ვლადიმერ ხინჩეგაშვილი

ქართველი მოჭიდავე, ოლიმპიური ჩემპიონი

ვლადიმერ (ლადო) ხინჩეგაშვილი (დ. 18 აპრილი, 1991, გორი, საქართველო) — ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავე. 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. ევროპის 3-გზის (2014, 2016, 2017) და მსოფლიოს (2015) ჩემპიონი. 2012 წლის ლონდონის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი 55 კგ წონით კატეგორიაში.[1] გორის მუნიციპალიტეტის მერი 2021 წლიდან.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი რიო 2016-ზე ოქროს მედლის მოპოვების შემდეგ
პირადი ინფორმაცია
ეროვნება ქართველი
დაბ. თარიღი 18 აპრილი, 1991
დაბ. ადგილი გორი
სიმაღლე 170 სმ
წონა 57 კგ
სპორტი
ქვეყანა საქართველო
სპორტი ჭიდაობა
სახეობა თავისუფალი
მწვრთნელი ნუგზარ სხირელი
მედლები
ოლიმპიური თამაშები
ვერცხლი ლონდონი 2012 -55 კგ
ოქრო რიო-დე-ჟანეირო 2016 -57 კგ
მსოფლიო ჩემპიონატი
ვერცხლი ტაშკენტი 2014 -57 კგ
ოქრო ლას-ვეგასი 2015 -57 კგ
ბრინჯაო პარიზი 2017 61- კგ
ევროპის ჩემპიონატი
ვერცხლი დორტმუნდი 2011 -55 კგ
ბრინჯაო თბილისი 2013 -60 კგ
ოქრო ვანტაა 2014 -57 კგ
ოქრო რიგა 2016 -61 კგ
ოქრო ნოვი-სადი 2017 -61 კგ
ბრინჯაო კასპიისკი 2018 -65 კგ
ევროპული თამაშები
ვერცხლი მინსკი 2019 -65 კგ
მსოფლიო თასი
ბრინჯაო ლოს-ანჯელესი 2016 -57 კგ
მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი
ბრინჯაო სტამბული 2008 -55 კგ
ოქრო ბუქარესტი 2010 -55 კგ
ოქრო ბუქარესტი 2011 -55 კგ
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი
ოქრო კოსიცე 2008 -50 კგ
ვერცხლი სამოკოვი 2010 -55 კგ
ოქრო ზრენჯანინი 2011 -55 კგ
ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატი
ბრინჯაო ვარშავა 2007 -50 კგ
ოქრო დაუგავპილსი 2008 -54 კგ

მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (55 კგ).

2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, ხინჩეგაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა. 57 კგ წონითი კატეგორიის ფინალში მან იაპონელი რეი ჰიგუჩი დაამარცხა.

2015 წელს საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციაციამ და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრომ დაასახელა წლის საუკეთესო სპორტსმენად. 2018 წელს მიღებული აქვს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი.

2016 წელს, სერიაში „ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები“ (პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი ელგუჯა ბერიშვილი) გამოიცა ვასილ ბალახაძის წიგნი „ვლადიმერ ხინჩეგაშვილი“.

2021 წლის თებერვლიდან ხელმძღვანელობდა მისი მწვრთნელის, ნუგზარ სხირელის მიერ დაარსებულ გორის თავისუფალი ჭიდაობის სკოლას.[2] ამავე წლის 30 ივლისს არაოფიციალურად დასახელდა გორის მუნიციპალიტეტის მერის კანდიდატად „ქართული ოცნების“ მხრიდან ადგილობრივი თვითმმართველობების არჩევნებში. შედეგად, აგვისტოში პარტიის ადგილობრივ ოფისში დაადასტურეს ინფორმაცია უახლოეს პერიოდში ხინჩეგაშვილის მიერ ჭიდაობის სკოლის მენეჯერის პოზიციიდან გადადგომის შესახებ.[3] 2 ოქტომბერს გამართულ არჩევნებში ხმების 52,9% მიიღო და პირველივე ტურით გახდა გორის მუნიციპალიტეტის მერი.[4]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Vladimer Khinchegashvili. london2012.com
  2. „სხირელის სკოლას ლადო ხინჩეგაშვილი უხელმძღვანელებს“. Lelo.Ge. ციტირების თარიღი: 23 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  3. დვალიშვილი, გიორგი (18 აგვისტო, 2021). „ხინჩეგაშვილი სხირელის სკოლის მენეჯერის პოზიციას ტოვებს“. რადიო მოზაიკა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-08-26. ციტირების თარიღი: 26 აგვისტო, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  4. „გორის ახალი მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი იქნება“. droa.ge. 3 ოქტომბერი, 2021. ციტირების თარიღი: 9 დეკემბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)