რევაზ მინდორაშვილი

რევაზ მინდორაშვილი (დ. 1 ივლისი, 1976, სოფ. კოლაგი, ახლანდელი გურჯაანის მუნიციპალიტეტი) — ქართველი სპორტსმენი, მოჭიდავე, ოლიმპიური ჩემპიონი, ოქროს მედლის მფლობელი თავისუფალ ჭიდაობაში 84 კგ წონით კატეგორიაში პეკინის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე (2008). არის მსოფლიოს ჩემპიონი (2005) და მეორე პრიზიორი (2006), ევროპის ჩემპიონი (2003), ორგზის მეორე (2004, 2008) და მესამე პრიზიორი (2002), მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (2003). მრავალ საერთაშორისო ტურნირში გამარჯვებული. ათენის ოლიმპიური თამაშების მონაწილე (2004, XIII ადგილი). ღირსების ორდენის და მედლის კავალერი. 2012-2017 წლებში საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრებს წვრთნიდა. 2011 წელს, სერიაში „ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები“ (პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი ელგუჯა ბერიშვილი) გამოიცა ოთარ მაღლაკელიძის წიგნი „რევაზ მინდორაშვილი“. სპორტის რაინდი (2005), ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი (2018).

რევაზ მინდორაშვილი
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 1 ივლისი, 1976(1976-07-01) (48 წლის)
დაბ. ადგილი გურჯაანი
სიმაღლე 173
წონა 84
ქვეყანა საქართველო

ძირითადი შედეგები

რედაქტირება
წელი ტურნირი მასპინძელი წონითი
კატეგორია
ადგილი
2002 ევროპის ჩემპიონატი ბაქო, აზერბაიჯანი 84 კგ  
2003 ევროპის ჩემპიონატი რიგა, ლატვია 84 კგ  
2003 მსოფლიო ჩემპიონატი ნიუ-იორკი, აშშ 84 კგ  
2004 ევროპის ჩემპიონატი ანკარა, თურქეთი 84 კგ  
2005 მსოფლიო ჩემპიონატი ბუდაპეშტი, უნგრეთი -84კგ  
2006 მსოფლიო ჩემპიონატი გუანჯოუ, ჩინეთი 84 კგ  
2008 ევროპის ჩემპიონატი ტამპერე, ფინეთი 84 კგ  
2008 ზაფხულის XXIX ოლიმპიური თამაშები პეკინი, ჩინეთი 84 კგ  

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება