ჯიმი კონორსი
ჯეიმზ სკოტ კონორსი (ინგლ. James Scott Connors; დ. 2 სექტემბერი, 1952, სანტა-ბარბარა, კალიფორნია, აშშ) — ამერიკელი ყოფილი პროფესიონალი ჩოგბურთელი, მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი. აღიარებულია ერთ-ერთ საუკეთესო ჩოგბურთელად ისტორიაში[1][2][3].
კონორსი 1978 წელს | |
სრული სახელი | ჯეიმზ სკოტ კონორსი |
---|---|
მშობლიური სახელი | James Scott Connors |
ქვეყანა (სპორტი) | აშშ |
საცხოვრებელი ადგილი | სანტა-ბარბარა, კალიფორნია, აშშ |
დაიბადა |
2 სექტემბერი, 1952 ისტ-სენტ-ლუისი, ილინოისი, აშშ |
სიმაღლე | 178 სმ. |
პროფესიონალი | 1972 |
კარიერა დაასრულა | 1996 |
თამაში | მემარცხენე |
მწვრთნელ(ებ)ი | გლორია კონორსი, პანჩო სეგურა |
ფულადი პრიზი | 8,641,040 აშშ დოლარი |
დიდების დარბაზი | 1998 (წევრის გვერდი) |
ერთეულები | |
კარიერის ჩანაწერები | 1256–279 (81.82%) |
ტიტულები კარიერაში | 109 |
უმაღლესი რეიტინგი | 1-ლი (29 ივლისი, 1974) |
დიდი სლემის ერთეულთა შედეგები | |
ავსტრალიის ღია პირველობა | გამარჯვება (1974) |
საფრანგეთის ღია პირველობა | ნახევარფინალი (1979, 1980, 1984, 1985) |
უიმბლდონი | გამარჯვება (1974, 1982) |
აშშ-ის ღია პირველობა | გამარჯვება (1974, 1976, 1978, 1982, 1983) |
სხვა ტურნირები | |
ტურის ფინალი | გამარჯვება (1977) |
WCT-ის ფინალი | გამარჯვება (1977, 1980) |
წყვილები | |
კარიერის ჩანაწერები | 174–78 (68.9%) |
ტიტულები კარიერაში | 16 |
უმაღლესი რეიტინგი | 370-ე (1 მარტი, 1993) |
დიდი სლემის წყვილთა შედეგები | |
ავსტრალიის ღია პირველობა | 3რ (1974) |
საფრანგეთის ღია პირველობა | ფინალი (1973) |
უიმბლდონი | გამარჯვება (1973) |
აშშ-ის ღია პირველობა | გამარჯვება (1975) |
შერეული წყვილები | |
დიდი სლემის შერეულ წყვილთა შედეგები | |
აშშ-ის ღია პირველობა | ფინალი (1974) |
გუნდური შეჯიბრები | |
დეივისის თასი | გამარჯვება (1981) |
ბოლოს განახლდა: 28 ოქტომბერი, 2018. |
კონორსს ერთეულთა თანრიგში მოგებული აქვს 8 დიდი სლემის ტურნირი – 5 აშშ-ის ღია პირველობა, 2 უიმბლდონი და 1 ავსტრალიის ღია პირველობა. მან ერთხელ მოიგო წლის შემაჯამებელი ტურნირი. ჯამში მას ATP-ის 109 ტიტული აქვს ერთეულებში მოგებული, რაც არის ყველა დროის რეკორდი მამაკაცთა ჩოგბურთში. ამერიკელს ასევე ორი მნიშვნელოვანი რეკორდი აქვს – ყველაზე მეტი ჩატარებული მატჩი ATP-ის ისტორიაში და ყველაზე მეტი მოგებული. კონორსი 268 კვირის განმავლობაში იკავებდა ერთეულთა რეიტინგში პირველ ადგილს. 1974 წლიდან 1977 წლამდე, იგი ზედიზედ 160 კვირის განმავლობაში ლიდერობდა რეიტინგში, რაც 2007 წლამდე რეკორდი იყო.
ჯიმი კონორსს ასევე ორი დიდი სლემის ტურნირი აქვს წყვილთა თანრიგში მოგებული – 1 უიმბლდონი და 1 აშშ-ის ღია პირველობა. სანაკრებო დონეზე აშშ-ის ნაკრებთან ერთად, მან ერთხელ მოიგო დეივისის თასი. 1998 წელს, იგი საერთაშორისო ჩოგბურთის დიდების დარბაზში შეიყვანეს.
სტატისტიკა და მიღწევები
რედაქტირებადიდი სლემის ტურნირების ფინალები
რედაქტირებაერთეულები: 15 (8–7)
რედაქტირებაშედეგი | წელი | ტურნირი | საფარი | მეტოქე | ანგარიში |
---|---|---|---|---|---|
გამარჯვება | 1974 | ავსტრალიის ღია პირველობა (1) | ბალახი | ფილ დენტი | 7–6(9–7), 6–4, 4–6, 6–3 |
გამარჯვება | 1974 | უიმბლდონი (1) | ბალახი | კენ როზუოლი | 6–1, 6–1, 6–4 |
გამარჯვება | 1974 | აშშ-ის ღია პირველობა (1) | ბალახი | კენ როზუოლი | 6–1, 6–0, 6–1 |
მარცხი | 1975 | ავსტრალიის ღია პირველობა | ბალახი | ჯონ ნიუკომბი | 5–7, 6–3, 4–6, 6–7(7–9) |
მარცხი | 1975 | უიმბლდონი | ბალახი | არტურ ეში | 1–6, 1–6, 7–5, 4–6 |
მარცხი | 1975 | აშშ-ის ღია პირველობა | თიხა | მანუელ ორანტესი | 4–6, 3–6, 3–6 |
გამარჯვება | 1976 | აშშ-ის ღია პირველობა (2) | თიხა | ბიერნ ბორგი | 6–4, 3–6, 7–6(11–9), 6–4 |
მარცხი | 1977 | უიმბლდონი | ბალახი | ბიერნ ბორგი | 6–3, 2–6, 1–6, 7–5, 4–6 |
მარცხი | 1977 | აშშ-ის ღია პირველობა | თიხა | გილიერმო ვილასი | 6–2, 3–6, 6–7(4–7), 0–6 |
მარცხი | 1978 | უიმბლდონი | ბალახი | ბიერნ ბორგი | 2–6, 2–6, 3–6 |
გამარჯვება | 1978 | აშშ-ის ღია პირველობა (3) | ჰარდი | ბიერნ ბორგი | 6–4, 6–2, 6–2 |
გამარჯვება | 1982 | უიმბლდონი (2) | ბალახი | ჯონ მაკინროი | 3–6, 6–3, 6–7(2–7), 7–6(7–5), 6–4 |
გამარჯვება | 1982 | აშშ-ის ღია პირველობა (4) | ჰარდი | ივან ლენდლი | 6–3, 6–2, 4–6, 6–4 |
გამარჯვება | 1983 | აშშ-ის ღია პირველობა (5) | ჰარდი | ივან ლენდლი | 6–3, 6–7(2–7), 7–5, 6–0 |
მარცხი | 1984 | უიმბლდონი | ბალახი | ჯონ მაკინროი | 1–6, 1–6, 2–6 |
წყვილები: 3 (2–1)
რედაქტირებაშედეგი | წელი | ტურნირი | საფარი | მეწყვილე | მეტოქეები | ანგარიში |
---|---|---|---|---|---|---|
მარცხი | 1973 | საფრანგეთის ღია პირველობა | თიხა | ილიე ნასტასე | ჯონ ნიუკომბი ტომ ოკერი |
1–6, 6–3, 3–6, 7–5, 4–6 |
გამარჯვება | 1973 | უიმბლდონი (1) | ბალახი | ილიე ნასტასე | ჯონ კუპერი ნილ ფრეიზერი |
3–6, 6–3, 6–4, 8–9(3), 6–1 |
გამარჯვება | 1975 | აშშ-ის ღია პირველობა (1) | თიხა | ილიე ნასტასე | ტომ ოკერი მარტი რისენი |
6–4, 7–6 |
შერეული წყვილები: 1 (0–1)
რედაქტირებაშედეგი | წელი | ტურნირი | საფარი | მეწყვილე | მეტოქეები | ანგარიში |
---|---|---|---|---|---|---|
მარცხი | 1974 | აშშ-ის ღია პირველობა | ბალახი | კრის ევერტი | პამელა ტიგუარდენი ჯეფ მასტერსი |
1–6, 6–7 |
წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალები: 1 (1–0)
რედაქტირებაშედეგი | წელი | ტურნირი | საფარი | მეტოქე | ანგარიში |
---|---|---|---|---|---|
გამარჯვება | 1978 | მასტერსის გრან-პრი, ნიუ-იორკი (1) | ხალიჩა (დ) | ბიერნ ბორგი | 6–4, 1–6, 6–4 |
(დ) – დახურული კორტი
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ „Tennis' Top 20 of All Time“. espn.com. ციტირების თარიღი: 28 ოქტომბერი 2018.
- ↑ „THE 50 GREATEST PLAYERS OF THE OPEN ERA (M): NO. 10, JIMMY CONNORS“. tennis.com. ციტირების თარიღი: 28 ოქტომბერი 2018.
- ↑ „Top 10 Tennis Players Of All Time: Rafael Nadal, Roger Federer Or Pete Sampras The Greatest Men's Player In Open Era?“. ibtimes.com. ციტირების თარიღი: 28 ოქტომბერი 2018.