ომარ ფხაკაძე
ომარ ფხაკაძე (დ. 12 აგვისტო, 1944, ქუთაისი — გ. 21 მაისი, 1993, თბილისი) — ქართველი და საბჭოთა სპორტსმენი, ველომრბოლი (ტრეკი, სპრინტი). პირველი საბჭოთა მსოფლიო ჩემპიონი სპრინტში[კომ. 1] და პირველი საბჭოთა ველომრბოლი, რომელმაც სატრეკო ველორბოლაში ოლიმპიური მედალი მოიპოვა. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1965).[1]
პირადი ინფორმაცია | |||||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
დაბ. სახელი | ომარ ფხაკაძე | ||||||||||||||||||||||||||
მეტსახელ(ებ)ი |
„ელვა ტრეკზე“[1][2] „ველოსპორტის ვეფხვი“ „სამხრეთული გაელვება“[3] | ||||||||||||||||||||||||||
ეროვნება | ქართველი | ||||||||||||||||||||||||||
დაბ. თარიღი | 12 აგვისტო, 1944 | ||||||||||||||||||||||||||
დაბ. ადგილი | ქუთაისი, საქართველოს სსრ, სსრ კავშირი | ||||||||||||||||||||||||||
გარდ. თარიღი | 21 მაისი, 1993 (48 წლის) | ||||||||||||||||||||||||||
გარდ. ადგილი | თბილისი, საქართველო | ||||||||||||||||||||||||||
სიმაღლე | 187 სმ | ||||||||||||||||||||||||||
წონა | 95 კგ | ||||||||||||||||||||||||||
სპორტი | |||||||||||||||||||||||||||
ქვეყანა |
სსრ კავშირი საქართველო | ||||||||||||||||||||||||||
სპორტი | ველოსპორტი | ||||||||||||||||||||||||||
სახეობა | ტრეკი, სპრინტი | ||||||||||||||||||||||||||
კლუბი | „დინამო“ (თბილისი) | ||||||||||||||||||||||||||
მწვრთნელი |
ჯონდო მეფისაშვილი გურამ ჯოხაძე | ||||||||||||||||||||||||||
ჯილდოები |
| ||||||||||||||||||||||||||
|
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1944 წლის 12 აგვისტოს ქუთაისში. საგზატკეცილო ველორბოლაში ვარჯიში 15 წლის ასაკში მწვრთნელ ჯონდო მეფისაშვილის ხელმძღვანელობით დაიწყო. სკოლის მოსწავლეებს შორის საგზატკეცილო ველორბოლაში საქართველოს თასის გათამაშებაში გამარჯვებით მწვრთნელ გურამ ჯოხაძის[4] ყურადღება მიიპყრო, რომელმაც მას თბილისში გადასვლა და საგზატკეცილოდან სატრეკო ველორბოლაზე გადართვა ურჩია.[2][კომ. 2]
პირველ დიდ წარმატებას ომარ ფხაკაძემ საბჭოთა კავშირის ხალხთა III სპარტაკიადაზე მიაღწია, როდესაც მოსკოვისა და ტულის სახელმოხვეჭილ სპრინტერებთან ჭიდილში გაიმარჯვა და ოქროს მედალი მოიპოვა.[2]
მომდევნო წლებში ომარ ფხაკაძემ კიდევ უფრო დიდ სარბიელზე მიაღწია წარმატებებს, — გახდა მსოფლიოს ჩემპიონი (1965),[1][5][კომ. 3][6] ვერცხლის (1969)[7] და ბრინჯაოს პრიზიორი (1966),[8] XX ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი (1972, მიუნხენი),[9] იყო XVIII და XIX ოლიმპიადების მონაწილე (1964, ტოკიო — მეოთხედფინალი; 1968, მეხიკო — IV ადგილი).
საბჭოთა კავშირის ათგზის ჩემპიონი (1963, 1964, 1966–1973), ორგზის მეორე (1965, 1967) და მესამე (1968) პრიზიორი, საბჭოთა კავშირის თასის ოთხგზის მფლობელი (1963–1965, 1969), გდრ-ის, კოპენჰაგენის, ამსტერდამის, ტულის საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვებული. მსოფლიოს ორგზის რეკორდსმენი: ჰიტი 200 მ სვლით - 10,69 წმ და 10,61 წმ (1967).
საბჭოთა კავშირისა და საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი (1965). საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, საბჭოთა კავშირისა და საქართველოს სპრინტერთა ნაკრები გუნდების მწვრთნელი (1974–1993). საქართველოს ველოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტი (1986–1993).
მისი სახელი მინიჭებული აქვს თბილისის ცენტრალურ ველოდრომს. გადაღებულია გიორგი შენგელაიას ქართულ მხატვრულ ფილმში „ხარება და გოგია“, რომელშიც ასრულებს ერთ-ერთი მთავარი გმირის — ხარებას როლს.[2]
მიღწევები
რედაქტირება- ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი
- 1972 მიუნხენი (სპრინტი)
- მსოფლიოს ჩემპიონი
- 1965 სან-სებასტიანი (სპრინტი)
- მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი
- 1969 ბრნო (სპრინტი)
- მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი
- 1966 ფრანკფურტი (სპრინტი)
- საბჭოთა კავშირის ჩემპიონი
- 1963 მოსკოვი (სპრინტი)
- 1964 ირკუტსკი (სალიდერო რბოლა)
- 1965 პერმი (სალიდერო რბოლა)
- 1966 მოსკოვი (სპრინტი)
- 1967 მოსკოვი (სპრინტი)
- 1968 ხარკივი (სპრინტი)
- 1969 მოსკოვი (სპრინტი)
- 1970 ტულა (სპრინტი)
- 1971 მოსკოვი (სპრინტი)
- 1972 ტალინი (სპრინტი)
- საბჭოთა კავშირის ვიცე-ჩემპიონი
- 1965 ტულა (სპრინტი)
ძირითადი შედეგები
რედაქტირებასახეობა | ადგილმდებარეობა | ტურნირი | ადგილი |
---|---|---|---|
ველოსპორტი | ესპანეთი, სან-სებასტიანი | მსოფლიო ჩემპიონატი სატრეკო ველორბოლაში 1965 | |
ველოსპორტი | გერმანია, ფრანკფურტი | მსოფლიო ჩემპიონატი სატრეკო ველორბოლაში 1966 | |
ველოსპორტი | ჩეხოსლოვაკია, ბრნო | მსოფლიო ჩემპიონატი სატრეკო ველორბოლაში 1969 | |
ველოსპორტი | გერმანია, მიუნხენი | ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 1972 |
საინტერესო ფაქტები
რედაქტირებაომარ ფხაკაძე იყო პირველი ქართველი, რომელიც საბჭოთა კავშირის წლის საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს. ეს მოხდა 1965 წელს, სან-სებასტიანში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შემდეგ.
1970 წელს საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ფედერაციამ მოაწყო ტრადიციული საახალწლო ანკეტა რესპუბლიკის ათი საუკეთესო სპორტსმენის გამოსავლენად. გამოკითხვის შედეგად ომარ ფხაკაძე საქართველოს მეექვსე საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა.[10]
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 437.
პერიოდიკა
რედაქტირება- ბათუმი, 1965 წელი... // „ლელო“, 20–23 ივნისი, 1998, № 48 (11197), გვ. 7.
- ომარ ფხაკაძის ოქროს მედალი // „ლელო“, 1 აგვისტო, 1964, № 150 (2513), გვ. 1.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ომარ ფხაკაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ომარ ფხაკაძე — ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ომარ ფხაკაძე — საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი
- ომარ ფხაკაძე — უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი
- ომარ ფხაკაძე — ქართული სპოტი
- ველორბოლა დაარქივებული 2022-02-04 საიტზე Wayback Machine.
კომენტარები
რედაქტირება- ↑ სპრინტი ველოსპორტის უძველეს სახეობათაგანია. მსოფლიო პირველობა ვაჟთა შორის 1893 (ქალბატონები 1895), ოლიმპიური მედლები კი 1896 წლიდან თამაშდება (ქალბატონები 1988). ტრეკის სიგრძიდან გამომდინარე ორ ან სამ წრეზე იმართება. დიდ შეჯიბრებებზე ორი სპორტსმენი ეჯიბრება ერთმანეთს და გამარჯვებული ფინიშზე ორგზის პირველობით განისაზღვრება.
- ↑ 1965 წელს, როდესაც ომარ ფხაკაძე სატრეკო ველორბოლაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა გურამ ჯოხაძეს საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიენიჭა.
- ↑ ომარ ფხაკაძე საბჭოთა ველოსპრინტის ისტორიაში პირველი იყო, ვინც პლანეტის უძლიერესი ველოსპრინტერის სახელი მოიპოვა, როდესაც 3-გზის ოლიმპიურ ჩემპიონსა და 7-გზის მსოფლიო ჩემპიონს, საპატიო ლეგიონის ორდენის მფლობელ ფრანგ დანიელ მორელონს (ფრანგ. Daniel Morelon) გადაუსწრო.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 დანელია, ვაჟა (19 სექტემბერი, 2020). „ლეგენდების კვალდაკვალ. ომარ ფხაკაძე — სპრინტის მეფე და საველოსიპედო სპორტის ვეფხვი“. lelo.ge. „ლელო“. ციტირების თარიღი: 4 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 Еремян, Арсен (აგვისტო, 2009). „Молния на треке“ (PDF). russianclub.ge. "Русский клуб", № 8, გვ. 28–31. ციტირების თარიღი: 4 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ გიგოლაშვილი, ნ., „სამხრეთული გაელვება“ // „ლელო“, 5 ოქტომბერი, 1968, № 196 (3680), გვ. 2.
- ↑ გურამ ჯოხაძე. ბიოგრაფიული ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 4 თებერვალი, 2022
- ↑ 1965 San Sebastian (ESP). bikecult.com. ციტირების თარიღი: 4 თებერვალი, 2022
- ↑ ისინი პირველები იყვნენ // „ლელო“, 7 ნოემბერი, 1987, № 214 (9625), გვ. 2.
- ↑ 1969 Brno (TCH). bikecult.com. ციტირების თარიღი: 4 თებერვალი, 2022
- ↑ 1966 Frankfurt (GER). bikecult.com. ციტირების თარიღი: 4 თებერვალი, 2022
- ↑ XX ოლიმპიური თამაშები 1972, 26 აგვისტო — 10 სექტემბერი. მიუნხენი, გფრ.. geonoc.org.ge. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი. ციტირების თარიღი: 4 თებერვალი, 2022
- ↑ თინათინ ლეკვეიშვილი — № 1 // „ლელო“, 31 დეკემბერი, 1970, № 256 (4250), გვ. 1.