გილიერმო ვილასი
გილიერმო ვილასი (ესპ. Guillermo Vilas; დ. 17 აგვისტო, 1952, მარ-დელ-პლატა, არგენტინა) — არგენტინელი ყოფილი პროფესიონალი ჩოგბურთელი, მსოფლიოს ყოფილი მეორე ჩოგანი.
ვილასი 1975 წელს | |
ქვეყანა (სპორტი) | არგენტინა |
---|---|
საცხოვრებელი ადგილი | ბუენოს-აირესი, არგენტინა |
დაიბადა |
17 აგვისტო, 1952 მარ-დელ-პლატა, არგენტინა |
სიმაღლე | 180 სმ. |
პროფესიონალი | 1969 |
კარიერა დაასრულა | 1992 |
თამაში | მემარცხენე |
ფულადი პრიზი | 4,923,882 აშშ დოლარი |
დიდების დარბაზი | 1991 (წევრის გვერდი) |
ერთეულები | |
კარიერის ჩანაწერები | 949–291 (76.53%) |
ტიტულები კარიერაში | 62 |
უმაღლესი რეიტინგი | მე-2 (30 აპრილი, 1975) |
დიდი სლემის ერთეულთა შედეგები | |
ავსტრალიის ღია პირველობა | გამარჯვება (1978, 1979) |
საფრანგეთის ღია პირველობა | გამარჯვება (1977) |
უიმბლდონი | მეოთხედფინალი (1975, 1976) |
აშშ-ის ღია პირველობა | გამარჯვება (1977) |
სხვა ტურნირები | |
ტურის ფინალი | გამარჯვება (1974) |
WCT-ის ფინალი | ფინალი (1976) |
წყვილები | |
კარიერის ჩანაწერები | 225–156 (59.05%) |
ტიტულები კარიერაში | 16 |
უმაღლესი რეიტინგი | მე-20 (21 მაისი, 1979) |
დიდი სლემის წყვილთა შედეგები | |
ავსტრალიის ღია პირველობა | 2რ (1977 (იან.)) |
საფრანგეთის ღია პირველობა | ნახევარფინალი (1975) |
უიმბლდონი | 3რ (1976) |
აშშ-ის ღია პირველობა | მეოთხედფინალი (1975) |
გუნდური შეჯიბრები | |
დეივისის თასი | ფინალი (1981) |
ბოლოს განახლდა: 3 ნოემბერი, 2018. |
ვილასს 4 დიდი სლემის ტურნირი აქვს მოგებული – 2 ავსტრალიის ღია პირველობა, 1 საფრანგეთის ღია პირველობა და 1 აშშ-ის ღია პირველობა. მან ასევე ერთხელ გაიმარჯვა წლის შემაჯამებელი ტურნირზე. ჯამში მას ATP-ის 62 ტიტული აქვს ერთეულებში მოგებული. 62-დან 49 ტიტული, ვილასმა თიხის საფარზე მოიგო და ამ საფარის ტიტულების რაოდენობით, იგი მხოლოდ რაფაელ ნადალს ჩამორჩება. არგენტინელს თიხაზე 678 მატჩი აქვს მოგებული, რაც ყველა დროის საუკეთესო შედეგია აღნიშნულ საფარზე. 1977 წელს, მან ორი თიხის დიდი სლემის ტურნირი მოიგო (აშშ-ის ღია პირველობა მაშინ თიხაზე ტარდებოდა). ამავე წელს, მას თიხაზე 53 მატჩიანი მოგებათა სერია ჰქონდა, რაც მოგვიანებით მხოლოდ ნადალმა გააუმჯობესა. აღნიშნული მიღწევების გამო, გილიერმო ვილასი ისტორიაში თიხის საფარის ერთ-ერთ საუკეთესო ჩოგბურთელად ითვლება[1].
1991 წელს, ვილასი საერთაშორისო ჩოგბურთის დიდების დარბაზში შეიყვანეს.
სტატისტიკა და მიღწევები
რედაქტირებადიდი სლემის ტურნირების ფინალები: 8 (4–4)
რედაქტირებაშედეგი | წელი | ტურნირი | საფარი | მეტოქე | ანგარიში |
---|---|---|---|---|---|
მარცხი | 1975 | საფრანგეთის ღია პირველობა | თიხა | ბიერნ ბორგი | 2–6, 3–6, 4–6 |
მარცხი | 1977 (იან.) | ავსტრალიის ღია პირველობა | ბალახი | როსკო ტანერი | 3–6, 3–6, 3–6 |
გამარჯვება | 1977 | საფრანგეთის ღია პირველობა (1) | თიხა | ბრაიან გოტფრიდი | 6–0, 6–3, 6–0 |
გამარჯვება | 1977 | აშშ-ის ღია პირველობა (1) | თიხა | ჯიმი კონორსი | 2–6, 6–3, 7–6(7–4), 6–0 |
მარცხი | 1978 | საფრანგეთის ღია პირველობა | თიხა | ბიერნ ბორგი | 1–6, 1–6, 3–6 |
გამარჯვება | 1978 | ავსტრალიის ღია პირველობა (1) | ბალახი | ჯონ მარკსი | 6–4, 6–4, 3–6, 6–3 |
გამარჯვება | 1979 | ავსტრალიის ღია პირველობა (2) | ბალახი | ჯონ სედრი | 7–6(7–4), 6–3, 6–2 |
მარცხი | 1982 | საფრანგეთის ღია პირველობა | თიხა | მატს ვილანდერი | 6–1, 6–7(6–8), 0–6, 4–6 |
წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალები: 1 (1–0)
რედაქტირებაშედეგი | წელი | ტურნირი | საფარი | მეტოქე | ანგარიში |
---|---|---|---|---|---|
გამარჯვება | 1974 | მასტერსის გრან-პრი, მელბურნი (1) | ბალახი | ილიე ნასტასე | 7–6(8–6), 6–2, 3–6, 3–6, 6–4 |
(დ) – დახურული კორტი
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ „Ahead of French Open 2017 Simon Briggs ranks the 20 male clay-court players of all time“. telegraph.co.uk. ციტირების თარიღი: 3 ნოემბერი 2018.