ხარკივი
ხარკივი, ხარკოვი (უკრ. Ха́рків) — სიდიდით მეორე ქალაქი უკრაინაში, ხარკივის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში. 2010 წლისთვის ქალაქის მოსახლეობა შეადგენდა 1 449 000 ადამიანს. ქალაქმა უმასპინძლა 2012 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატს. მეტალისტის სტადიონზე სულ 3 შეხვედრა გაიმართა.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ხარკივი Харків | |||||
მიძინების ტაძარი და ქალაქის ხედი | |||||
| |||||
ქვეყანა | უკრაინა | ||||
ოლქი | ხარკივი | ||||
შიდა დაყოფა | 4 რაიონი | ||||
კოორდინატები | 49°55′00″ ჩ. გ. 36°19′00″ ა. გ. / 49.91667° ჩ. გ. 36.31667° ა. გ. | ||||
მერი | იჰორ ტერეხოვი | ||||
დაარსდა | 1654 | ||||
პირველი ხსენება | 1552 | ||||
ფართობი | 310 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 152 მ | ||||
ოფიციალური ენა | უკრაინული ენა | ||||
მოსახლეობა | 1 449 000 კაცი (2010) | ||||
სიმჭიდროვე | 4 500 კაცი/კმ² | ||||
აგლომერაცია | 1 732 400 | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+2, ზაფხულში UTC+3 | ||||
სატელეფონო კოდი | 572 | ||||
საფოსტო ინდექსი | 61001—61499 | ||||
საავტომობილო კოდი | ХА | ||||
ოფიციალური საიტი | city.kharkov.ua/en | ||||
ხარკივი 1654 წელს დაარსდა და რუსეთის იმპერიაში უკრაინული კულტურის მთავარ კერას წარმოადგენდა. ხარკივი პირველი უკრაინული ქალაქი იყო, რომელმაც 1917 წლის დეკემბერში საბჭოთა ხელისუფლება აღიარა და შემდეგ იგი უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დედაქალაქი გახდა. დედაქალაქის სტატუსი მან 1934 წლამდე შეინარჩუნა, სანამ ის კიევში გადაინაცვლებდა. ამჟამად, ქალაქი ხარკივის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრია და რეგიონში სპეციალური სტატუსი გააჩნია.
ხარკივი უკრაინის ერთ-ერთი უმთავრესი კულტურული, სამეცნიერო, საგანმანათლებლო, სატრანსპორტო და სამრეწველო ცენტრია. ფუნქციონირებს 60 სამეცნიერო ინსტიტუტი, 30 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება, 6 მუზეუმი, 7 თეატრი და 80 ბიბლიოთეკა. მისი ინდუსტრია ძირითადად მანქანათმშენებლობაზე სპეციალიზდება. მოქმედებს ასობით სამრეწველო კომპანია.
ქალაქს გააჩნია მეტროპოლიტენი, რომლის სიგრძეც 38,1 კმ-ია და 29 სადგურს მოიცავს. ხარკივის ცნობილი ღირსშესანიშნაობაა თავისუფლების მოედანი (Maidan Svobody), რომელიც ამჟამად ევროპის მე-6 უდიდესი და მსოფლიოში სიგრძით მე-12 მოედანია.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი დაარქივებული 2011-01-27 საიტზე Wayback Machine. (უკრაინული)/(ინგლისური)
- ქალაქის საბჭოს ოფიციალური საიტი დაარქივებული 2022-04-05 საიტზე Wayback Machine. (უკრაინული)/(ინგლისური)
- ქალაქის პორტალი დაარქივებული 2009-02-16 საიტზე Wayback Machine. (უკრაინული)/(რუსული)(ინგლისური)
- ხარკივის ჯაზ-ფესტივალის ოფიციალური საიტი
- ძველი ხარკივის ფოტოები
- — 360 VR panoramas of Kharkiv`s square (dinosaur exhibition summer 2010) დაარქივებული 2011-08-24 საიტზე Wayback Machine.
- ხარკივის ეკლესია-მონასტრები და სხვა ძეგლები (ინგლისური)
- ხარკივის ნაცისტური ოკოპაცია დაარქივებული 2013-10-15 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)