კოლაგი
კოლაგი — სოფელი საქართველოში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი. მდებარეობს გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 440 მეტრი. გურჯაანიდან 7 კილომეტრი. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1046 კაცი.
სოფელი | |
---|---|
კოლაგი | |
კოლაგის კოშკი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | კახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | გურჯაანის მუნიციპალიტეტი |
თემი | კოლაგი |
კოორდინატები | 41°42′06″ ჩ. გ. 45°50′35″ ა. გ. / 41.70167° ჩ. გ. 45.84306° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 440 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 1046[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,0 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ისტორია
რედაქტირებასოფელ კოლაგის განვითარებაში დიდი წვლილი ჰქონდა მის მდებარეობას თბილისი-გურჯაანი-თელავის გზაზე, კახეთის უძველესი ქალაქისა და ციხესიმაგრის ვეჯინის მეზობლად. სოფლის ყმა-მამულებზე ანდრონიკაშვილების და ვაჩნაძეების გავლენა ვრცელდებოდა. ისინი ხშირად დავობდნენ კოლაგსა და ვეჯინს შორის არსებულ მიწებზე. დავის გადასაწყვეტად კოლაგში თავად ერეკლე II ჩასულა. მეფის გადაწყვეტილებით, საქმე დაფიცებით უნდა გადაწყვეტილიყო. როგორც ჩანს აქ მეფეს ვაჩნაძეების სიმართლის სჯეროდა, რადგან ისტორიულად კოლაგსა და ვეჯინს შორის ტერიტორია ვეჯინისაკენ ანდრონიკაშვილებს, ხოლო კოლაგისაკენ ვაჩნაძეებს ეკუთნოდათ.
დემოგრაფია
რედაქტირებააღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2014 | 1 046 | 512 | 534 |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 576.
- კახიძე კ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 179-180.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.