კახი კახიაშვილი ან აკაკიოს კაკიაშვილისი (ბერძ. Ακάκιος Καχιασβίλης; დ. 13 ივლისი, 1969, ცხინვალი, საქართველოს სსრ) — საბჭოთა, ქართველი და ბერძენი ძალოსანი. სამგზის ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი. სპორტის დამსახურებული ოსტატი. ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის კავალერი. 1994 წლიდან გამოდიოდა საბერძნეთის სახელით. 2005 წელს აღიდგინა საქართველოს მოქალაქეობა. ვახტანგ გორგასლის სახელობის III ხარისხის ორდენისა და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი (2018), სპორტის რაინდი (2016).

კახი კახიაშვილი
პირადი ინფორმაცია
ეროვნება ქართველი
დაბ. თარიღი 13 ივლისი, 1969 (1969-07-13) (55 წლის)
დაბ. ადგილი ცხინვალი, საქართველოს სსრ
სიმაღლე 176
სპორტი
ქვეყანა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
საბერძნეთის დროშა საბერძნეთი
სპორტი ძალოსნობა
მედლები
ოლიმპიური თამაშები
ოქრო ბარსელონა 1992 90 კგ.
ოქრო ატლანტა 1996 99 კგ.
ოქრო სიდნეი 2000 94 კგ.
მსოფლიო ჩემპიონატი
ვერცხლი მელბურნი 1993 91 კგ.
ვერცხლი სტამბოლი 1994 91 კგ.
ოქრო გუანჯოუ 1995 99 კგ.
ოქრო ლახტი 1998 94 კგ.
ოქრო ათენი 1999 94 კგ.

ორჭიდში დამყარებული აქვს მსოფლიო რეკორდი: 420 კგ (99 კგ კატეგორიაში, 1996 წ.); ატაცში - ორი მსოფლიო რეკორდი: 185,5 კგ (91 კგ კატეგორიაში, 1994 წ.) და 188 კგ (94 კგ კატეგორიაში, 1999 წ.); აკვრაში - სამი: 227,5 კგ (91 კგ კატეგორიაში, 1995 წ.), 228,5 კგ (91 კგ კატეგორიაში, 1995 წ.) და 235 კგ (99 კგ კატეგორიაში, 1996 წ.).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება