ივან ლენდლი
ივან ლენდლი (ჩეხ. Ivan Lendl; დ. 7 მარტი, 1960, ოსტრავა, ჩეხოსლოვაკია) — ჩეხოსლოვაკი და მოგვიანებით ამერიკელი ყოფილი პროფესიონალი ჩოგბურთელი, მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი. აღიარებულია ერთ-ერთ საუკეთესო ჩოგბურთელად ისტორიაში[1][2][3].
ლენდლი 1984 წელს | |
ქვეყანა (სპორტი) |
ჩეხოსლოვაკია (1978–1992) აშშ (1992–1994) |
---|---|
საცხოვრებელი ადგილი | ვირო ბიჩი, ფლორიდა, აშშ |
დაიბადა |
7 მარტი, 1960 ოსტრავა, ჩეხოსლოვაკია |
სიმაღლე | 187 სმ. |
პროფესიონალი | 1978 |
კარიერა დაასრულა | 1994 |
თამაში | მემარჯვენე |
ფულადი პრიზი | 21,262,417 აშშ დოლარი |
დიდების დარბაზი | 2001 (წევრის გვერდი) |
ერთეულები | |
კარიერის ჩანაწერები | 1068–242 (81.53%) |
ტიტულები კარიერაში | 94 |
უმაღლესი რეიტინგი | 1-ლი (28 თებერვალი, 1983) |
დიდი სლემის ერთეულთა შედეგები | |
ავსტრალიის ღია პირველობა | გამარჯვება (1989, 1990) |
საფრანგეთის ღია პირველობა | გამარჯვება (1984, 1986, 1987) |
უიმბლდონი | ფინალი (1986, 1987) |
აშშ-ის ღია პირველობა | გამარჯვება (1985, 1986, 1987) |
სხვა ტურნირები | |
ტურის ფინალი | გამარჯვება (1981, 1982, 1985, 1986, 1987) |
დიდი სლემის თასი | ნახევარფინალი (1991) |
WCT-ის ფინალი | გამარჯვება (1982, 1985) |
წყვილები | |
კარიერის ჩანაწერები | 187–140 (57.2%) |
ტიტულები კარიერაში | 6 |
უმაღლესი რეიტინგი | მე-20 (12 მაისი, 1986) |
დიდი სლემის წყვილთა შედეგები | |
ავსტრალიის ღია პირველობა | 3რ (1984) |
საფრანგეთის ღია პირველობა | ნახევარფინალი (1980) |
უიმბლდონი | 2რ (1985) |
აშშ-ის ღია პირველობა | 3რ (1980) |
გუნდური შეჯიბრები | |
დეივისის თასი | გამარჯვება (1980) |
ბოლოს განახლდა: 22 ოქტომბერი 2018. |
ლენდლს 8 დიდი სლემის ტურნირი აქვს მოგებული – 3 საფრანგეთის ღია პირველობა, 3 აშშ-ის ღია პირველობა და 2 ავსტრალიის ღია პირველობა. მან ასევე მოიგო 5 წლის შემაჯამებელი ტურნირი. ჯამში მას ATP-ის 94 ტიტული აქვს ერთეულებში მოგებული. ლენდლი 270 კვირის განმავლობაში იკავებდა ჩოგბურთელთა რეიტინგში პირველ ადგილს, რაც მესამე საუკეთესო შედეგია როჯერ ფედერერის და პიტ სამპრასის შემდეგ.
სანაკრებო დონეზე, ლენდლმა ერთხელ მოიგო დეივისის თასი ჩეხოსლოვაკიის ნაკრებთან ერთად. კარიერა მან 1994 წელს დაასრულა. 2001 წელს, ლენდლი საერთაშორისო ჩოგბურთის დიდების დარბაზში შეიყვანეს.
2011 წლის დეკემბერში, ლენდლი ენდი მარის მწვრთნელი გახდა[4]. მისი დახმარებით, მარიმ 3 დიდი სლემის ტურნირი, 2 ოლიმპიური ოქროს მედალი და 1 წლის შემაჯამებელი ტურნირი მოიგო. ბრიტანელი ასევე კარიერაში პირველად აღზევდა რეიტინგში პირველ ადგილზე. 2017 წლის ნოემბერში, ლენდლმა და მარიმ დაასრულეს თანამშრომლობა[5].
სტატისტიკა და მიღწევები
რედაქტირებადიდი სლემის ტურნირების ფინალები: 19 (8–11)
რედაქტირებაშედეგი | წელი | ტურნირი | საფარი | მეტოქე | ანგარიში |
---|---|---|---|---|---|
მარცხი | 1981 | საფრანგეთის ღია პირველობა | თიხა | ბიერნ ბორგი | 1–6, 6–4, 2–6, 6–3, 1–6 |
მარცხი | 1982 | აშშ-ის ღია პირველობა | ჰარდი | ჯიმი კონორსი | 3–6, 2–6, 6–4, 4–6 |
მარცხი | 1983 | აშშ-ის ღია პირველობა | ჰარდი | ჯიმი კონორსი | 3–6, 7–6(7–2), 5–7, 0–6 |
მარცხი | 1983 | ავსტრალიის ღია პირველობა | ბალახი | მატს ვილანდერი | 1–6, 4–6, 4–6 |
გამარჯვება | 1984 | საფრანგეთის ღია პირველობა (1) | თიხა | ჯონ მაკინროი | 3–6, 2–6, 6–4, 7–5, 7–5 |
მარცხი | 1984 | აშშ-ის ღია პირველობა | ჰარდი | ჯონ მაკინროი | 3–6, 4–6, 1–6 |
მარცხი | 1985 | საფრანგეთის ღია პირველობა | თიხა | მატს ვილანდერი | 6–3, 4–6, 2–6, 2–6 |
გამარჯვება | 1985 | აშშ-ის ღია პირველობა (1) | ჰარდი | ჯონ მაკინროი | 7–6(7–1), 6–3, 6–4 |
გამარჯვება | 1986 | საფრანგეთის ღია პირველობა (2) | თიხა | მიკაელ პერნფორსი | 6–3, 6–2, 6–4 |
მარცხი | 1986 | უიმბლდონი | ბალახი | ბორის ბეკერი | 4–6, 3–6, 5–7 |
გამარჯვება | 1986 | აშშ-ის ღია პირველობა (2) | ჰარდი | მილოსლავ მეჩირჟი | 6–4, 6–2, 6–0 |
გამარჯვება | 1987 | საფრანგეთის ღია პირველობა (3) | თიხა | მატს ვილანდერი | 7–5, 6–2, 3–6, 7–6(7–3) |
მარცხი | 1987 | უიმბლდონი | ბალახი | პეტ ქეში | 6–7(5–7), 2–6, 5–7 |
გამარჯვება | 1987 | აშშ-ის ღია პირველობა (3) | ჰარდი | მატს ვილანდერი | 6–7(7–9), 6–0, 7–6(7–4), 6–4 |
მარცხი | 1988 | აშშ-ის ღია პირველობა | ჰარდი | მატს ვილანდერი | 4–6, 6–4, 3–6, 7–5, 4–6 |
გამარჯვება | 1989 | ავსტრალიის ღია პირველობა (1) | ჰარდი | მილოსლავ მეჩირჟი | 6–2, 6–2, 6–2 |
მარცხი | 1989 | აშშ-ის ღია პირველობა | ჰარდი | ბორის ბეკერი | 6–7(2–7), 6–1, 3–6, 6–7(4–7) |
გამარჯვება | 1990 | ავსტრალიის ღია პირველობა (2) | ჰარდი | სტეფან ედბერგი | 4–6, 7–6(7–3), 5–2 შეწყვიტა |
მარცხი | 1991 | ავსტრალიის ღია პირველობა | ჰარდი | ბორის ბეკერი | 6–1, 4–6, 4–6, 4–6 |
წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალები: 9 (5–4)
რედაქტირებაშედეგი | წელი | ტურნირი | საფარი | მეტოქე | ანგარიში |
---|---|---|---|---|---|
მარცხი | 1980 | მასტერსის გრან-პრი, ნიუ-იორკი | ხალიჩა (დ) | ბიერნ ბორგი | 4–6, 2–6, 2–6 |
გამარჯვება | 1981 | მასტერსის გრან-პრი, ნიუ-იორკი (1) | ხალიჩა (დ) | ვიტას გერულაიტისი | 6–7(5–7), 2–6, 7–6(8–6), 6–2, 6–4 |
გამარჯვება | 1982 | მასტერსის გრან-პრი, ნიუ-იორკი (2) | ხალიჩა (დ) | ჯონ მაკინროი | 6–4, 6–4, 6–2 |
მარცხი | 1983 | მასტერსის გრან-პრი, ნიუ-იორკი | ხალიჩა (დ) | ჯონ მაკინროი | 3–6, 4–6, 4–6 |
მარცხი | 1984 | მასტერსის გრან-პრი, ნიუ-იორკი | ხალიჩა (დ) | ჯონ მაკინროი | 5–7, 0–6, 4–6 |
გამარჯვება | 1985 | მასტერსის გრან-პრი, ნიუ-იორკი (3) | ხალიჩა (დ) | ბორის ბეკერი | 6–2, 7–6(7–1), 6–3 |
გამარჯვება | 1986 | მასტერსის გრან-პრი, ნიუ-იორკი (4) | ხალიჩა (დ) | ბორის ბეკერი | 6–4, 6–4, 6–4 |
გამარჯვება | 1987 | მასტერსის გრან-პრი, ნიუ-იორკი (5) | ხალიჩა (დ) | მატს ვილანდერი | 6–2, 6–2, 6–3 |
მარცხი | 1988 | მასტერსის გრან-პრი, ნიუ-იორკი | ხალიჩა (დ) | ბორის ბეკერი | 7–5, 6–7(5–7), 6–3, 2–6, 6–7(5–7) |
(დ) – დახურული კორტი
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ „Tennis' Top 20 of All Time“. espn.com. ციტირების თარიღი: 22 ოქტომბერი 2018.
- ↑ „Top 10 Men's Tennis Players of All Time“. si.com. ციტირების თარიღი: 22 ოქტომბერი 2018.
- ↑ „THE 50 GREATEST PLAYERS OF THE OPEN ERA (M): NO. 8, IVAN LENDL“. tennis.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-11-03. ციტირების თარიღი: 22 ოქტომბერი 2018.
- ↑ „Andy Murray appoints Ivan Lendl as his new coach“. bbc.com. ციტირების თარიღი: 22 ოქტომბერი 2018.
- ↑ „Andy Murray: British number one splits with coach Ivan Lendl“. bbc.com. ციტირების თარიღი: 22 ოქტომბერი 2018.