბ. ადგილი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
გარდ. თარიღი 3 ივლისი, 2024 (27 წლის)
გარდ. ადგილი ხობი
სიმაღლე 160 სმ
წონა 50[1]
სპორტი
ქვეყანა საქართველო
სპორტი ჭიდაობა
სახეობა ბერძნულ-რომაული
მედლები
მსოფლიო ჩემპიონატი
ბრინჯაო ბუდაპეშტი 2018 55 კგ.
ოქრო ნურ-სულთანი 2019 55 კგ.
ბრინჯაო ოსლო 2021 55 კგ.
ვერცხლი ბელგრადი 2022 55 კგ.
ევროპის ჩემპიონატი
ბრინჯაო კასპიისკი 2018 55 კგ.
ბრინჯაო რომი 2020 55 კგ.
ვერცხლი ბუდაპეშტი 2022 55 კგ.

სპორტული კარიერა

რედაქტირება

2014 წელს გახდა ჭაბუკებს შორის ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი. 2015 წელს, ახალგაზრდებს შორის მოიპოვა მსოფლიოს ვერცხლისა და ევროპის ბრინჯაოს სინჯის მედლები. მომდევნო 2016 წელს, ახალგაზრდებს შორის გახდა ევროპის ჩემპიონი, ხოლო მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალს დასჯერდა. 2017 წელს ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი აიღო. 2018 წელს, 23 წლამდელ მოჭიდავეთა შორის გახდა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი.

2018 წლიდან გამოდის საქართველოს ბერძნულ-რომაული ჭიდაობის მთავარ ნაკრებში. სადებიუტო წელს, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე ბრინჯაოს მედლები აიღო. 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, 55 კგ. წონით კატეგორიაში, ნუგზარ წურწუმიამ ოთხი მეტოქე დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

2024 წლის 3 ივლისს ხობში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.[2]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება