დავით გობეჯიშვილი
დავით გობეჯიშვილი (დ. 3 იანვარი, 1963, სოფ. ხურუთი, ონის რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი მოჭიდავე (თავისუფალი სტილი). სეულის 1988 წლის თამაშების ჩემპიონი და ბარსელონის 1992 წლის თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი. მსოფლიოს 2-გზის (1985, 1990) და ევროპის ჩემპიონი (1985).[1]
მედლები | ||
---|---|---|
თავისუფალი ჭიდაობა | ||
ოლიმპიური თამაშები | ||
ოქრო | სეული 1988 | -130 კგ. |
ბრინჯაო | ბარსელონა 1992 | -130 კგ. |
მსოფლიო ჩემპიონატი | ||
ოქრო | ბუდაპეშტი 1985 | -130 კგ. |
ვერცხლი | ბუდაპეშტი 1986 | -130 კგ. |
ოქრო | ტოკიო 1990 | -130 კგ. |
ევროპის ჩემპიონატი | ||
ოქრო | ლაიფციგი 1985 | -130 კგ. |
ბიოგრაფია
რედაქტირებაკეთილი ნების თამაშების ჩემპიონი (1990), სსრკ ხალხთა IX სპარტაკიადის ჩემპიონი (1986), საბჭოთა კავშირის 3-გზის ჩემპიონი (1985, 1986, 1988), 2-გზის მეორე (1987, 1989) და მესამე პრიზიორი (1990), დსთ-ის ჩემპიონი (1992). საქართველოს ორგზის წლის საუკეთესო სპორტსმენი (1985, 1990). საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1985). ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენების კავალერი.
1994–2000 წლებში იყო საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი. 2001—2004 წლებში იყო საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე. 2008–2012 წლებში იყო საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი. 2008 წლის 17 ნოემბერს შეუერთდა იმ საინიციატივო ჯგუფს, რომელმაც წერილით მიმართა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის სოჭიდან (რუსეთი) გადატანის შესახებ. 2011 წელს, სერიაში „ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები“ (პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი ელგუჯა ბერიშვილი) გამოიცა გიორგი ჩოჩიშვილის წიგნი „დავით გობეჯიშვილი“.
საინტერესო ფაქტები
რედაქტირება1990 წლის დეკემბერში სპორტულმა ჟურნალისტებმა დავით გობეჯიშვილი საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს.[2]
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 54.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- დავით გობეჯიშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- დავით გობეჯიშვილი — ბიოგრაფიული ლექსიკონი
- დავით გობეჯიშვილი — საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი
- დავით გობეჯიშვილი — მემატიანე
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ვაჟა დანელია. (1 ოქტომბერი, 2020) დავით გობეჯიშვილი: დიდი ჩემპიონი ონიდან.... lelo.ge. ციტირების თარიღი: 16 იანვარი, 2022
- ↑ დავით გობეჯიშვილი — საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი // „ლელო“, 1 იანვარი, 1991, № 1 (10414), გვ. 1.