მარგარეტ კორტი (ინგლ. Margaret Court; დ. 16 ივლისი, 1942, ოლბერი, ავსტრალია) — ავსტრალიელი ყოფილი პროფესიონალი ჩოგბურთელი. აღიარებულია ერთ-ერთ საუკეთესო ქალ ჩოგბურთელად ისტორიაში[1][2][3][4].

მარგარეტ კორტი

კორტი 1970 წელს
ქვეყანა (სპორტი) ავსტრალიის დროშა ავსტრალია
საცხოვრებელი ადგილი პერთი, ავსტრალია
დაიბადა 16 ივლისი, 1942 (1942-07-16) (82 წლის)
ოლბერი, ავსტრალია
სიმაღლე 175 სმ.
პროფესიონალი 1960
კარიერა დაასრულა 1977
თამაში მემარჯვენე
დიდების დარბაზი 1979 (წევრის გვერდი)
ერთეულები
ტიტულები კარიერაში 92 (მხოლოდ პროფესიონალური ეპოქა)
დიდი სლემის ერთეულთა შედეგები
ავსტრალიის ღია პირველობა გამარჯვება (1960, 1961, 1962, 1963, 1964, 1965, 1966, 1969, 1970, 1971, 1973)
საფრანგეთის ღია პირველობა გამარჯვება (1962, 1964, 1969, 1970, 1973)
უიმბლდონი გამარჯვება (1963, 1965, 1970)
აშშ-ის ღია პირველობა გამარჯვება (1962, 1965, 1969, 1970, 1973)
წყვილები
ტიტულები კარიერაში 48 (მხოლოდ პროფესიონალური ეპოქა)
დიდი სლემის წყვილთა შედეგები
ავსტრალიის ღია პირველობა გამარჯვება (1961, 1962, 1963, 1965, 1969, 1970, 1971, 1973)
საფრანგეთის ღია პირველობა გამარჯვება (1964, 1965, 1966, 1973)
უიმბლდონი გამარჯვება (1964, 1969)
აშშ-ის ღია პირველობა გამარჯვება (1963, 1968, 1970, 1973, 1975)
წყვილთა სხვა ტურნირები
ტურის ფინალი გამარჯვება (1973, 1975)
შერეული წყვილები
ტიტულები კარიერაში 19 (მხოლოდ პროფესიონალური ეპოქა)
დიდი სლემის შერეულ წყვილთა შედეგები
ავსტრალიის ღია პირველობა გამარჯვება (1963, 1964, 1965, 1969)
საფრანგეთის ღია პირველობა გამარჯვება (1963, 1964, 1965, 1969)
უიმბლდონი გამარჯვება (1963, 1965, 1966, 1968, 1975)
აშშ-ის ღია პირველობა გამარჯვება (1961, 1962, 1963, 1964, 1965, 1969, 1970, 1972)
გუნდური შეჯიბრები
ფედერაციის თასი გამარჯვება (1964, 1965, 1968, 1971)
ბოლოს განახლდა: 4 ნოემბერი, 2018.

კორტს ქალთა ჩოგბურთში ყველაზე მეტი – 24 დიდი სლემის ტურნირი აქვს ერთეულთა თანრიგში მოგებული. აქედან რეკორდული 11 ავსტრალიის ღია პირველობა, 5 საფრანგეთის ღია პირველობა, 5 აშშ-ის ღია პირველობა და 3 უიმბლდონი. დიდი სლემის ტურნირებზე მან 210 მატჩი მოიგო და მხოლოდ 23 წააგო (90.12%). ავსტრალიის დიდ სლემზე მისი მოგება-წაგების ბალანსი 61–3 (95.31%) იყო, საფრანგეთის ღია პირველობაზე 47–5 (90.38%), აშშ-ის ღია პირველობაზე 51–6 (89.47%), ხოლო უიმბლდონზე 51–9 (85.10%). 1970 წელს ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა წელიწადის ოთხივე დიდი სლემის ტურნირი მოიგო ერთეულებში და გახდა პროფესიონალურ ეპოქაში პირველი ქალი ჩოგბურთელი, რომელმაც ეს შეძლო. აღნიშნულის გამეორება მხოლოდ შტეფი გრაფმა შეძლო 1988 წელს. ჯამში კორტმა 47-ჯერ იასპარეზა დიდი სლემის ტურნირებზე და აქედან 24, ანუ ნახევარზე მეტი მოიგო. აღსანიშნავია, რომ მან მშობიარობის შემდეგ სამი დიდი სლემის მოგება შეძლო ერთეულთა თანრიგში, რითიც იგი ერთგვარ რეკორდს იზიარებს კიმ კლეისტერსთან[5].

მარგარეტ კორტმა წყვილებში 19 დიდი სლემის ტურნირის მოგება შეძლო, აქედან 8 ავსტრალიის ღია პირველობის, 5 აშშ-ის ღია პირველობის, 4 საფრანგეთის ღია პირველობის და 2 უიმბლდონის. ავსტრალიელს ასევე რეკორდი აქვს შერეული წყვილების დიდი სლემის ტიტულებში – მან 21 ტურნირი მოიგო, აქედან 8 აშშ-ის ღია პირველობა, 5 უიმბლდონი, 4 ავსტრალიის ღია პირველობა და 4 საფრანგეთის ღია პირველობა. 1963 და 1965 წლებში, მან წელიწადის ოთხივე დიდი სლემის ტურნირი მოიგო შერეულ წყვილებში.

კორტი მარტინა ნავრატილოვასთან და დორის ჰარტთან ერთად ერთადერთია, ვინც ყველა დიდი სლემის ტურნირი მოიგო ერთეულებშიც, წყვილებშიც და შერეულ წყვილებშიც. თუმცა ავსტრალიელის რეკორდები უნიკალურია იმით, რომ მან აღნიშნულის მიღწევა ორჯერ შეძლო, როგორც პროფესიონალურ ეპოქამდე, ასევე მის შემდეგ.

ჯამში მარგარეტ კორტს ერთეულებში, წყვილებში და შერეულ წყვილებში 64 დიდი სლემის ტურნირი აქვს მოგებული, რაც რეკორდული მაჩვენებელია მამაკაცთა, თუ ქალთა ჩოგბურთში. სანაკრებო დონეზე, კორტმა ოთხჯერ მოიგო ფედერაციის თასი ავსტრალიის ნაკრებთან ერთად. 1979 წელს, იგი საერთაშორისო ჩოგბურთის დიდების დარბაზში შეიყვანეს.

სტატისტიკა და მიღწევები

რედაქტირება

დიდი სლემის ტურნირების ფინალები

რედაქტირება

ერთეულები: 29 (24–5)

რედაქტირება
შედეგი წელი ტურნირი საფარი მეტოქე ანგარიში
გამარჯვება 1960 ავსტრალიის ღია პირველობა (1) ბალახი   ჯენ ლიჰეინი 7–5, 6–2
გამარჯვება 1961 ავსტრალიის ღია პირველობა (2) ბალახი   ჯენ ლიჰეინი 6–1, 6–4
გამარჯვება 1962 ავსტრალიის ღია პირველობა (3) ბალახი   ჯენ ლიჰეინი 6–0, 6–2
გამარჯვება 1962 საფრანგეთის ღია პირველობა (1) თიხა   ლესლი ტერნერ ბოური 6–3, 3–6, 7–5
გამარჯვება 1962 აშშ-ის ღია პირველობა (1) ბალახი   დარლენ ჰარდი 9–7, 6–4
გამარჯვება 1963 ავსტრალიის ღია პირველობა (4) ბალახი   ჯენ ლიჰეინი 6–2, 6–2
გამარჯვება 1963 უიმბლდონი (1) ბალახი   ბილი ჯინ კინგი 6–3, 6–4
მარცხი 1963 აშშ-ის ღია პირველობა ბალახი   მარია ბუენო 5–7, 4–6
გამარჯვება 1964 ავსტრალიის ღია პირველობა (5) ბალახი   ლესლი ტერნერ ბოური 6–3, 6–2
მარცხი 1964 უიმბლდონი ბალახი   მარია ბუენო 4–6, 9–7, 3–6
გამარჯვება 1964 საფრანგეთის ღია პირველობა (2) თიხა   მარია ბუენო 5–7, 6–1, 6–2
გამარჯვება 1965 ავსტრალიის ღია პირველობა (6) ბალახი   მარია ბუენო 5–7, 6–4, 5–2 შეწყვიტა
მარცხი 1965 საფრანგეთის ღია პირველობა თიხა   ლესლი ტერნერ ბოური 3–6, 4–6
გამარჯვება 1965 უიმბლდონი (2) ბალახი   მარია ბუენო 6–4, 7–5
გამარჯვება 1965 აშშ-ის ღია პირველობა (2) ბალახი   ბილი ჯინ კინგი 8–6, 7–5
გამარჯვება 1966 ავსტრალიის ღია პირველობა (7) ბალახი   ნენსი რიჩი ტექნიკური მოგება
მარცხი 1968 ავსტრალიის ღია პირველობა ბალახი   ბილი ჯინ კინგი 1–6, 2–6
↓ პროფესიონალური ეპოქა ↓
გამარჯვება 1969 ავსტრალიის ღია პირველობა (8) ბალახი   ბილი ჯინ კინგი 6–4, 6–1
გამარჯვება 1969 საფრანგეთის ღია პირველობა (3) თიხა   ენ ჯონსი 6–1, 4–6, 6–3
გამარჯვება 1969 აშშ-ის ღია პირველობა (3) ბალახი   ნენსი რიჩი 6–2, 6–2
გამარჯვება 1970 ავსტრალიის ღია პირველობა (9) ბალახი   კერი მელვილ რიდი 6–1, 6–3
გამარჯვება 1970 საფრანგეთის ღია პირველობა (4) თიხა   ჰელგა ნისენი 6–2, 6–4
გამარჯვება 1970 უიმბლდონი (3) ბალახი   ბილი ჯინ კინგი 14–12, 11–9
გამარჯვება 1970 აშშ-ის ღია პირველობა (4) ბალახი   როზმარი კაზალსი 6–2, 2–6, 6–1
გამარჯვება 1971 ავსტრალიის ღია პირველობა (10) ბალახი   ივონ გულაგონგ კოული 2–6, 7–6, 7–5
მარცხი 1971 უიმბლდონი ბალახი   ივონ გულაგონგ კოული 4–6, 2–6
გამარჯვება 1973 ავსტრალიის ღია პირველობა (11) ბალახი   ივონ გულაგონგ კოული 6–4, 7–5
გამარჯვება 1973 საფრანგეთის ღია პირველობა (5) თიხა   კრის ევერტი 6–7, 7–6, 6–4
გამარჯვება 1973 აშშ-ის ღია პირველობა (5) ბალახი   ივონ გულაგონგ კოული 7–6, 5–7, 6–2

წყვილები: 33 (19–14)

რედაქტირება
შედეგი წელი ტურნირი საფარი მეწყვილე მეტოქეები ანგარიში
მარცხი 1960 ავსტრალიის ღია პირველობა ბალახი   ლორეინ კოფლენი   მარია ბუენო
  კრისტინ ტრუმენი
2–6, 7–5, 2–6
გამარჯვება 1961 ავსტრალიის ღია პირველობა (1) ბალახი   მერი კარტერ რეიტანო   მერი ჰოტონი
  ჯენ ლიჰეინი
6–4, 3–6, 7–5
მარცხი 1961 უიმბლდონი ბალახი   ჯენ ლიჰეინი   ბილი ჯინ კინგი
  კარენ ჰანცე ზუსმანი
3–6, 4–6
გამარჯვება 1962 ავსტრალიის ღია პირველობა (2) ბალახი   რობინ ებბერნი   დარლენ ჰარდი
  მერი კარტერ რეიტანო
6–4, 6–4
მარცხი 1962 საფრანგეთის ღია პირველობა თიხა   ჟუსტინა ბრიკა   სანდრა რეინოლდსი
  რენე შურმანი
4–6, 4–6
გამარჯვება 1963 ავსტრალიის ღია პირველობა (3) ბალახი   რობინ ებბერნი   ჯენ ლიჰეინი
  ლესლი ტერნერ ბოური
6–1, 6–3
მარცხი 1963 საფრანგეთის ღია პირველობა თიხა   რობინ ებბერნი   ენ ჯონსი
  რენე შურმანი
5–7, 4–6
მარცხი 1963 უიმბლდონი ბალახი   რობინ ებბერნი   მარია ბუენო
  დარლენ ჰარდი
6–8, 7–9
გამარჯვება 1963 აშშ-ის ღია პირველობა (1) ბალახი   რობინ ებბერნი   მარია ბუენო
  დარლენ ჰარდი
4–6, 10–8, 6–3
მარცხი 1964 ავსტრალიის ღია პირველობა ბალახი   რობინ ებბერნი   ჯუდი ტეგარტ დალტონი
  ლესლი ტერნერ ბოური
4–6, 4–6
გამარჯვება 1964 საფრანგეთის ღია პირველობა (1) თიხა   ლესლი ტერნერ ბოური   ნორმა ბეილონი
  ჰელგა შულცი
6–3, 6–1
გამარჯვება 1964 უიმბლდონი (1) ბალახი   ლესლი ტერნერ ბოური   ბილი ჯინ კინგი
  კარენ ჰანცე ზუსმანი
7–5, 6–2
მარცხი 1964 აშშ-ის ღია პირველობა ბალახი   ლესლი ტერნერ ბოური   ბილი ჯინ კინგი
  კარენ ჰანცე ზუსმანი
6–3, 2–6, 4–6
გამარჯვება 1965 ავსტრალიის ღია პირველობა (4) ბალახი   ლესლი ტერნერ ბოური   რობინ ებბერნი
  ბილი ჯინ კინგი
1–6, 6–2, 6–3
გამარჯვება 1965 საფრანგეთის ღია პირველობა (2) თიხა   ლესლი ტერნერ ბოური   ფრანსუაზა დიური
  ჟანინ ლიფრიგი
6–3, 6–1
მარცხი 1966 ავსტრალიის ღია პირველობა ბალახი   ლესლი ტერნერ ბოური   კეროლ კოლდუელ გრებნერი
  ნენსი რიჩი
4–6, 5–7
გამარჯვება 1966 საფრანგეთის ღია პირველობა (3) თიხა   ჯუდი ტეგარტ დალტონი   ჯილ ბლეკმენი
  ფეი ტოინი
4–6, 6–1, 6–1
მარცხი 1966 უიმბლდონი ბალახი   ჯუდი ტეგარტ დალტონი   მარია ბუენო
  ნენსი რიჩი
3–6, 6–4, 4–6
↓ პროფესიონალური ეპოქა ↓
გამარჯვება 1968 აშშ-ის ღია პირველობა (2) ბალახი   მარია ბუენო   ბილი ჯინ კინგი
  როზმარი კაზალსი
4–6, 9–7, 8–6
გამარჯვება 1969 ავსტრალიის ღია პირველობა (5) ბალახი   ჯუდი ტეგარტ დალტონი   როზმარი კაზალსი
  ბილი ჯინ კინგი
6–4, 6–4
მარცხი 1969 საფრანგეთის ღია პირველობა თიხა   ნენსი რიჩი   ენ ჯონსი
  ფრანსუაზა დიური
0–6, 6–4, 5–7
გამარჯვება 1969 უიმბლდონი (2) ბალახი   ჯუდი ტეგარტ დალტონი   პატრისია ჰოგანი
  პეგი მიჩელი
9–7, 6–2
მარცხი 1969 აშშ-ის ღია პირველობა ბალახი   ვირჯინია უეიდი   ფრანსუაზა დიური
  დარლენ ჰარდი
6–0, 3–6, 4–6
გამარჯვება 1970 ავსტრალიის ღია პირველობა (6) ბალახი   ჯუდი ტეგარტ დალტონი   კერი მელვილ რიდი
  კერი ჰარისი
6–3, 6–1
გამარჯვება 1970 აშშ-ის ღია პირველობა (3) ბალახი   ჯუდი ტეგარტ დალტონი   როზმარი კაზალსი
  ვირჯინია უეიდი
6–3, 6–4
გამარჯვება 1971 ავსტრალიის ღია პირველობა (7) ბალახი   ივონ გულაგონგ კოული   ჯილ ემერსონი
  ლესლი ჰანტი
6–0, 6–0
მარცხი 1971 უიმბლდონი ბალახი   ივონ გულაგონგ კოული   ბილი ჯინ კინგი
  როზმარი კაზალსი
3–6, 2–6
მარცხი 1972 აშშ-ის ღია პირველობა ბალახი   ვირჯინია უეიდი   ფრანსუაზა დიური
  ბეტი სტოვე
3–6, 6–1, 3–6
გამარჯვება 1973 ავსტრალიის ღია პირველობა (8) ბალახი   ვირჯინია უეიდი   კერი ჰარისი
  კერი მელვილ რიდი
6–4, 6–4
გამარჯვება 1973 აშშ-ის ღია პირველობა (4) ბალახი   ვირჯინია უეიდი   ბილი ჯინ კინგი
  როზმარი კაზალსი
3–6, 6–3, 7–5
გამარჯვება 1973 საფრანგეთის ღია პირველობა (4) თიხა   ვირჯინია უეიდი   ფრანსუაზა დიური
  ბეტი სტოვე
6–2, 6–3
მარცხი 1975 ავსტრალიის ღია პირველობა ბალახი   ოლგა მოროზოვა   ივონ გულაგონგ კოული
  პეგი მიჩელი
6–7, 6–7
გამარჯვება 1975 აშშ-ის ღია პირველობა (5) თიხა   ვირჯინია უეიდი   ბილი ჯინ კინგი
  როზმარი კაზალსი
7–5, 2–6, 7–6

შერეული წყვილები: 25 (21–4)

რედაქტირება
შედეგი წელი ტურნირი საფარი მეწყვილე მეტოქეები ანგარიში
გამარჯვება 1961 აშშ-ის ღია პირველობა (1) ბალახი   რობერტ მარკი   დენის რალსტონი
  დარლენ ჰარდი
3–6, 6–2, 6–4
გამარჯვება 1962 აშშ-ის ღია პირველობა (2) ბალახი   ფრედ სტოლი   ფრენკ ფრიოლინგი
  ლესლი ტერნერ ბოური
7–5, 6–2
გამარჯვება 1963 ავსტრალიის ღია პირველობა (1) ბალახი   კენ ფლეტჩერი   ფრედ სტოლი
  ლესლი ტერნერ ბოური
6–4, 6–4
გამარჯვება 1963 საფრანგეთის ღია პირველობა (1) თიხა   კენ ფლეტჩერი   ფრედ სტოლი
  ლესლი ტერნერ ბოური
6–1, 6–2
გამარჯვება 1963 უიმბლდონი (1) ბალახი   კენ ფლეტჩერი   ბობ ჰიუიტი
  დარლენ ჰარდი
11–9, 6–4
გამარჯვება 1963 აშშ-ის ღია პირველობა (3) ბალახი   კენ ფლეტჩერი   ედ რუბინოფი
  ჯუდი ტეგარტ დალტონი
3–6, 8–6, 6–2
გამარჯვება 1964 ავსტრალიის ღია პირველობა (2) ბალახი   კენ ფლეტჩერი   მაიკ სანგსტერი
  ჯენ ლიჰეინი
6–4, 6–4
გამარჯვება 1964 საფრანგეთის ღია პირველობა (2) თიხა   კენ ფლეტჩერი   ფრედ სტოლი
  ლესლი ტერნერ ბოური
6–3, 4–6, 8–6
მარცხი 1964 უიმბლდონი ბალახი   კენ ფლეტჩერი   ფრედ სტოლი
  ლესლი ტერნერ ბოური
4–6, 4–6
გამარჯვება 1964 აშშ-ის ღია პირველობა (4) ბალახი   ჯონ ნიუკომბი   ედ რუბინოფი
  ჯუდი ტეგარტ დალტონი
10–8, 4–6, 6–3
გამარჯვება 1965 ავსტრალიის ღია პირველობა (3) ბალახი   ჯონ ნიუკომბი   ოუენ დევიდსონი
  რობინ ებბერნი
ფინალი არ ჩატარდა, ტიტული გაზიარდა
გამარჯვება 1965 საფრანგეთის ღია პირველობა (3) თიხა   კენ ფლეტჩერი   ჯონ ნიუკომბი
  მარია ბუენო
6–4, 6–4
გამარჯვება 1965 უიმბლდონი (2) ბალახი   კენ ფლეტჩერი   ტონი როჩი
  ჯუდი ტეგარტ დალტონი
12–10, 6–3
გამარჯვება 1965 აშშ-ის ღია პირველობა (5) ბალახი   ფრედ სტოლი   ფრენკ ფრიოლინგი
  ჯუდი ტეგარტ დალტონი
6–2, 6–2
გამარჯვება 1966 უიმბლდონი (3) ბალახი   კენ ფლეტჩერი   დენის რალსტონი
  ბილი ჯინ კინგი
4–6, 6–3, 6–3
მარცხი 1968 ავსტრალიის ღია პირველობა ბალახი   ალან სტოუნი   დიკ კრილი
  ბილი ჯინ კინგი
ტექნიკური წაგება
↓ პროფესიონალური ეპოქა ↓
გამარჯვება 1968 უიმბლდონი (4) ბალახი   კენ ფლეტჩერი   ალექსანდრე მეტრეველი
  ოლგა მოროზოვა
6–1, 14–12
გამარჯვება 1969 ავსტრალიის ღია პირველობა (4) ბალახი   მარტი რისენი   ფრედ სტოლი
  ენ ჯონსი
ფინალი არ ჩატარდა, ტიტული გაზიარდა
გამარჯვება 1969 საფრანგეთის ღია პირველობა (4) თიხა   მარტი რისენი   ჟან-კლოდ ბარკლეი
  ფრანსუაზა დიური
6–3, 6–2
გამარჯვება 1969 აშშ-ის ღია პირველობა (6) ბალახი   მარტი რისენი   დენის რალსტონი
  ფრანსუაზა დიური
7–5, 6–3
გამარჯვება 1970 აშშ-ის ღია პირველობა (7) ბალახი   მარტი რისენი   ფრიუ მაკმილანი
  ჯუდი ტეგარტ დალტონი
6–4, 6–4
მარცხი 1971 უიმბლდონი ბალახი   მარტი რისენი   ოუენ დევიდსონი
  ბილი ჯინ კინგი
6–3, 2–6, 13–15
გამარჯვება 1972 აშშ-ის ღია პირველობა (8) ბალახი   მარტი რისენი   ილიე ნასტასე
  როზმარი კაზალსი
6–3, 7–5
მარცხი 1973 აშშ-ის ღია პირველობა ბალახი   მარტი რისენი   ოუენ დევიდსონი
  ბილი ჯინ კინგი
3–6, 6–3, 6–7
გამარჯვება 1975 უიმბლდონი (5) ბალახი   მარტი რისენი   ალან სტოუნი
  ბეტი სტოვე
6–4, 7–5

წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალი: 2 (2–0)

რედაქტირება
შედეგი წელი ტურნირი საფარი მეწყვილე მეტოქეები ანგარიში
გამარჯვება 1973 WTA-ის ტურის ჩემპიონატი, ბოკა-რატონი (1) თიხა   როზმარი კაზალსი   ფრანსუაზა დიური
  ბეტი სტოვე
6–2, 6–4
გამარჯვება 1975 WTA-ის ტურის ჩემპიონატი, ლოს-ანჯელესი (2) ხალიჩა (დ)   ვირჯინია უეიდი   როზმარი კაზალსი
  ბილი ჯინ კინგი
6–7(2–7), 7–6(7–2), 6–2

(დ) – დახურული კორტი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. „Tennis' Top 20 of All Time“. espn.com. ციტირების თარიღი: 4 ნოემბერი 2018.
  2. „THE 50 GREATEST PLAYERS OF THE OPEN ERA (W): NO. 4, MARGARET COURT“. tennis.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-11-12. ციტირების თარიღი: 4 ნოემბერი 2018.
  3. „Top 10 Greatest Women's Tennis Players of All Time“. howtheyplay.com. ციტირების თარიღი: 4 ნოემბერი 2018.
  4. „Margaret Court the greatest: Evonne Goolagong Cawley“. smh.com.au. ციტირების თარიღი: 4 ნოემბერი 2018.
  5. „Making the case for Clijsters and Li“. espn.com. ციტირების თარიღი: 4 ნოემბერი 2018.