ალექსანდრე მეტრეველი
ალექსანდრე მეტრეველი (დ. 2 ნოემბერი, 1944, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი და საბჭოთა ჩოგბურთელი, მსოფლიოს ყოფილი მეცხრე ჩოგანი. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1966). თბილისის საპატიო მოქალაქე (2017).
სრული სახელი | ალექსანდრე მეტრეველი |
---|---|
ქვეყანა (სპორტი) | სსრკ |
საცხოვრებელი ადგილი | მოსკოვი, რუსეთი |
დაიბადა |
2 ნოემბერი, 1944 თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
პროფესიონალი | 1962 |
კარიერა დაასრულა | 1980 |
თამაში | მემარჯვენე |
ერთეულები | |
კარიერის ჩანაწერები | 194–102 (65.54%)[1] |
ტიტულები კარიერაში | 5 ATP-ის რანგის ტურნირი[2] |
უმაღლესი რეიტინგი | მე-9 (3 ივნისი, 1974)[3] |
დიდი სლემის ერთეულთა შედეგები | |
ავსტრალიის ღია პირველობა | ნახევარფინალი (1972) |
საფრანგეთის ღია პირველობა | ნახევარფინალი (1972) |
უიმბლდონი | ფინალი (1973) |
აშშ-ის ღია პირველობა | მეოთხედფინალი (1974) |
წყვილები | |
კარიერის ჩანაწერები | 76–87 (46.63%)[4] |
ტიტულები კარიერაში | 1 ATP-ის რანგის ტურნირი |
დიდი სლემის წყვილთა შედეგები | |
ავსტრალიის ღია პირველობა | ნახევარფინალი (1973) |
საფრანგეთის ღია პირველობა | ნახევარფინალი (1974) |
უიმბლდონი | 3რ (1965, 1971, 1972, 1973) |
აშშ-ის ღია პირველობა | 3რ (1974) |
დიდი სლემის შერეულ წყვილთა შედეგები | |
უიმბლდონი | ფინალი (1968, 1970) |
ბოლოს განახლდა: 23 ოქტომბერი, 2018. |
ბიოგრაფია
რედაქტირება1973 წელს, მეტრეველი უიმბლდონის ფინალში გავიდა, სადაც ჩეხოსლოვაკ იან კოდეშთან დამარცხდა[5]. იგი ასევე ორჯერ გავიდა უიმბლდონის შერეული წყვილების ფინალში ოლგა მოროზოვასთან ერთად (1968, 1970), თუმცა წარმატებას ვერ მიაღწია. 1962 წელს 17 წლის ასაკში, მეტრეველი უიმბლდონის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალში ბრიტანელ სტენლი მეთიუზთან დამარცხდა[6]. უიმბლდონის გარდა, სხვა დიდი სლემის ტურნირებიდან, ალექსანდრე მეტრეველმა ავსტრალიის (1972) და საფრანგეთის (1972) ღია პირველობების ნახევარფინალებამდე, ხოლო აშშ-ის ღია პირველობაზე მეოთხედფინალამდე (1974) მიაღწია. კარიერა ჩოგბურთელმა 1980 წელს დაასრულა. ჯამში მან ATP-ის 5 ტურნირი მოიგო ერთეულთა თანრიგში. მეტრეველი არის ევროპის 16-გზის და სსრკ-ს 29-გზის ჩემპიონი ერთეულებში, წყვილებში და შერეულ წყვილებში. იგი არის სსრკ-ს ხალხთა სპარტაკიადის აბსოლუტური ჩემპიონი (1975). მეტრეველი იყო ერთადერთი საბჭოთა მამაკაცი ჩოგბურთელი, ვინც დიდი სლემის ტურნირის ფინალში ითამაშა და ვინც მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელთა ათეულში მოხვდა (მსოფლიოს მე-9 ჩოგანი 1974 წელს). იგი 18 წლის განმავლობაში შედიოდა სსრკ-ს საუკეთესო მამაკაც ჩოგბურთელთა ათეულში, აქედან 12-ჯერ პირველ ნომრად (1966–1967, 1969–1978). რეგულარულად იღებდა მონაწილეობას დეივისის თასზე სსრკ-ს ნაკრებში. იყო სსრკ-ს ჩოგბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს სპორტკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. 2015 წლის უიმბლდონის ტურნირის მსვლელობისას, ალექსანდრე მეტრეველი დეივისის თასის სპეციალური მედლით (ინგლ. Davis Cup Commitment Award) დაჯილდოვდა. ჯილდო მას ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა, ფრანჩესკო რიკი ბიტმა გადასცა[7].
1966 წელს დასახელდა საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად.[8]
დღესდღეობით ალექსანდრე მეტრეველი სპორტული კომენტატორია და ცხოვრობს მოსკოვში. იგი არის რუსეთის მოქალაქე და ავსტრალიის საპატიო მოქალაქე.
დიდი სლემის ტურნირებზე ასპარეზობის შედეგები
რედაქტირებაჩ – ჩემპიონი | ფ – ფინალი | ნ – ნახევარფინალი | მ – მეოთხედფინალი | რ – რაუნდი | კ – საკვალიფიკაციო ეტაპი |
---|
ტურნირი | 1962 | 1963 | 1964 | 1965 | 1966 | 1967 | 1968 | 1969 | 1970 | 1971 | 1972 | 1973 | 1974 | 1975 | 1976 | მოგება–წაგება |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ავსტრალიის ღია პირველობა | – | – | – | – | – | – | – | – | – | – | ნ | მ | – | მ | – | 8–3 |
საფრანგეთის ღია პირველობა | – | – | – | 2რ | მ | 3რ | 1რ | 1რ | 4რ | 2რ | ნ | 2რ | 2რ | 2რ | – | 18–10 |
უიმბლდონი | – | 1რ | 3რ | 3რ | 2რ | 1რ | 4რ | 2რ | 2რ | 4რ | მ | ფ | მ | 4რ | 3რ | 32–13 |
აშშ-ის ღია პირველობა | 3რ | – | – | – | – | – | – | – | 3რ | – | – | – | მ | 1რ | 2რ | 9–5 |
მოგება–წაგება | 2–1 | 0–1 | 2–0 | 3–2 | 5–2 | 2–2 | 3–1 | 1–2 | 6–3 | 4–2 | 11–3 | 9–3 | 9–3 | 7–4 | 3–2 | 67–31 |
ერთეულთა ფინალი: 1 (0–1)
რედაქტირებაშედეგი | წელი | ტურნირი | საფარი | მეტოქე | ანგარიში |
---|---|---|---|---|---|
მარცხი | 1973 | უიმბლდონი | ბალახი | იან კოდეში | 1–6, 8–9, 3–6 |
შერეული წყვილების ფინალები: 2 (0–2)
რედაქტირებაშედეგი | წელი | ტურნირი | საფარი | მეწყვილე | მეტოქეები | ანგარიში |
---|---|---|---|---|---|---|
მარცხი | 1968 | უიმბლდონი | ბალახი | ოლგა მოროზოვა | მარგარეტ კორტი კენ ფლეტჩერი |
1–6, 12–14 |
მარცხი | 1970 | უიმბლდონი | ბალახი | ოლგა მოროზოვა | როზმარი კაზალსი ილიე ნასტასე |
3–6, 6–4, 7–9 |
ყველა გამარჯვება ATP-ის ტურნირებზე ერთეულებში (5)
რედაქტირება# | წელი | ტურნირი | საფარი | მეტოქე | ანგარიში |
---|---|---|---|---|---|
1. | 1971 | ტასმანიის ღია პირველობა, ავსტრალია (1) | ჰარდი | ჯონ ალექსანდერი | 7–6, 6–3, 4–6, 6–3 |
2. | 1972 | სიდნეის საერთაშორისო ტურნირი, ავსტრალია (1) | ჰარდი | პატრის დომინგესი | 6–4, 6–4, 3–6, 6–1 |
3. | 1972 | ტასმანიის ღია პირველობა, ავსტრალია (2) | ბალახი | ვანარო ნგოდრელა | 6–2, 6–4, 6–3 |
4. | 1972 | ადელაიდას საჩოგბურთო ტურნირი, ავსტრალია (1) | ბალახი | კიმ უორვიკი | 6–3, 6–3, 7–6 |
5. | 1974 | საუტ-ორანჟის ღია პირველობა, აშშ (1) | ჰარდი | ჯიმი კონორსი | ტექნიკური მოგება |
საინტერესო ფაქტები
რედაქტირება1970 წელს საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ფედერაციამ მოაწყო ტრადიციული საახალწლო ანკეტა რესპუბლიკის ათი საუკეთესო სპორტსმენის გამოსავლენად. გამოკითხვის შედეგად ალექსანდრე მეტრეველი საქართველოს მესამე საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა.[9]
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული ფიზიკური კულტურისა და სპორტის კომიტეტის კოლეგიამ თავის სხდომაზე დაამტკიცა რესპუბლიკის საუკეთესო სპორტსმენთა ათეული 1976 წლის შედეგების მიხედვით, სადაც ალექსანდრე მეტრეველი 1976 წლის საქართველოს მეხუთე საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა.[10]
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი“.- თბ., 2002. - გვ.666
პერიოდიკა
რედაქტირება- ახალი მწვერვალებისაკენ! // „ლელო“, 31 დეკემბერი, 1978, № 256 (6311), გვ. 1.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- მეტრეველის ჩოგბურთის აკადემია დაარქივებული 2020-09-28 საიტზე Wayback Machine. (რუსული)
- მეტრეველი ATP-ის ოფიციალურ საიტზე
- მეტრეველი ITF-ის ოფიციალურ საიტზე დაარქივებული 2016-04-13 საიტზე Wayback Machine.
- მეტრეველი დეივისის თასის ოფიციალურ საიტზე
- ალექსანდრე მეტრეველი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ალექსანდრე მეტრეველი – ქართული სპორტის სტატისტიკა
სქოლიო
რედაქტირება- ↑ „Alex Metreveli singles“. atpworldtour.com. ციტირების თარიღი: 7 იანვარი 2018.
- ↑ „Alex Metreveli titles and finals“. atpworldtour.com. ციტირების თარიღი: 7 იანვარი 2018.
- ↑ „Alex Metreveli rankings history“. atpworldtour.com. ციტირების თარიღი: 7 იანვარი 2018.
- ↑ „Alex Metreveli doubles“. atpworldtour.com. ციტირების თარიღი: 7 იანვარი 2018.
- ↑ „კარიერა ფრაზებში: ალექსანდრე მეტრეველი“. msy.gov.ge. ციტირების თარიღი: 7 იანვარი 2018.
- ↑ „THE JUNIOR CHAMPIONSHIPS, WIMBLEDON“ (PDF). itftennis.com. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 7 იანვარი 2018.
- ↑ „სოლოლაკიდან ავსტრალიამდე განვლილი წარმატებული საჩოგბურთო გზა“. sport.adjara.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-11-05. ციტირების თარიღი: 7 იანვარი 2018.
- ↑ საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის გამოკითხვის ლაურეატები (1964–2010). საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-07-15. ციტირების თარიღი: 17 ივლისი, 2020.
- ↑ თინათინ ლეკვეიშვილი — № 1 // „ლელო“, 31 დეკემბერი, 1970, № 256 (4250), გვ. 1.
- ↑ საუკეთესონი // „ლელო“, 31 დეკემბერი, 1976, № 259 (5809), გვ. 1.