სტეფან ედბერგი
სტეფან ბენგტ ედბერგი (შვედ. Stefan Bengt Edberg; დ. 19 იანვარი, 1966, ვესტერვიკი, შვედეთი) — შვედი ყოფილი პროფესიონალი ჩოგბურთელი, მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი.
ედბერგი 2009 წელს | |||||||||||||
სრული სახელი | სტეფან ბენგტ ედბერგი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მშობლიური სახელი | Stefan Bengt Edberg | ||||||||||||
ქვეყანა (სპორტი) | შვედეთი | ||||||||||||
საცხოვრებელი ადგილი | ლონდონი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო | ||||||||||||
დაიბადა |
19 იანვარი, 1966 ვესტერვიკი, შვედეთი | ||||||||||||
სიმაღლე | 188 სმ. | ||||||||||||
პროფესიონალი | 1983 | ||||||||||||
კარიერა დაასრულა | 1996 | ||||||||||||
თამაში | მემარჯვენე | ||||||||||||
ფულადი პრიზი | 20,630,941 აშშ დოლარი | ||||||||||||
დიდების დარბაზი | 2004 (წევრის გვერდი) | ||||||||||||
ერთეულები | |||||||||||||
კარიერის ჩანაწერები | 801–270 (74.79%) | ||||||||||||
ტიტულები კარიერაში | 41 | ||||||||||||
უმაღლესი რეიტინგი | 1-ლი (13 აგვისტო, 1990) | ||||||||||||
დიდი სლემის ერთეულთა შედეგები | |||||||||||||
ავსტრალიის ღია პირველობა | გამარჯვება (1985, 1987) | ||||||||||||
საფრანგეთის ღია პირველობა | ფინალი (1989) | ||||||||||||
უიმბლდონი | გამარჯვება (1988, 1990) | ||||||||||||
აშშ-ის ღია პირველობა | გამარჯვება (1991, 1992) | ||||||||||||
სხვა ტურნირები | |||||||||||||
ტურის ფინალი | გამარჯვება (1989) | ||||||||||||
დიდი სლემის თასი | ნახევარფინალი (1993) | ||||||||||||
WCT-ის ფინალი | ფინალი (1988) | ||||||||||||
ოლიმპიური თამაშები | ნახევარფინალი (1988) | ||||||||||||
წყვილები | |||||||||||||
კარიერის ჩანაწერები | 283–153 (64.91%) | ||||||||||||
ტიტულები კარიერაში | 18 | ||||||||||||
უმაღლესი რეიტინგი | 1-ლი (9 ივნისი, 1986) | ||||||||||||
დიდი სლემის წყვილთა შედეგები | |||||||||||||
ავსტრალიის ღია პირველობა | გამარჯვება (1987, 1996) | ||||||||||||
საფრანგეთის ღია პირველობა | ფინალი (1986) | ||||||||||||
უიმბლდონი | ნახევარფინალი (1987) | ||||||||||||
აშშ-ის ღია პირველობა | გამარჯვება (1987) | ||||||||||||
წყვილთა სხვა ტურნირები | |||||||||||||
ტურის ფინალი | გამარჯვება (1985, 1986) | ||||||||||||
ოლიმპიური თამაშები | ნახევარფინალი (1988) | ||||||||||||
გუნდური შეჯიბრები | |||||||||||||
დეივისის თასი | გამარჯვება (1984, 1985, 1987, 1994) | ||||||||||||
მედლები
| |||||||||||||
ბოლოს განახლდა: 19 ოქტომბერი 2018. |
ედბერგს 6 დიდი სლემის ტურნირი აქვს მოგებული – 2 ავსტრალიის ღია პირველობა, 2 უიმბლდონი და 2 აშშ-ის ღია პირველობა. მან ასევე მოიგო 1 წლის შემაჯამებელი ტურნირი. ჯამში მას ATP-ის 41 ტიტული აქვს ერთეულებში მოგებული. ედბერგი 72 კვირის განმავლობაში იკავებდა ჩოგბურთელთა რეიტინგში პირველ ადგილს.
წყვილებში ედბერგმა ორჯერ მოიგო ავსტრალიის ღია პირველობა და ერთხელ აშშ-ის ღია პირველობა. იგი წყვილთა რეიტინგშიც იკავებდა პირველ ადგილს 15 კვირით.
ოლიმპიურ თამაშებზე, ედბერგმა 1-1 ოლიმპიური ბრინჯაოს მედლები მოიპოვა ერთეულებში და წყვილებში. სანაკრებო დონეზე, მან 4 დეივისის თასი მოიგო შვედეთის ნაკრებთან ერთად.
შვედმა კარიერა 1996 წელს დაასრულა. 2004 წელს, ედბერგი საერთაშორისო ჩოგბურთის დიდების დარბაზში შეიყვანეს.
2013 წლის დეკემბერში, ედბერგი როჯერ ფედერერის მწვრთნელი გახდა[1]. მისი დახმარებით, ფედერერი 3-ჯერ გავიდა დიდი სლემის ტურნირების ფინალში, მოიგო 3 მასტერსის ტიტული და 1 დეივისის თასი. 2015 წლის ბოლოს ედბერგმა და ფედერერმა დაასრულეს თანამშრომლობა[2].
სტატისტიკა და მიღწევები
რედაქტირებადიდი სლემის ტურნირების ფინალები
რედაქტირებაერთეულები: 11 (6–5)
რედაქტირებაშედეგი | წელი | ტურნირი | საფარი | მეტოქე | ანგარიში |
---|---|---|---|---|---|
გამარჯვება | 1985 | ავსტრალიის ღია პირველობა (1) | ბალახი | მატს ვილანდერი | 6–4, 6–3, 6–3 |
გამარჯვება | 1987 | ავსტრალიის ღია პირველობა (2) | ბალახი | პეტ ქეში | 6–3, 6–4, 3–6, 5–7, 6–3 |
გამარჯვება | 1988 | უიმბლდონი (1) | ბალახი | ბორის ბეკერი | 4–6, 7–6(7–2), 6–4, 6–2 |
მარცხი | 1989 | საფრანგეთის ღია პირველობა | თიხა | მაიკლ ჩანგი | 1–6, 6–3, 6–4, 4–6, 2–6 |
მარცხი | 1989 | უიმბლდონი | ბალახი | ბორის ბეკერი | 0–6, 6–7(1–7), 4–6 |
მარცხი | 1990 | ავსტრალიის ღია პირველობა | ჰარდი | ივან ლენდლი | 6–4, 6–7(3–7), 2–5 შეწყვიტა |
გამარჯვება | 1990 | უიმბლდონი (2) | ბალახი | ბორის ბეკერი | 6–2, 6–2, 3–6, 3–6, 6–4 |
გამარჯვება | 1991 | აშშ-ის ღია პირველობა (1) | ჰარდი | ჯიმ კურიე | 6–2, 6–4, 6–0 |
მარცხი | 1992 | ავსტრალიის ღია პირველობა | ჰარდი | ჯიმ კურიე | 3–6, 6–3, 4–6, 2–6 |
გამარჯვება | 1992 | აშშ-ის ღია პირველობა (2) | ჰარდი | პიტ სამპრასი | 3–6, 6–4, 7–6(7–5), 6–2 |
მარცხი | 1993 | ავსტრალიის ღია პირველობა | ჰარდი | ჯიმ კურიე | 2–6, 1–6, 6–2, 5–7 |
წყვილები: 5 (3–2)
რედაქტირებაშედეგი | წელი | ტურნირი | საფარი | მეწყვილე | მეტოქეები | ანგარიში |
---|---|---|---|---|---|---|
მარცხი | 1984 | აშშ-ის ღია პირველობა | ჰარდი | ანდერს იარიდი | ჯონ ფიცჯერალდი ტომაშ შმიდი |
6–7(5–7), 3–6, 3–6 |
მარცხი | 1986 | საფრანგეთის ღია პირველობა | თიხა | ანდერს იარიდი | ჯონ ფიცჯერალდი ტომაშ შმიდი |
3–6, 6–4, 3–6, 7–6(7–4), 12–14 |
გამარჯვება | 1987 | ავსტრალიის ღია პირველობა (1) | ბალახი | ანდერს იარიდი | პიტერ დუჰანი ლორი უორდერი |
6–4, 6–4, 7–6(7–3) |
გამარჯვება | 1987 | აშშ-ის ღია პირველობა (1) | ჰარდი | ანდერს იარიდი | კენ ფლეკი რობერტ სეგუსო |
7–6(7–1), 6–2, 4–6, 5–7, 7–6(7–2) |
გამარჯვება | 1996 | ავსტრალიის ღია პირველობა (2) | ჰარდი | პეტრ კორდა | ალექს ო’ბრაიენი სებასტიენ ლარო |
7–5, 7–5, 4–6, 6–1 |
წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალები
რედაქტირებაერთეულები: 2 (1–1)
რედაქტირებაშედეგი | წელი | ტურნირი | საფარი | მეტოქე | ანგარიში |
---|---|---|---|---|---|
გამარჯვება | 1989 | მასტერსის გრან-პრი, ნიუ-იორკი (1) | ხალიჩა (დ) | ბორის ბეკერი |
4–6, 7–6(8–6), 6–3, 6–1 |
მარცხი | 1990 | ATP-ის ტურის მსოფლიო ჩემპიონატი, ფრანკფურტი | ხალიჩა (დ) | ანდრე აგასი |
7–5, 6–7(5–7), 5–7, 2–6 |
(დ) – დახურული კორტი
წყვილები: 2 (2–0)
რედაქტირებაშედეგი | წელი | ტურნირი | საფარი | მეწყვილე | მეტოქეები | ანგარიში |
---|---|---|---|---|---|---|
გამარჯვება | 1985 | მასტერსის გრან-პრი, ნიუ-იორკი (1) | ხალიჩა (დ) | ანდერს იარიდი | იოაკიმ ნისტრიომი მატს ვილანდერი |
6–1, 7–6(7–5) |
გამარჯვება | 1986 | მასტერსის გრან-პრი, ლონდონი (2) | ხალიჩა (დ) | ანდერს იარიდი | გი ფორჟე იანიკ ნოა |
6–3, 7–6(7–2), 6–3 |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ „Roger Federer recruits Stefan Edberg to his coaching team“. bbc.com. ციტირების თარიღი: 19 ოქტომბერი 2018.
- ↑ „Roger Federer and Stefan Edberg split after two-year partnership“. bbc.com. ციტირების თარიღი: 19 ოქტომბერი 2018.