თეიმურაზ აფხაზავა

თეიმურაზ აფხაზავა (დ. 21 აპრილი, 1955, ქუთაისი, საქართველოს სსრ, სსრ კავშირი) — ქართველი და საბჭოთა სპორტსმენი, ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავე. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1982), საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი (1983).

თეიმურაზ აფხაზავა
პირადი ინფორმაცია
დაბ. სახელი თეიმურაზ ვახტანგის ძე აფხაზავა
ეროვნება ქართველი
დაბ. თარიღი 21 აპრილი, 1955 (1955-04-21) (69 წლის)
დაბ. ადგილი ქუთაისი, საქართველოს სსრ, სსრ კავშირი
წონა 82 კგ
სპორტი
ქვეყანა საბჭოთა კავშირის დროშა სსრ კავშირი
საქართველოს დროშა საქართველო
სახეობა კლასიკური ჭიდაობა
კლუბი „დინამო“ (ქუთაისი)
მწვრთნელი ილია ბობოხიძე
ჯილდოები
ხალხთა მეგობრობის ორდენი  — 23.04.1985
სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი — 1982
მედლები
საბჭოთა კავშირის დროშა საბჭოთა კავშირი
კლასიკური ჭიდაობა
მსოფლიო ჩემპიონატი
ოქრო კატოვიცე 1982 -82 კგ
ოქრო კიევი 1983 -82 კგ
მსოფლიო თასის
ოქრო ლუნცი 1985 -82 კგ
ევროპის ჩემპიონატი
ბრინჯაო ბუქარესტი 1979 -82 კგ
ოქრო ბუდაპეშტი 1983 -82 კგ
ოქრო იონჩოპინგი 1984 -82 კგ
ბრინჯაო პირეოსი 1986 -82 კგ
მეგობრობა-84
ოქრო ბუდაპეშტი 1984 -82 კგ

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა ქუთაისში 1955 წლის 21 აპრილს. ჭიდაობა დაიწყო 1969 წელს. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (1982, 1983), ევროპის ორგზის ჩემპიონი (1983, 1984) და ორგზის მესამე პრიზიორი (1979, 1986), მსოფლიო თასის და მსოფლიო „სუპერთასის“ მფლობელი (1985), მსოფლიოს ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (1975), მსოფლიო უნივერსიადის მეორე პრიზიორი (1981), საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1984), საბჭოთა კავშირის ხალხთა VII და VIII სპარტაკიადების მეორე (1979) და მესამე (1983) პრიზიორი.

1980 წელს დაამთავრა ქუთაისის ა. წულუკიძის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკური აღზრდის ფაკულტეტი.

ძირითადი შედეგები

რედაქტირება
წელი ტურნირი მასპინძელი წონითი კატ. ადგილი
1979 ევროპის ჩემპიონატი   რუმინეთი, ბუქარესტი -82 კგ  
1982 მსოფლიო ჩემპიონატი   პოლონეთი, კატოვიცე -82 კგ  
1983 მსოფლიო ჩემპიონატი   საბჭოთა კავშირი, კიევი -82 კგ  
1983 ევროპის ჩემპიონატი   უნგრეთი, ბუდაპეშტი -82 კგ  
1984 ევროპის ჩემპიონატი   შვედეთი, იონჩოპინგი -82 კგ  
1986 ევროპის ჩემპიონატი   საბერძნეთი, პირეოსი -82 კგ  

წყარო: Fila's official championship website დაარქივებული 2021-08-12 საიტზე Wayback Machine.

მიღწევები

რედაქტირება
მსოფლიო ჩემპიონი
ევროპის ჩემპიონი
ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი
საბჭოთა კავშირის ხალხთა VII სპარტაკიადის ვიცე-ჩემპიონი
საბჭოთა კავშირის ხალხთა VIII სპარტაკიადის ბრინჯაოს პრიზიორი
საბჭოთა კავშირის ჩემპიონი
საბჭოთა კავშირის ვიცე-ჩემპიონი
საბჭოთა კავშირის ჩემპინატის ბრინჯაოს პრიზიორი
საერთაშორისო ტურნირების ჩემპიონი
მსოფლიო ჩემპიონი (ახალგაზრდები)
  •   1975

საინტერესო ფაქტები

რედაქტირება

1982 წლის დეკემბერში სპორტულმა ჟურნალისტებმა და სპეციალისტებმა თეიმურაზ აფხაზავა საქართველოს მეოთხე საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს.[1]

1983 წლის დეკემბერში საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ფედერაციამ წინასაახალწლო ტრადიციული გამოკითხვის შედეგების მიხედვით დაადგინა საქართველოს 1983 წლის 10 საუკეთესო სპორტსმენი. საქართველოს № 1 სპორტსმენად ერთხმად (190 ქულა) დასახელდა მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი კლასიკურ ჭიდაობაში თეიმურაზ აფხაზავა („დინამო“, მწვრთნელი ი. ბობოხიძე).[2]

ლიტერატურა

რედაქტირება

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება

პერიოდიკა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. საქართველოს 10 საუკეთესო // „ლელო“, 29 დეკემბერი, 1982, № 249 (7310), გვ. 1.
  2. 10 საუკეთესო // „ლელო“, 31 დეკემბერი, 1983, № 250 (7561), გვ. 1.