ავთანდილ ჭრიკიშვილი

ავთანდილ ჭრიკიშვილი (დ. 18 მარტი, 1991, ნორიო, ახლანდ. გარდაბნის მუნიციპალიტეტი) — ქართველი ძიუდოისტი. ევროპის 3-გზის (2013, 2014, 2015) და მსოფლიოს (2014) ჩემპიონი 81 კგ. წონით კატეგორიაში. ასევე მსოფლიოს ვერცხლის პრიზიორი (2013), ევროპის 3-გზის ჩემპიონი გუნდურ პირველობაში და მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული.

ავთანდილ ჭრიკიშვილი

ავთანდილ ჭრიკიშვილი ბუდაპეშტში დაჯილდოებისას.
პირადი ინფორმაცია
ეროვნება ქართველი
დაბ. თარიღი 18 მარტი, 1991
დაბ. ადგილი ნორიო, ახლანდ. გარდაბნის მუნიციპალიტეტი, საქართველო
სიმაღლე 182 სმ
წონა 81 კგ
სპორტი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
სპორტი ძიუდო
მედლები
მსოფლიო ჩემპიონატი
ვერცხლი რიო-დე-ჟანეირო 2013 -81 კგ.
ოქრო ჩელიაბინსკი 2014 -81 კგ.
ევროპის ჩემპიონატი
ოქრო ბუდაპეშტი 2013 -81 კგ.
ოქრო მონპელიე 2014 -81 კგ.
ოქრო ბაქო 2015 -81 კგ.
ვერცხლი ყაზანი 2016 -81 კგ.
გრან-პრი
ოქრო ჰავანა 2014 -81 კგ.

2013 წლის 24 დეკემბერს სასტუმრო თბილისი მარიოტში მიმდინარე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ყოველწლიურ საანგარიშო ყრილობაზე, სეოკ-ის გადაწყვეტილებით 2013 წლის საუკეთესო სპორტსმენად ძიუდოისტთა ნაკრების წევრი, ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს ვერცხლის პრიზიორი ავთანდილ ჭრიკიშვილი დაასახელეს.[1]

ასევე არის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი (სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია; 2013, 2014), საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი (საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი; 2014), საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი (სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო; 2013, 2014). არის ახალგაზრდებს შორის საქართველოს ორგზის ჩემპიონი (2009, 2010; -81 კგ), საქართველოს სამგზის ჩემპიონი (2012, 2013, -81კგ; 2016, -90 კგ), ვერცხლისა (2017, -90 კგ) და ბრინჯაოს პრიზიორი (2010, -81 კგ). 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადის მონაწილე (დამარცხდა 1/8-ფინალში), 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადის მონაწილე (V ადგილი), საქართველოს ოლიმპიური გუნდის მედროშე 2016 წელს, რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადის გახსნის საზეიმო ცერემონიალზე

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება