ლერი ხაბელოვი
ლერი ხაბელოვი (დ. 5 ივლისი, 1964, თბილისი) — ქართველი მოჭიდავე, ოლიმპიური ჩემპიონი (1992), იურისტი, პოლიტიკოსი. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1986). საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი 2012 წლიდან.
პირადი ინფორმაცია | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ეროვნება | ქართველი | |||||||||||
დაბ. თარიღი | 5 ივლისი, 1964 | |||||||||||
დაბ. ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ | |||||||||||
სიმაღლე | 188 | |||||||||||
წონა | 100 | |||||||||||
სპორტი | ||||||||||||
ქვეყანა |
სსრკ → საქართველო | |||||||||||
სპორტი | თავისუფალი ჭიდაობა | |||||||||||
კლუბი | შრომითი რეზერვები | |||||||||||
ჯილდოები | ||||||||||||
|
ბიოგრაფია
რედაქტირება1985 წელს დაამთავრა საქართველოს ფიზიკური კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტი, ხოლო 2000 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ხაბელოვი არის თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს შორის მსოფლიოს ხუთგზის (1985, 1987, 1990, 1991, 1993) ჩემპიონი და ევროპის ოთხგზის (1985, 1987, 1988, 1992) ჩემპიონი. ლერი ხაბელოვი 1988 წელს ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი გახდა, 1992 წელს კი — ოლიმპიური ჩემპიონი.
ხაბელოვი იყო საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, 1998–2004 წლებში — სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილე, ხოლო 2004-2008 წლებში ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი. 2012 წლიდან არის საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი (უკვე მესამე ვადით).[1]
2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (ქარელის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“. 2016-2020 წლებში — საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.
დაოჯახებულია, ჰყავს 5 შვილი. არის ვახტანგ გორგასლის მე-2 ხარისხის ორდენისა და ღირსების ორდენის კავალერი.
ძირითადი შედეგები
რედაქტირებაწელი | ტურნირი | მასპინძელი | წონითი კატეგორია |
ადგილი |
---|---|---|---|---|
1985 | ევროპის ჩემპიონატი | ლაიფციგი, გდრ | -100 კგ | |
1985 | მსოფლიო ჩემპიონატი | ბუდაპეშტი, უნგრეთი | -100 კგ | |
1987 | ევროპის ჩემპიონატი | ველიკო-ტირნოვო, ბულგარეთი | -100 კგ | |
1987 | მსოფლიო ჩემპიონატი | კლერმონ-ფერანი, საფრანგეთი | -100 კგ | |
1988 | ევროპის ჩემპიონატი | მანჩესტერი, დიდი ბრიტანეთი | -100 კგ | |
1988 | ზაფხულის XXIV ოლიმპიური თამაშები | სეული, კორეა | -100 კგ | |
1990 | მსოფლიო ჩემპიონატი | ტოკიო, იაპონია | -100 კგ | |
1991 | მსოფლიო ჩემპიონატი | ვარნა, ბულგარეთი | -100 კგ | |
1992 | ევროპის ჩემპიონატი | კაპოშვარი, უნგრეთი | -100 კგ | |
1992 | ზაფხულის XXV ოლიმპიური თამაშები | ბარსელონა, ესპანეთი | -100 კგ |
საინტერესო ფაქტები
რედაქტირება1990 წლის დეკემბერში სპორტულმა ჟურნალისტებმა ლერი ხაბელოვი საქართველოს მესამე საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს.[2]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ლერი ხაბელოვი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ლერი ხაბელოვი — ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ლერი ხაბელოვი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
- ლერი ხაბელოვი — ქართული სპორტი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ „ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად ლერი ხაბელოვი აირჩიეს“. www.mes.gov.ge. 1 სექტემბერი, 2020. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-06-28. ციტირების თარიღი: 28 ივნისი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ დავით გობეჯიშვილი — საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი // „ლელო“, 1 იანვარი, 1991, № 1 (10414), გვ. 1.